ჩემს თავს ვუფრთხილდები, ამის შეფასება ეთიკის დარღვევაა — კანდიდატი მურუსიძე-შავგულიძის დებატებზე
ფოტო: ფოტო ვიდეოდან / პარლამენტი
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი შოთა გეწაძე გოეთეს სიტყვებით პასუხობს ევროპული საქართველოს დეპუტატის ოთარ კახიძის კითხვას: იყო თუ არა სამოსამართლო ეთიკის დარღვევა მოსამართლე ლევან მურუსიძის მხრიდან საარჩევნო კამპანიის დროს პოლიტიკური დებატები შალვა შავგულიძესთან.
"ვერ გეტყვით, უფრო სწორად პასუხს არ გაგცემთ. მე ვუფრთხილდები ჩემს თავს, ამის პირდაპირ შეფასება ჩემი მხრიდან არის ეთიკის დარღვევა. მოსამართლის მხრიდან თავის კოლეგაზე იმის თქმა, რომ ის ეთიკურად ან არაეთიკურად მოიქცა არის ეთიკის დარღვევა", — განაცხადა მოსამართლეობის კანდიდატმა.
დამაზუსტებელ კითხვაზე, თავად როგორ მოიქცეოდა ლევან მურუსიძის ადგილზე, გეწაძემ თქვა, რომ მის მდგომარეობაში მყოფი ადამიანი დებატებზე არ დაჯდებოდა.
"თუ შეიძლება გოეთეს სიტყვებით გეტყვით: არასოდეს ცხოვრებაში არ მქონია შემთხვევა როცა მეც ისე არ მოვქცეულიყავი, როგორც სხვა მის ადგილას რომ ვყოფილიყავი", — უპასუხა კანდიდატმა.
მთაწმინდის შუალედური არჩევნების საარჩევნო კამპანიის პერიოდში სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლეს, ლევან მურუსიძესა და მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატს, ადვოკატ შალვა შავგულიძეს შორის ტელეკომპანია იმედში გირგვლიანის საქმეზე დებატები გაიმართა. მაშინ როგორც უმრავლესობამ, ისე ოპოზიციამ ლევან მურუსიძე პოლიტიკურ პროცესებში ჩართვის გამო გააკრიტიკა და სამოსამართლეო ეთიკა შეახსენა, რომელიც მოსამართლეს პოლიტიკურ განცხადებებსა და პროცესებში ჩართვას უკრძალავს.
გირგვლიანის საქმე და მურუსიძე
გირგვლიანის მკვლელობა არის საქმე, რის გამოც ლევან მურუსიძეს "სისტემის მსახურად" მოიხსენიებენ ხოლმე. 2006 წელს მიღებულ გადაწყვეტილებაზე კითხვებს ლევან მურუსიძე დღემდე პასუხობს. სწორედ გირგვლიანის საქმეს ეხებოდა მთავარი კითხვები 27 დეკემბერს იუსტიციის საბჭოს სხდომაზე, რომელთა წევრებმაც მურუსიძე სააპელაციოში უვადოდ გაამწესეს ის. გასაუბრებამდე მურუსიძემ თქვა, რომ მზად იყო ყველა კითხვისთვის ეპასუხა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ "იმ პირობებში სხვა განაჩენს ვერ გამოიტანდა".
2006 წლის დეკემბერში ოქროყანაში 28 წლის სანდრო გირგვლიანი მოკლული იპოვნეს. მისი გარდაცვალების საქმეზე შსს-ს 4 თანამშრომელი გაასამართლეს, რომლებსაც, გამოძიების მიხედვით, გირგვლიანთან ანგარიშსწორება პირადი კონფლიქტის გამო ჰქონდათ. სტუდია მონიტორის გამოძიების მიხედვით, საზოგადოებაში თავიდანვე არსებობდა ვერსია, რომ მკვლელობა შარდენ ბარში მოქეიფე შსს-ს მაღალჩინოსნებსა და ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ცოლის სახელს უკავშირდებოდა. "ეს ვერსია მიიჩქმალა", — ნათქვამია გამოძიებაში.
საქალაქო და სააპელაციო სასამართლომ არა მკვლელობისთვის, არამედ გირგვლიანის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთასა და ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებისთვის სამ პირს 7-7, ხოლო მეოთხეს 8-წლიანი პატიმრობა შეუფარდეს.
ოჯახმა გადაწყვეტილება უზენაესში გაასაჩივრა. კოლეგიის ერთ-ერთი მოსამართლე ლევან მურუსიძე იყო. გირგვლიანის ოჯახი განაჩენის გაუქმებასა და ხელახლა გამოსაძიებლად საქმის ქვედა ინსტანციაში დაბრუნებას მოითხოვა.
მურუსიძემ საქმე სრულყოფილად გამოძიებულად მიიჩნია, არსებითი დარღვევები ვერ აღმოაჩინა და გირგვლიანის მხარის არც ერთი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. მურუსიძის მონაწილეობით კოლეგიამ შსს-ს ოთხივე თანამშრომელს სასჯელი 6 თვით შეუმცირა.
გირგვლიანის საქმეში ბევრი დარღვევა აღმოაჩინა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომაც:
"სასამართლო გაოცებულია სახელმწიფო ხელისუფლების სხვადასხვა განშტოებების, მათ შორის ადგილობრივი სასამართლოს მიერ პროცესის არასწორად წარმართვისთვის... განმცხადებლებს არ მიეცათ შესაძლებლობა გაცნობოდნენ 14 მტკიცებულებას, რომელიც საქმის ხერხემალს წარმოადგენდა. ეს მტკიცებულებები, ორიგინალის სახით, სასამართლო სხდომაზე არასდროს გამოქვეყნებულა და არც შეჯიბრობითობის პრინციპის სახით გამოკვლეულა", — ნათქვამია ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ გამოქვეყნებულ დასკვნაში.
მურუსიძემ თავი ბევრჯერ იმართლა. ის ამბობდა და დღესაც ამბობს, რომ გირგვლიანის საქმეზე სხვა გადაწყვეტილების მიღებას კანონი უკრძალავდა. განსხვავებული მოსაზრება ჰქონდა სამოქალაქო სექტორს.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მაშინდელი თავმჯდომარე, ანა ნაცვლიშვილი აცხადებდა, რომ მურუსიძეს სამი სამართლებრივი გზა ჰქონდა:
- საქმის დაბრუნება ქვედა ინსტანციაში;
- განსხვავებული აზრის დაწერა;
- იმ ნორმის საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრება, რომელზეც ფიქრობდა, რომ იყო შემბოჭველი.
გირგვლიანის საქმე საქართველომ წააგო და ევროსასამართლომ სიცოცხლის უფლების პატივისცემის დარღვევა დაადგინა, სახელმწიფოს 50 000 ევროს გადახდა დაეკისრა.
სწორედ მურუსიძის უმოქმედობამ აფიქრებინა არასამთავრობო სექტორს, რომ "ის შემსრულებელი მოსამართლეა და არ მიდის უსამართლობის წინააღმდეგ".
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
-
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება
გადახედვა
კომენტარები