ტექინსპექტირება გიწევს? ნახე, რა უნდა იცოდე
ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირება ქვეყანაში ეტაპობრივად მიმდინარეობს, "ჭკვიანი კამერები" კი ავტომატურ რეჟიმში აჯარიმებენ იმ ავტომობილებს, რომლებსაც სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება გავლილი არ აქვთ. პირველ ჯერზე ჯარიმა ფიზიკური პირისთვის 50 ლარია, იურიდიულისთვის კი - 200 ლარი.
მაღალი გამავლობის ავტომობილების (3.0 ძრავით და ზემოთ) ტექინსპექტირება სხვა კატეგორიის მანქანებთან შედარებით ადრე დაიწყო, ამიტომ მათ უკვე მეორედ უწევთ ამ პროცესის გავლა წელს, სწორედ ამ პერიოდში.
თუ ტექინსპექტირების გავლა მაქსიმალურად გადაწიეთ, მაგრამ ახლა დათქმულ თარიღს ვეღარსად გაურბიხართ, გვინდა, ერთი რამ გითხრათ: ყველაფერი იმაზე მარტივადაა, ვიდრე წარმოგიდგენიათ, ყოველ შემთხვევაში, ასეთია პროცესი გრინვეიში.
1) გაარკვიეთ, როდის გიწევთ ტექნიკური ინსპექტირება
ტექინსპექტირების ბოლო თარიღის გაგება შეგიძლიათ გრინვეის საიტზე umartivesad.ge
ასევე მოქმედებს გრინვეის ცხელი ხაზი 0322 99 77 77, სადაც მოგაწვდიან ყველა საჭირო ინფორმაციას ტექინსპექტირებასთან დაკავშირებით.
2) დაჯავშნეთ ვიზიტი ონლაინ, რათა რიგები თავიდან აირიდოთ
თუ გინდათ, რიგში დრო არ დაკარგოთ, კარგი იქნება, თუ ტექნიკური ინსპექტირების დროს წინასწარ ჩანიშნავთ. შეგიძლიათ თარიღი საიტზევე დაჯავშნოთ ან მისწეროთ გრინვეის ფეიჯს და თავად დაგიგეგმავენ ვიზიტს.
3) შეარჩიეთ სერვისცენტრი, რომელიც თქვენთვის ტერიტორიულად ხელსაყრელია
გრინვეის 26 ფილიალი აქვს და მათგან 10 თბილისშია განლაგებული. რომელ უბანშიც არ უნდა ცხოვრობდეთ, ტექინსპექტირებისთვის შორს წასვლა არ მოგიწევთ.
ყველა სერვისცენტრის ნახვა შეგიძლიათ აქ.
4) მოიმარაგეთ საბუთები
ინსპექტირების ჩასატარებლად უნდა წარადგინოთ:
- სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობა;
- მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი საბუთი
(მსუბუქი კატეგორიის (M1) ელექტრო ძრავის მქონე ავტომობილების ინსპექტირების საფასური 48 ლარია, სხვა ტიპის ძრავის მქონე მსუბუქი ავტომობილების - 60 ლარი, ხოლო სატვირთო და სამგზავრო ავტომობილებისთვის -100 ლარი) - ავტომობილებს, რომლებსაც გაზის სისტემა აქვს დამონტაჟებული უწევთ წარადგინონ შესაბამის სფეროში აკრედიტებული ინსპექტირების ორგანოს მიერ გაცემული აირბალონისა და აირბალონიანი მოწყობილობის ინსპექტირების სერთიფიკატი და შესაბამისობის ფირნიში.
თანხის გადახდა შეგიძლიათ გრინვეის საიტზე, ინტერნეტბანკით ან ადგილზე ტერმინალით და სწრაფი გადახდის აპარატის საშუალებით.
5) თუ დილით ადრე ვერ იღვიძებთ, შეგიძლიათ, ინსპექტირება შუაღამისას გაიაროთ
გგონიათ, ღამის თბილისში მხოლოდ აფთიაქები, ბარები და სუპერმარკეტები მუშაობს?
დაუმატეთ ამ ობიექტებს ტექნიკური ინსპექტირების ცენტრებიც.
თუ ღამით გადაწყვეტთ ტექინსპექტირების გავლას იმ მიზეზით, რომ გვიანობამდე მუშაობთ, შეგიძლიათ ამ სერვისცენტრებს ესტუმროთ:
- ისანი - სამგორი, კახეთის გზატკეცილი N 147
- ვაკე - საბურთალო, უნივერსიტეტის ქუჩა N 6
- გლდანი, ო. ხიზანიშვილის ქუჩა N 57
- ვარკეთილი, ვ. კუპრაძის N 64
6) თუ არც დილის ადამიანი ხართ და არც ღამის, იქნებ შაბათ-კვირა იყოს თქვენთვის კომფორტული?
თუ თბილისში ცხოვრობთ, შეგიძლიათ ტექინსპექტირება შაბათ-კვირას გაიაროთ. თბილისის ოთხი სერვისცენტრი შაბათ-კვირასაც 9-დან 12 საათამდე მუშაობს.
გაიგეთ მეტი სერვისცენტრების სამუშაო საათების შესახებ.
7) თუ ღელავთ, წინასწარ გადაიკითხეთ, ძირითადად რის გამო ხარვეზდება ხოლმე მანქანები
მაგალითისთვის, შეგიძლიათ გაიგოთ გოლფის 4 სისუსტე, ჰონდა ფიტის 3 სუსტი წერტილი, 3 მიზეზი, რის გამოც პრიუსი ტექინსპექტირებისას ხარვეზდება და ოპელ ასტრას მთავარი პრობლემები.
თუ ტექდათვალიერების დროს თქვენს მანქანას ხარვეზი აღმოაჩნდება, მის გამოსასწორებლად 30 კალენდარული დღე გექნებათ. განმეორებითი ტექინსპექტირება შეგიძლიათ გაიაროთ გრინვეის ნებისმიერ სერვისცენტრში.
8) გამოიყენეთ გრინვეის კონსიერჟის სერვისი და გაატარეთ თქვენს ავტომობილს ტექინსპექტირება, სანამ თქვენ სხვა რამით ხართ დაკავებული
ძალიან დაკავებული ხართ? ან იქნებ უბრალოდ არ გინდათ ტექინსპექტირების გამო გეგმები შეცვალოთ. ამ შემთხვევაში შეგიძლიათ გრინვეის Facebook გვერდს მესენჯერში მისწეროთ, თქვენს მანქანას კონსიერჟი წაიყვანს და ტექინსპექტირებას გაატარებს, სანამ თქვენ ჩვეულ საქმეებს მიხედავთ.
9) გაიარეთ ინსპექტირება დილით, 10 საათამდე და მიიღეთ ყავა უფასოდ
გაითვალისწინეთ, რომ თუ დილის 10 საათამდე გაივლით ტექინსპექტირებას გრინვეის თბილისის ნებისმიერ სერვისცენტრში, Coffee Lab - ის სპეციალურად თქვენთვის შერჩეული ყავით გაგიმასპინძლდებიან.
10) ისიამოვნეთ გამართული მანქანით და აღიარეთ, რომ ეს პროცესი იმაზე მარტივი იყო, ვიდრე გეგონათ
შეგიძლიათ, უმარტივესად ჩაუქროლოთ ჭკვიან კამერებს. მათთან დასამალი აღარაფერი გაქვთ.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
კომენტარები