როგორ შევარჩიოთ ჩვენი ბიზნესისთვის შესაბამისი 1C პროგრამა?
1C საწარმო არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პლატფორმა ბიზნესის ავტომატიზაციისათვის. ამ პლატფორმის სხვადასხვა ვერსიაზე შექმნილია ბევრი საბუღალტრო პროგრამა და ERP სისტემა.
თუ კომპანიამ გადაწყვიტა, რომ ბიზნესის ავტომატიზაციისათვის 1C პლატფორმის პროგრამები გამოიყენოს, საჭიროა მაქსიმალურად ბევრი ინფორმაცია მოიძიოს მათ შესახებ და საბოლოო გადაწყვეტილება რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხის გაანალიზების შემდეგ მიიღოს:
რისი ავტომატიზაცია სჭირდება კომპანიას?
ქართულ ბაზარზე არა ერთი 1C პროგრამა ოპერირებს. ყველა პროგრამას აქვს თავისი სპეციფიკა, ანუ მისი ფუნქციონალი უფრო მეტად გამოიყენება რომელიმე კონკრეტული საქმიანობის აღრიცხვისთვის და, როგორც წესი, ბაზარზეც ყველაზე მეტი მომხმარებელი მსგავსი საქმიანობის სფეროებიდან ჰყავს. არსებობს ჩვეულებრივი საბუღალტრო პროგრამები ბიზნესის საოპერაციო ნაწილის ფუნქციონალის გარეშე, სავაჭრო, სადისტრიბუციო, საწარმოო, სწრაფ გაყიდვებზე მორგებული, სამშენებლო და სხვა ტიპის პროგრამები. როდესაც კომპანია ძიებას იწყებს, უნდა იცოდეს რა ტიპის პროგრამა სჭირდება თავისი საქმიანობიდან გამომდინარე და რა ფუნქციონალი უნდა მოითხოვოს.
რამდენად რთული პროცესებია კომპანიაში?
როგორც წესი, მსხვილი ბიზნესი კომპლექსური პროცესებით ხასიათდება და პროგრამული უზრუნველყოფაც შესაბამისი სჭირდება. ასეთი კომპანიებისთვის 1C პლატფორმაზე შექმნილია დიდი ERP სისტემები, რომლებიც ბევრად ძლიერია, ვიდრე სხვადასხვა ინდუსტრიისთვის შექმნილი მცირემასშტაბიანი სააღრიცხვო პროგრამები. გარდა 1C პლატფორმისა, პოპულარულია ასევე SAP, Microsoft, Oracle-ის და სხვა ERP პროგრამები. ასეთ სისტემებში შესაძლებელია ბიზნესის ყველა ძირითადი პროცესის ასახვა, საბოლოო ჯამში კი საქმიანობის სრული სურათის დანახვა.
1C პლატფორმაზე, როგორც აღვნიშნეთ, შექმნილია შედარებით მცირემასშტაბიანი პროგრამებიც, რომლებიც სრულიად საკმარისია მცირე და საშუალო ბიზნესის აღრიცხვისთვის და ბევრად იაფიც ღირს.
პლატფორმის რომელ ვერსიაზეა დაშენებული პროგრამა?
1C საწარმო დროთა განმავლობაში იხვეწება. პირველი პროგრამები პლატფორმის 5.0 ვერსიაზეა შექმნილი 90-იან წლებში, შემდეგ მოჰყვა 6.0 და ა.შ. დღეისათვის, პროგრამის უახლესი ხელმისაწვდომი ვერსიაა 8.3.
იმისათვის რომ 1C პროგრამა გამართულად და სწრაფად მუშაობდეს, როგორც მინიმუმ პლატფორმის 1C 8.0 ვერსიაზე უნდა იყოს დაწერილი.
ვინ არის პროგრამის შემქმნელი კომპანია?
მიუხედავად იმისა, რომ პლატფორმა ერთია, სხვადასხვა პროგრამებს განსხვავებული ავტორები ჰყავთ — ანუ პროვაიდერი კომპანიები. გარდა პლატფორმის ვერსიისა და პროგრამის სპეციფიკისა, მნიშვნელოვანია სწორად შეირჩეს პროვაიდერი კომპანიაც. სწორედ მასზეა დამოკიდებული პროგრამის გამართული და სწრაფი მუშაობა, სამომავლოდ დახვეწა და განვითარება.
პროვაიდერი კომპანიები მოხმარებელს პროგრამასთან ერთად, როგორც წესი, მხარდაჭერასაც სთავაზობენ. საჭიროა მხარდაჭერის გუნდი იყოს კომპეტენტური და ოპერატიული, იმისათვის, რომ უზრუნველყონ პროგრამით უწყვეტი და უხარვეზო სარგებლობა. გასათვალისწინებელია, რომ კომპანიები, რომელთა სერვისშიც ასევე შედის ფინანსური და საბუღალტრო მომსახურება, აუდიტი, საგადასახადო კონსულტაციები და სხვა, ბევრად უფრო კომპეტენტური არიან პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვის საკითხებშიც, ვინაიდან ესმით არამხოლოდ პროგრამის ტექნიკური ნაწილი და მშრალად მისი ფუნქციონალი, არამედ ბიზნესის მხარე, აღრიცხვის სპეციფიკები და მოსალოდნელ საგადასახადო ცვლილებებზეც წინასწარ არიან საქმის კურსში.
-
"გვწამს, რომ თქვენი მოღვაწეობა სიმშვიდის, თანადგომისა და ეროვნული ერთიანობის საფუძვლად იქცევა" — ბიძინა ივანიშვილი შიო III-ს "გვწამს, რომ თქვენი მოღვაწეობა სიმშვიდის, თანადგომისა და ეროვნული ერთიანობის საფუძვლად იქცევა" — ბიძინა ივანიშვილი შიო III-ს
გადახედვა
-
შიო III-ის ინტრონიზაცია ხვალ, 10:00 საათზე, სვეტიცხოვლში გაიმართება შიო III-ის ინტრონიზაცია ხვალ, 10:00 საათზე, სვეტიცხოვლში გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს 142-ე კათოლიკოს-პატრიარქი შიო III გახდა საქართველოს 142-ე კათოლიკოს-პატრიარქი შიო III გახდა
გადახედვა
-
სამართლიანი არჩევნები: "ქართულმა ოცნებამ" 2025 წელს ყველა სხვა პარტიაზე მეტი შემოსავალი მიიღო სამართლიანი არჩევნები: "ქართულმა ოცნებამ" 2025 წელს ყველა სხვა პარტიაზე მეტი შემოსავალი მიიღო
გადახედვა
-
ანდრია ჯაღმაიძე: კრება მიმდინარეობს იმ რეგლამენტის მიხედვით, რომელიც იყო წინასწარ გაწერილი და შეთანხმებული ანდრია ჯაღმაიძე: კრება მიმდინარეობს იმ რეგლამენტის მიხედვით, რომელიც იყო წინასწარ გაწერილი და შეთანხმებული
გადახედვა
-
ჰანტავირუსის აფეთქების შემდეგ, ტენერიფეში მისული საკრუიზო გემიდან 150-მდე მგზავრის ევაკუაცია მოხდა ჰანტავირუსის აფეთქების შემდეგ, ტენერიფეში მისული საკრუიზო გემიდან 150-მდე მგზავრის ევაკუაცია მოხდა
გადახედვა
-
მიანმაში 11 000-კარატიანი ლალის ქვა აღმოაჩინეს მიანმაში 11 000-კარატიანი ლალის ქვა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
იაპონელი მოგზაურს ქობულეთში ველოსიპედი მოჰპარეს, რომლითაც მსოფლიო შემოიარა იაპონელი მოგზაურს ქობულეთში ველოსიპედი მოჰპარეს, რომლითაც მსოფლიო შემოიარა
