გრეტა თუნბერგმა ტრამპის მიერ მასზე ნათქვამი სიტყვები ტვიტერის აღწერაში დაიმატა
კლიმატის ცვლილების თინეიჯერმა აქტივისტმა, გრეტა თუნბერგმა აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ მასზე ნათქვამი სიტყვები ტვიტერის აღწერაში დაიმატა. გაეროში თუნბერგის ემოციური გამოსვლის შემდეგ დონალდ ტრამპმა დაპოსტა:
"როგორც ჩანს, ის ძალიან ბედნიერი ახალგაზრდა გოგოა, რომელიც მოუთმენლად ნათელ და მშვენიერ მომავალს ელის. როგორი სასიამოვნო სანახავია!"
ცნობილია, რომ პრეზიდენტი ტრამპი კლიმატური ცვლილების მიმართ სკეპტიკურადაა განწყობილი და აშშ-ს პარიზის შეთანხმებაც დაატოვებინა. სწორედ ამის გამო, ბევრმა ტრამპის კომენტარი დაცინვად აღიქვა.
23 სექტემბერს გაეროს გენერალური ასამბლეის გახსნაზე გრეტა თუნბერგმა კლიმატის ცვლილებასა და მსოფლიო ლიდერების მხრიდან უყურადღებობაზე ისაუბრა.
"ყველაფერი ეს არასწორია. მე აქ არ უნდა ვიყო, სკოლაში უნდა დავბრუნებულიყავი. თქვენი ფუჭი საუბრით მომავალი და ბავშვობა წამართვით. მასობრივი გადაშენება იწყება, მაგრამ ერთადერთი რაზეც საუბრობთ, ფული და ზღაპრებია უსასრულო ეკონომიკურ ზრდაზე. როგორ ბედავთ!" — აღნიშნა თუნბერგმა ემოციური გამოსვლისას.
ახალგაზრდა აქტივისტის გამოსვლა სოციალურ ქსელში ელვის სისწრაფით გავრცელდა. გარდა ამისა, პოპულარული გახდა ვიდეო, სადაც თუნბერგი აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს გაბრაზებული უყურებს.
გრეტა თუნბერგი კლიმატის ცვლილების აქტივიზმის მთავარ სახედ იქცა. 2018 წელს მან სტოკჰოლმში, პარლემენტის შენობასთან აქცია მოაწყო და უარი თქვა პარასკეობით სკოლაში სიარულზე, სანამ ხელისუფლება პარიზის შეთანხმების შესრულებას არ დაიწყებდა.
თუნბერგის აქციამ დიდი ყურადღება მიიპყრო და მას სხვა მოსწავლეებიც შეუერთდნენ. ამის შემდეგ მას ხშირად იწვდნენ კონფერენციებსა და აქციებში მონაწილეობისთვის. ის მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზეც წარადგინეს.
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები