რატომ მივიდა გახარია საგამოძიებო კომისიაზე, ვინ გასცა 20 ივნისს რეზინის ტყვიების გამოყენების ნებართვა? — მთავარი 6-საათიანი სხდომიდან
დღეს, 14 აპრილს 12:00 საათზე ენმ-ს ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე პარტია გახარია საქართველოსთვის ლიდერი, გიორგი გახარია დაიბარეს.
13 აპრილის საღამოს, პარტიის პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ზუსტად ამ დროს, 14 აპრილს, 12:00 საათზე გიორგი გახარია ბრიფინგს გამართავდა. დილით კი ამავე პრესსამსახურმა დაგვიდასტურა, რომ გიორგი გახარია კომისიაზე წარდგენას აპირებდა.
რატომ მოვიდა გახარია საგამოძიებო კომისიის სხდომაზე? რას ედავება მას წულუკიანის კომისია? ვინ გასცა 20 ივნისს რეზინის ტყვიების გამოყენების ნებართვა? — ეს არის ის ძირითადი კითხვები რაზეც საგამოძიებო კომისიის სხდომაზე დღეს მსჯელობდნენ. სხდომა თითქმის 6 საათს გაგრძელდა.
რატომ მოვიდა გახარია საგამოძიებო კომისიის სხდომაზე?
საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ გახარიას კომისიის სხდომაზე მისვლა იმის დასტური იყო, რომ გიორგი გახარიამ "აღიარა საქართველოს პარლამენტი".
"როგორც ჩანს, აღიარეთ საქართველოს პარლამენტი და თითოეული ჩვენგანი, ჩვენი დეპუტატის უფლება მოსილები, ეს მხოლოდ და დადებითად შემიძლია შეფასდეს" — თეა წულუკიანი კომისიის სხდომაზე მისულ გიორგი გახარიას.
"თქვენ რაღაცნაირად გადაწყვიტეთ, რომ თან მოხვედით პარლამენტში, რომელსაც არ აღიარებთ, მოდით თქვენ თქვენს აზრზე დარჩით, ჩვენ — ჩვენს აზრზე დავრჩებით, საზოგადოება თავის დასკვნებს გააკეთებს. თქვენ თუ აქ ხართ არაღიარებული ორგანოს წინაშე, მაშინ პოლიტიკურად სერიოზულად რაღაცების გაგების პრობლემები გაქვთ, ყოველ შემთხვევაში, თქვენ გამოცხადდით კომისიის წინაშე, მე თავმჯდომარე ვალდებული ვარ და ვალია ჩემი, მადლობა გადაგიხადოთ მობრძანებისთვის. ეს არის ერთ-ერთი მკაფიო ნიშანი იმისა, რომ თქვენ და თქვენი გუნდის წევრები, რომელთაც დღემდე არ გაქვთ შეწყვეტილი პარლამენტის წევრის უფლებამოსილება და სტატუსი, ვინაიდან საამისოდ ნება ჯერ არ გამოგიხატავთ, მოდიხართ და ჩვენთან ახსნა-განმარტებებს იძლევით. ეს არის მხოლოდ დადებითი", — მიმართა წულუკიანმა.
გიორგი გახარიამ უპასუხა, რომ მისი აქ მოსვლა არ ნიშნავს იმას, რომ ის ამ კომისიას აღიარებს. მისი თქმით, ამ კომისიის ჰიბრიდული ზემოქმედების ძალა საქართველოს მოქალაქეებზე მუშაობს და მან თავისი აზრი უნდა დააფიქსიროს.
"გულწრფელად გეუბნებით ქალბატონო თეა, მე დღეს აქ მოსვლას არ ვაპირებდი. აგიხსნით რატომ, უბრალოდ ამ კომისიის მანდატი და კონტექსტი არ მესმის. ფაქტია, თქვენ თუ ვინ გასცა პარლამენტის შტურმის შესახებ ბრძანება არ გაინტერესებთ და სხვა საქმეებშიც, რასაც მე კომისიის მუშაობას თვალს ვადევნებ, მთავარ ფიგურანტებს ნაცების წარმომადგენლებს არ ეძახით. თქვენ „ნაცების“ გასამართლებას ან აკრძალავს არ აპირებთ. მე არ ვიცი, თქვენ რას აპირებთ. ამიტომ, მე ამის კონტექსტს ვერ ვხედავდი. რაც შეეხება რას ვხედავ მე ამ კომისიაში, მე ხომ ჩემი აზრის გამოთქმის უფლება მაქვს.