გადახედვა
-
Legally Blonde-ის ისტორია გრძელდება — სერიალ Elle-ის ტრეილერი გამოვიდა Legally Blonde-ის ისტორია გრძელდება — სერიალ Elle-ის ტრეილერი გამოვიდა
გადახედვა
-
შალვა ნათელაშვილი: პატრიარქის არჩევას ესწრება, ქვეყნის მთავარი ოკუპანტის, პრეზიდენტ პუტინის მთელი სპეცსამსახური შალვა ნათელაშვილი: პატრიარქის არჩევას ესწრება, ქვეყნის მთავარი ოკუპანტის, პრეზიდენტ პუტინის მთელი სპეცსამსახური
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი სლოვაკ კოლეგას, რიხარდ რაშის შეხვდა შალვა პაპუაშვილი სლოვაკ კოლეგას, რიხარდ რაშის შეხვდა
გადახედვა
-
მაყურებლის საჩივრები Bad Bunny-ს "ამაზრზენი" სუპერბოულის შოუს გამო მაყურებლის საჩივრები Bad Bunny-ს "ამაზრზენი" სუპერბოულის შოუს გამო
გადახედვა
-
EU უკრაინას €90 მლრდ-იანი სესხის ნაწილს, სავარაუდოდ, მომავალ კვირაში მისცემს EU უკრაინას €90 მლრდ-იანი სესხის ნაწილს, სავარაუდოდ, მომავალ კვირაში მისცემს
გადახედვა
-
შეიძლება მცდელობა იყოს ახალი 4 ოქტომბრის — გიორგი შარაშიძე 26 მაისის აქციაზე შეიძლება მცდელობა იყოს ახალი 4 ოქტომბრის — გიორგი შარაშიძე 26 მაისის აქციაზე
გადახედვა
-
ალდაგი თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ბაზრობის მხარდამჭერი და ოფიციალური მზღვეველია ალდაგი თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ბაზრობის მხარდამჭერი და ოფიციალური მზღვეველია
-
მეუფე ზენონი: არაფერი მაქვს სათქმელი, ყველა თავის სინდისით ირჩევს საქართველოს ეკლესიის მომავალს მეუფე ზენონი: არაფერი მაქვს სათქმელი, ყველა თავის სინდისით ირჩევს საქართველოს ეკლესიის მომავალს
გადახედვა
-
სამშენებლო ხარჯების ოპტიმიზაციის ახალი სტანდარტი MBG-ისგან სამშენებლო ხარჯების ოპტიმიზაციის ახალი სტანდარტი MBG-ისგან
-
პენტაგონმა "UFO-ს" კადრები გაასაჯაროვა, მათ შორის Apollo-ს მისიების დროს გადაღებული პენტაგონმა "UFO-ს" კადრები გაასაჯაროვა, მათ შორის Apollo-ს მისიების დროს გადაღებული
გადახედვა
-
11-15 მაისს თბილისში პირველი იბეროამერიკული ლიტერატურული ფესტივალი ჩატარდება 11-15 მაისს თბილისში პირველი იბეროამერიკული ლიტერატურული ფესტივალი ჩატარდება
გადახედვა
-
მარკეტა გრეგოროვა: საქართველო ოდესღაც ევროკავშირთან დაახლოების კუთხით ჩემპიონი იყო რეგიონში, ახლა ასე აღარ არის მარკეტა გრეგოროვა: საქართველო ოდესღაც ევროკავშირთან დაახლოების კუთხით ჩემპიონი იყო რეგიონში, ახლა ასე აღარ არის
გადახედვა
-
PSP-ს მხარდაჭერით Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi ჩატარდა PSP-ს მხარდაჭერით Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi ჩატარდა
კომენტარები