სამი განცხადება, რომლის გამოც პეტრე ცაავას მღვდელმსახურების უფლება შეუჩერეს — ჯაღმაიძის ვერსია
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთერთობის სამსახურის ხელმძღვანელი მამა ანდრია ჯაღამაიძე იმ სამ განცხადებას ასახელებს, რომლის გამოც პეტრე ცაავას მღვდელმსახურების უფლება შეუჩერეს.
"პატრიარქზე მან თქვა, რომ ის არ არის მწყემსი კეთილი და ეს ფაქტობრივად ნიშნავს, რომ ის ავაზაკია და ეს არის ძალიან დიდი შეურაცხყოფა. მან ბრძანა, რომ პატიარქს არ ეყო ღირსება, [გიორგი მამალაძის] შეწყალებაზე შუამდგომლობა დაეყენებინა და ესეც არის ძალიან დიდი შეურაცხყოფა", — განაცხადა მან ტელეკომპანია პირველის ეთერში.
გარდა ამისა, ჯაღმაიძე ამბობს, რომ იყო კიდევ ერთი მიზეზი, რომლის განხილვაც სინოდმა ვერ მოასწრო.
"როდესაც მეუფე პეტრე ჩამოვიდა თბილისში 20 ივნისის მოვლენების დროს პირდაპირ დასდო ბრალი ეპარქიას და მის ხელმძღვანელს, რომ ხალხი მაიტოვა ეკლესიამ, ქაშუეთი გამოკეტა და ყურადღება არ მიაქცია გაჭირვებაში მყოფ ადამიანებს, რომლებსაც დახმარება სჭირდებოდათ. ეს არის უხეში დარღვევა კანონიკისა — სხვის ეპარქიაში მრველის გასაგონად ასეთი განცხადებების გაკეთება", — განაცხადა მან.
მისი თქმით, სინოდის სხდომაზე პატრიარქმა ჰკითხა პეტრე ცაავას, თუ რატომ აყენებდა შეურაცხყოფას საჯარო გამოსვლებში და პასუხად მიიღო, რომ ეს არა შეურაცხყოფა, არამედ მხილება იყო. მისივე თქმით, შემდგომ ეპისკოპოსებმა ცაავას ეს მიზეზები დაუსახელეს, თუმცა განმარტებები ვერ მიიღეს.
გარდა ამისა, ანდრია ჯაღმაიძე იხსენებს პეტრე ცაავას ძველ განცხადებებს, როდესაც ის ამბობდა, რომ საპატრიარქო ცოდვის ბუდეა და პატრიარქი უუნაროა. მისი თქმით, პეტრე ცაავა სინოდის ამ სხდომამდეც გამოხატავდა აგრესიულ დამოკიდებულებას.
31 ოქტომბერს გამართული სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ მეუფე პეტრემ განაცხადა, რომ ეკლესიაში მამათმავლობის ცოდვის მხილების გამო ილია მეორემ მღვდელმთავრობიდან გადააყენა. მოგვიანებით კი აღნიშნა, რომ თავად პატრიარქია "პიდარასტიისა და მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი".
მეუფე პეტრემ განმარტა, რომ სიტყვა "პიდარასტიაში" "ჭაბუკის გამხრწნელი" იგულისხმა. მისი თქმით, ეს საეკლესიო ტერმინია და სხვას ვერაფერს დაარქმევს.
სინოდის სხდომის განჩინებით, პეტრე ცაავას აეკრძალა მღვდელმოქმედება, გათავისუფლდა სინოდის წევრობიდან და ჭყონდიდის ეპარქიის ხელმძღვანელობიდან და "მოსანანიებლად" შიომღვიმის მონასტერში იქნა გამწესებული. მეუფე პეტრემ შიომღვიმეში წასვლაზე უარი განაცხადა და ეპარქია მის შემცვლელს გადააბარა.
მასალაში გამოყენებული მეუფე პეტრეს შეფასება გამოხატულია ჰომოფობიური სიტყვებით, თუმცა მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე On.ge მის სიტყვებს უცვლელად გთავაზობთ.
-
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები