კეთილსინდისიერი და დადებითი ადამიანი — რას ფიქრობს პაატა სილაგაძე ლევან მურუსიძეზე
უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატი, პაატა სილაგაძე, რომელსაც სასამართლო კლანის წევრად მოიაზრებენ, ამბობს, რომ ლევან მურუსიძე კეთილსინდისიერი და დადებითი ადამიანია.
"მასთან ერთად დიდი ხანია ვმუშაობ სასამართლო სისტემაში და ჩემი გადასახედიდან ის არის დადებითი ადამიანი. როგორც კვალიფიციური იურისტი და როგორც კეთილსინდისიერი ადამიანი", — განაცხადა მან ევროპული საქართველოს დეპუტატის, ხათუნა გოგორიშვილის კითხვის პასუხად.
კითხვაზე, არის თუ არა მურუსიძე ლიდერი და მისაბაძი მოსამართლე, სილაგაძე პასუხობს:
"ის არის მოსამართლეთა ასოციაციის თავმჯდომარე. ამას თუ გულისხმობთ, ლიდერი არის, ისე... ჩემთვის სამაგალითო მოსამართლე გახლდათ, დღეს აღარ არის ცოცხალი, ბატონი გუგული დევდარიანი".
პაატა სილაგაძე თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის უვადო მოსამართლეა. მანამდე, 2008-2019 წლებში კი უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის პალატის მოსამართლე იყო.
პაატა სილაგაძე 2013-2017 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი. ამ პერიოდში გაათავისუფლეს თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი. გათავისუფლების მიზეზი ახვლედიანის საჯარო განცხადებები იყო სასამართლოში არსებულ სისტემურ პრობლემებზე. ამავე პერიოდში, სავარაუდოდ, საბჭოდან გამჟღავნდა მოსამართლეთა საგამოცდო ტესტები, რაზეც გამოძიება მიმდინარეობს.
კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის პაატა სილაგაძეს ე.წ. კლანის ერთ-ერთ გავლენიან წევრად მოიაზრებს. 2013 წლის ივნისში გამართულ მოსამართლეთა კონფერენციაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნად აირჩიეს ლევან მურუსიძე. კენჭისყრის დაწყების წინ საბჭოს მდივნობის ოთხმა კანდიდატმა – მოსამართლეებმა პაატა სილაგაძემ, ილონა თოდუამ, გიორგი შავლიაშვილმა და თამარ ალანიამ – საკუთარი კანდიდატურები ლევან მურუსიძის სასარგებლოდ მოხსნეს.
გარდა ამისა, სილაგაძე დეკემბერში პარლამენტისთვის წარდგენილი მოსამართლეების სადავო 10-კაციან სიაში იყო.
პაატა სილაგაძის საბჭოს წევრობის დროს მხარი დაუჭირეს ლევან მურუსიძის (სამწლიანი ვადით) და მიხეილ ჩინჩალაძის (უვადოდ) მოსამართლეებად განწესებას თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველმა კანდიდატმა პაატა სილაგაძემ, საბჭოში გასაუბრებისას ნაზი ჯანეზიშვილის კითხვას: "გენდერი რას ნიშნავს" შემდეგნაირად უპასუხა:
"გენდერი ნიშნავს, თეორიულად როგორ ვთქვა, კაცისა და ქალის გენდერული თანასწორობა, ხომ? სპეციალური ტერმინები არ მახსენდება".
-
-
გადახედვამეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ მეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ
-
გადახედვა"ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი "ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი
-
-
გადახედვაახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ ახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ
-
გადახედვაროგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა როგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა
-
გადახედვალადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა ლადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაკასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს კასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს
-
გადახედვაირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები ირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები
-
გადახედვაფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ ფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ
-
-
გადახედვაროთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს როთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს
-
-
გადახედვაჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე ჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე
-
გადახედვაკულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება კულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება
-
-
გადახედვაჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა ჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა
-
გადახედვაღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება
-
გადახედვანეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო ნეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო
-
გადახედვასუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა სუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა
-
გადახედვაპაპუაშვილი: ადამიანები რასაც ერიდებიან საჯარო განცხადებებში, იმას არ ერიდებიან კერძო საუბრებში... მნიშვნელოვანია, ეს ადამიანებიც დაფიქრდნენ პაპუაშვილი: ადამიანები რასაც ერიდებიან საჯარო განცხადებებში, იმას არ ერიდებიან კერძო საუბრებში... მნიშვნელოვანია, ეს ადამიანებიც დაფიქრდნენ
კომენტარები