ნაყოფს მუცლადყოფნისას ხვლიკის მსგავსი ხელის კუნთები აქვს
მუცლადყოფნის პერიოდში ჩანასახს ხვლიკის მსგავსი ხელის დამატებითი კუნთები აქვს, რომელთაც დაბადებამდე კარგავს. მკვლევართა აზრით, ეს შესაძლოა ადამიანის ორგანიზში ერთ-ერთი ყველაზე ძველი ევოლუციური გადმონაშთი იყოს
250 მილიონი წლის წინ ქვეწარმავლებმა ძუძუმწოვრებად ტრანსფორმაცია დაიწყეს. შესაძლოა, სწორედ ამ პერიოდის გამოძახილი იყოს ჩვენს ორგანიზმში დღემდე შენარჩუნებული. ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ რატომ წარმოქმნის ადამიანის ორგანიზმი მსგავსი სახის კუნთებს და შემდეგ რატომ ქრებიან ისინი დაბადებამდე. ბიოლოგების აზრით, ეს შესაძლოა კავშირში იყოს მოქნილი ცერა თითის განვითარებასთან, რაც მას სხვა დანარჩენი თითებისგან გამოარჩევს.
ზოგჯერ ადამიანები დამატებითი თითებით იბადებიან და მათ შესაბამისი დამატებითი კუნთებიც აქვთ განვითარებული. თუმცა, ეს კუნთები არასდროს არის ისე განვითარებული, როგორიც ამჯერად მეცნიერებმა ნახეს ორსულობის მე 13 კვირაზე ჩანასახის 3D სკანირებისას — ისინი ხელის მტევნის ზურგიდან მიემართებოდნენ.
ცერა თითის გარდა, დანარჩენი თითების მომხრელი კუნთები ხელისგულის მხარეს გვაქვს განლაგებული. ცერა თითის მრავალფუნქციურობას სწორედაც ხელის მტევნის ზურგის მხარეს არსებული კუნთები განაპირობებენ.
როგორც ირკვევა, ნაყოფის განვითარების რაღაც ეტაპზე კუნთები ყველა თითისკენ ასევე მტევნის ზურგიდან მიემართებიან. დაბადების შემდგომ ამ კუნთების შენარჩუნება ხშირად კიდურების ანომალიასთან არის მჭიდრო კავშირში. ბიოლოგებს მიაჩნიათ, რომ მათი ეს აღმოჩენა მომავალში ნათელს მოფენს ამგვარი დეფექტების რაობას.
„ჩვენ ცერა თითისკენ მიმავალი ბევრი კუნთი გვაქვს, რომლებიც მის ნატიფ მოძრაობას განაპირობებენ, თუმცა ჩვენ დავკარგეთ სხვა თითებისკენ მიმავალი კუნთების უმრავლესობა. ევოლუციურად, ისინი ჩვენ არც თუ ისე ძალინ გვჭირდება“ — აღნიშნავს მთავარი მკვლევარი, პროფესორი რუი დიოგო.
სხეულის უსარგებლო ნაწილები?
პროფესორ დიოგოს მოსაზრებით, ეს სტრუქტურები უფრო მეტად გამოკვეთილია, ვიდრე ევოლუციურად შემორჩენილი სხვა ჩანასახოვანი ნაწილები: აპენდიქსი, სიბრძნის კბილი და კუდუსუნი.
"ეს კუნთები 250 მილიონი წლის წინ დაიკარგა. ჩვენ უფრო მეტი ვიცოდით თევზების, ბაყაყების, ქათმების და თაგვების განვითარების ეტაპების შესახებ. ტექნოლოგიური წინსვლა გვეხმარება ადამიანის განვითარებას დეტალურად დავაკვირდეთ" — შენიშნავს პროფესორი დიოგო.
სერჯიო ალმეცია ანთროპოლოგიის პროფესორია. იგი ადამიანისა და ადამიანის მსგავსი მაიმუნების ევოლუციას შეისწავლის. მისი აზრით, ეს აღმოჩენა ძალზე დასაფასებელია ადამიანის განვითარების კვლევაში, თუმცა იგი ასევე ბევრ კითხვას აჩენს.
ბიოლოგები გეგმავენ ადამიანის ორგანიზმის სხვა ნაწილების განვითარებას უფრო დიდი სიზუსტით დააკვირდნენ.
კვლევა ჟურნალში Development გამოქვეყნდა.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები