იაგო ხვიჩია

5 Sep. 2024, 15:14

"ზოგადად, ასეთი ტიპის ბრალდებები არის უპასუხისმგებლო თავისი შინაარსით. იმიტომ, რომ როცა შენ ეუბნები, რომ ამ კაცს შენ გაუხეთქე გული, ეს იმას ნიშნავს, რომ შენ იცი ამ კაცს გულის პრობლემები აწუხებდა თუ არა, შენ იცი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია და პირდაპირ უკავშირებ რაღაც ერთ შემთხვევას, რომლის ასე დაზუსტებით თქმა, ჩემი აზრით, შეუძლებელია. ვიღაცას რაღაც შემთხვევაზე შეიძლება რაღაც დაემართოს, მაგრამ ამის გამო ადამიანების მკვლელებად გამოცხადება მინიმუმ უპასუხისმგებლობა. როგორც წესი, ეს ხდება პირიქით. ხელისუფლებას ადანაშაულებენ ხოლმე ასეთი ტიპის ზერელე დამოკიდებულებით და ახლა კურსი ხელისუფლებისგან არასწორია. არასწორია ამის გაკეთება, როდესაც საკუთარ განცხადებაზე მეტი პასუხისმგებლობა გეკუთვნის, როდესაც ადამიანს მკვლელობას დააბრალებ რომელიც ერთი შეხედვით, მკვლელი არ არის".

ამის შესახებ გირჩის ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა და წყალტუბოში ქართული ოცნების მხარდამჭერის გარდაცვალებაზე მმართველი გუნდის განცხადებები შეაფასა. ამ საკითხზე ქართული ოცნების მთავარი გზავნილია: "ნაციონალური მოძრაობა კლავს".


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
  2. ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
  3. ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ?
  4. მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
  5. სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

საჩუქრების ფესტივალი — 26 სექტემბერს თბილისი აუთლეტ ვილიჯის დაბადების დღეა

თბილისი აუთლეტ ვილიჯი ერთი წლის ხდება და დაბადების დღეს სტუმრებთან ერთად "საჩუქრების ფესტივალით" აღნიშნავს. 26…