ეს არაა ბიძინა ივანიშვილის ხელწერა — ვოლსკი ბესელია-ივანიშვილის შეხვედრაზე
პარლამენტში უმრავლესობის დეპუტატი, გია ვოლსკი უზენაესის მოსამართლეთა სიაზე ეკა ბესელიასა და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრას გამოეხმაურა და აღნიშნავს, რომ მსგავსი პოლიტიკური გარიგებები ბიძინა ივანიშვილს არ ახასიათებს.
"ზოგადად არ მგონია, რომ რომელი პოლიტიკურ პარტიას ან პოლიტიკურ ძალას ჰქონდეს ისეთი სურვილი, რომ ისეთი შეხვედრა ჩაატაროს, რომელიც ხვალ თქვენი შეკითხვის საგანი გახდება. გარდა ამისა, ეს არ არის პათოსი და ხელწერა ქართლი ოცნების და მით უმეტეს ბიძინა ივანიშვილის, რომ რაღაც გარიგებებზეა საუბარი, განსაკუთრებით ქალბატონ ეკასთან", — განაცხადა ვოლსკიმ ჟურნალისტებთან.
ქართული ოცნების ყოფილმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ 26 სექტემბერს განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილთან უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატების სიასთან დაკავშირებით შეხვედრა ჰქონდა, სადაც ივანიშვილის სიიდან ხუთი მოსამართლის გაყვანას სთხოვდა. ბესელიას თქმით, ამავე შეხვედრას ვიცე-სპიკერი, თამარ ჩუგოშვილიც ესწრებოდა. შეხვედრაზე დასწრება დაადასტურა ჩუგოშვილმაც, თუმცა ბესელია-ივანიშვილის საუბრის დეტალებზე ის არაფერს ამბობს.
"ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას, სადაც ვთქვი, რომ ამ სიას არ გაგატანინებთ თქვენ და როცა მე ვთქვი, რომ ამის სანაცვლოდ გადავდგებოდი ესწრებოდა თამარ ჩუგოშვილი. არ ვიცი, თამარი ამას დაადასტურებს თუ არა, მაგრამ ის ესწრებოდა ამ საუბარს და მან ძალიან კარგად იცის ჩემი პოზიცია. სხვათა შორის, მასაც პრინციპული პოზიცია ჰქონდა", — განაცხადა ბესელიამ.
სწორედ მოსამართლეთა წინა 10-კაციანი სია გახდა მმართველ გუნდში დაპირისპირების მიზეზი და ბესელიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დატოვა. მისი პოზიციით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილ სიაში მყოფი მოსამართლეები ნაციონალური მოძრაობის დანაშაულებრივ რეჟიმს უკავშირდებოდნენ და მათი არჩევა სასამართლო სისტემისა და ქართული ოცნების ღირებულებების ნგრევისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა.
თანამდებობის დატოვების მიზეზებზე საუბრისას ბესელიამ განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მას მოსთხოვა მოსამართლეების სია პარლამენტში დარეგისტრირებიდან მეოთხე დღეს განეხილა და მხარი დაეჭირა. კობახიძემ პასუხად განაცხადა, რომ ბესელიას გადადგომა მოსამართლეების სიას არ უკავშირდება.
ყველაზე ბოლოს ბესელიას განცხადებებს ქართული ოცნების დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი გამოეხმურა. მისი თქმით, ბესელია იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ პარტიისა და გუნდურობის პრინციპების წინააღმდეგ წავიდა. ამ განცხადების შემდეგ გაჩნდა ვარაუდები, რომ ბესელიას და მის მხარდამჭერ დეპუტატებს პარტიიდან გარიცხავდნენ.
რამდენიმე დღეში სოციალურ ქსელებში ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გავრცელდა. ბესელიამ აღნიშნა, რომ კადრების გავრცელება დროში დაემთხვა მოსამართლეების შესახებ მის ღია განცხადებებს. დეპუტატს არ უთქვამს, რომ მის წინააღმდეგ მისი პარტიის წევრები არ იბრძვიან, თუმცა აღნიშნა, რომ ვიდეომასალის გავრცელება "არაფერში სჭირდება" შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურასა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს.
19 თებერვალს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ბესელიასა და კიდევ 8 დეპუტატის კანონპროექტს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის დროებით შეჩერებაზე მხარი არ დაუჭირა. 21 თებერვალს კი კანონპროექტი პარლამენტის კენჭისყრაზე ჩავარდა და ბესელიამ მმართველი პარტია დატოვა.
ამ ეტაპზე პარლამენტი ახალი სიით წარდგენილ კანდიდატებს ხვდება. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილ 20-კაციან სიაში 5 იგივე მოსამართლე მოხვდა, რომელიც სადავო სიაში იყო.
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
-
გადახედვა2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი
-
-
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა დააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა
-
გადახედვასომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ სომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ
-
-
გადახედვააფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს აფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს
-
გადახედვაარსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს არსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს
-
გადახედვაორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში ორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
კომენტარები