ეროვნული ბანკი თიბისის მიმართავს, პროგრეს ბანკის საეჭვო ტრანზაქციებზე სამართალდამცავებს აცნობოს
ფოტო: NBG
ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი, არჩილ მესტვირიშვილი აცხადებს, რომ პროგრეს ბანკის საეჭვო ტრანზაქციების შესახებ ინფორმაცია თიბისი ბანკმა სამართალდამცავებს უნდა ჩააბაროს. საქმე ეხება მთავარი არხის გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვით, აუდიტორული დასკვნით, პროგრეს ბანკის ტრანზაქციების ნაწილი ფულის გათეთრების რისკებს შეიცავს.
ვიცე-პრეზიდენტი აცხადებს, რომ ხსენებულ ტრანზაქციებზე ინფორმაცია ეროვნულ ბანკში ვერ მოიძიეს.
"ჩვენ მივმართეთ თიბისი ბანკს, თუ არსებობს ასეთი დოკუმენტი, სამართალდამცავ ორგანოებს გადასცეს. ამასთან, გვაცნობოს ამ დოკუმენტის შესახებ", — ამბობს არჩილ მესტვირიშვილი.
თიბისის დამფუძნებელმა მთავარი არხის ეთერში პროგრეს ბანკის აქციების ყიდვაზე საუბრისას ივანიშვილთან შეხვედრა გაიხსენა. ხაზარაძის თქმით, 2016 წელს, როცა თიბისი ბანკი რესპუბლიკას შეძენას გეგმავდა, ეროვნულმა ბანკმა ტრანზაქცია "ახსნა-განმარტების გარეშე შეაჩერა". მისივე თქმით, ივანიშვილმა მას პროგრეს ბანკის შეძენა თხოვა და დააყოლა, რომ ამ შემთხვევაში იქნებ რესპუბლიკა ბანკის გარიგებაც დასრულებულიყო.
"მოლაპარაკებული ვიყავით სოსიეტე ჟენერალთან, მაგრამ ეროვნულმა ბანკმა ეს ტრანზაქცია გაგვიჩერა... მე ეს გულის ტკივილით, თუ საყვედურის ტონით ვთქვი... ეს ვუთხარი ივანიშვილს. იქ ითქვა ასეთი რაღაც, თუ პროგრეს ბანკსაც იყიდით, იქნებ ეს გარიგება გამოვიდეს", — ამბობს ხაზარაძე და განმარტავს, რომ "რამდენიმე ჯანმრთელი აქტივი" წამოიღეს პროგრეს ბანკიდან.
მამუკა ხაზარაძე მიიჩნევს, რომ ეს საკითხი უნდა გადაეცეს პროკურატურას და ისეთივე ინტენსივობით წარიმართოს გამოძიება, როგორც ეს თიბისი ბანკთან დაკავშირებით ხდებოდა.
პროგრეს ბანკი 2007 წელს კახა კალაძემ დააფუძნა და 100-პროცენტიან წილს ფლობდა. ბანკი 2016 წლამდე, იმ დრომდე ფუნქციონირებდა, სანამ აქტივების ნაწილი თიბისიმ იყიდა. 2012 წლიდან ბანკის 21,79 პროცენტი ბიძინა ივანიშვილს, დანარჩენი რუს ბანკირს, ილია გავრილოვს ეკუთვნოდა. გავრილოვი რუსეთში დიმიტრი მედვედევთან გარიგებაში მონაწილეობდა. დეივ ბლოსისა და ნინო ბაქრაძის სტატიის მიხედვით, რომელიც აიფაქტზე გამოქვეყნდა იგი 2015-2016 წლებში პროგრეს ბანკის საკონტროლო პაკეტს ფლობდა.
მთავარი არხის ჟურნალისტურ გამოძიებას გამოეხმაურა კახა კალაძე და თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილს მხოლოდ ბანკის გაკოტრებისგან გადარჩენა ჰქონდა განზრახული. კალაძე აცხადებს, რომ პროგრეს ბანკს და ქართუს ყოფილი ხელისუფლება ებრძოდა:
"არანაირ გათეთრებებთან პროგრეს ბანკს კავშირი არ ჰქონია და მეორე, თეორიულად რომ წარმოვიდიგნიოთ, ვთქვათ, მართლა რაღაც გადარიცხვები განახორციელა ამ ბანკმა, ბიძინა ივანიშვილი საერთოდ რა შუაშია?... ბიძინა ივანიშვილის შემოსვლა პროგრეს ბანკში განპირობებული იყო მხოლოდ და მხოლოდ ერთი მოტივით, რომ ბანკი გადაერჩინა იმ თაღლითებისა და მოძალადეებისაგან, რომელსაც სააკაშვილის რეჟიმი წარმოადგენდა... ერთადერთი მოტივი, რისთვისაც ივანიშვილმა შეიძინა 22 პროცენტი და რამდენიმე მილიონი გადაიხადა, იყო ის, რომ ბანკი გადაერჩინა და ეს მართლაც ასე მოხდა. სხვა მას არანაირი შეხება არ ჰქონია ბანკთან".
-
NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი
გადახედვა
-
საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა
გადახედვა
-
როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება
-
ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია
-
პოლონეთის აეროპორტში ქართველი კაცი დააკავეს, რომელიც 39 სხვადასხვა სახელითა და პირადი მონაცემით სარგებლობდა პოლონეთის აეროპორტში ქართველი კაცი დააკავეს, რომელიც 39 სხვადასხვა სახელითა და პირადი მონაცემით სარგებლობდა
გადახედვა
-
მარტა კოსი: ზოგიერთმა კანდიდატმა ქვეყანამ შესაძლოა, მოლაპარაკებები ამ ათწლეულის ბოლომდე დაასრულოს მარტა კოსი: ზოგიერთმა კანდიდატმა ქვეყანამ შესაძლოა, მოლაპარაკებები ამ ათწლეულის ბოლომდე დაასრულოს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი x Emolas Corporation — ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება საქართველოს ბანკი x Emolas Corporation — ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება
-
მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი "ჯივინოსტატი" თბილისში მომდევნო კვირაში ჩამოვა მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი "ჯივინოსტატი" თბილისში მომდევნო კვირაში ჩამოვა
გადახედვა
-
თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება
-
"გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს" — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე "გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს" — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე
გადახედვა
-
ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ" ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ"
გადახედვა
-
მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა
გადახედვა
-
როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით
გადახედვა
-
CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია
გადახედვა
-
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
-
ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია
გადახედვა
-
პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა
-
თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა
გადახედვა
-
ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
კომენტარები