ვხედავ, რომ თქვენ ამ კომისიას იყენებთ ჰიბრიდული ომისთვის, საინფორმაციო და ფსიქოლოგიური ზეწოლისთვის საქართველოს მოქალაქეებზე. ზუსტად მსგავსი რამ მოხდა ისეთი სიმბოლური გმირის, როგორიც არის ანწუხელიძე, მისი გმირობის გაუფასურებების კონტექსტში. მაშინ, გულწრფელად ვამბობ, არ ვამატებ არცერთ სიტყვას, მაშინ ჩავთვალე, რომ მე ვარ ვალდებული, აქ მოვიდე. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე ამ კომისიას ვაღიარებ. მე რომ ამ კომისიას ვაღიარებდე, ჩვენ აქ ორი ადგილი გვაქვს და ჩვენი წარმომადგენლები აქ იქნებოდნენ. მაგრამ მე ვაღიარებ იმას, რომ ამ კომისიის ჰიბრიდული ზემოქმედების ძალა საქართველოს მოქალაქეებზე, სამწუხაროდ, მუშაობს. მე უნდა გავაკეთო ყველაფერი, სადაც შემიძლია, როგორც შემიძლია და ჩემი აზრით დავაფიქსირო, თუ განსხვავებული აზრი მაქვს", — განაცხადა გიორგი გახარიამ.
20 ივნისის საქმე — ვინ გასცა ბრძანება რეზინის ტყვიების გამოყენებაზე?
ოცნების პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ 20 ივნისის საქმეზე მასთან ერთად, "გავრილოვის ჩამომყვანი" ბიძინა ივანიშვილიც უნდა დაიკითხოს, რადგან გავრილოვი ქვეყანაში მან ჩამოიყვანა.
"ფართო კონტექსტის გასააზრებლად, კომისიამ ჩემთან ერთად უნდა გამოიკითხოს ბიძინა ივანიშვილი. ჩემთან ერთად, ამ კომისიამ უნდა გამოჰკითხოს გავრილოვის ჩამომყვანი, მისი მასპინძელი, ადამიანმა, რომელიც თავის თავზე აიღო ყველა სახის გარანტია და პასუხისმგებლობა თავის თავზე, რომ გავრილოვის ჩამოყვანის შედეგად რისკები არ იქნებოდა დამაზიანებელი, იქნებოდა მართვადი — და ამის შემდეგ ადგა და გაიპარა. მე ვთვლი, რომ უნდა გამოჰკითხოთ გენერალური პროკურორი, რომელიც ამდენი ხანი იძიებდა ამ საქმეს," — განაცხადა გახარიამ.
გახარიამ ასევე დასძინა, რომ 20 ივნისს ამ შენობაში იცავდა სახელმწიფოს და არა პარტიას.
"სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, 20 ივნისს მე ამ შენობაში ვიცავდი სახელმწიფოს, არა პარტიას, არა ხელისუფლებას, არა ცალკეულ ადამიანებს," — თქვა გახარიამ.
დღევანდელი საგამოძიებო კომისიის სხდომიდან გიორგი გახარიას აღიარების ის პასაჟი იყო, როცა მან თქვა, რომ 20 ივნისს ცრემლსადენი გაზისა და წყლის ჭავლის გამოყენების ბრძანება მან გასცა, სხვა სპეციალური საშუალებების გამოყენების ბრძანება არც მას და არც მის მოადგილეებს არ გაუციათ. შეგახსენებთ, რომ მსგავსი განცხადება მას აქამდე არ გაუკეთებია, 20 ივნისის საქმეზე მთელ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებდა.
"ბრძანება სპეციალური საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებით, შესაბამისი გეგმის და პოლიციის შესახებ კანონის შესაბამისად, იმ შემთხვევებში, როდესაც ეს ეხებოდა ცრემლსადენ გაზს, გავეცი მე, იმ შემთხვევაში, როდესაც ეხებოდა წყლის ჭავლს — გავეცი მე. სხვა შემთხვევებში, სპეციალური საშუალებების გამოყენების ბრძანება არც მე და არც ჩემს მოადგილეებს არ გაუციათ. ზუსტად იგივე პასუხი არის დაკითხვის ოქმში", — განაცხადა გახარიამ.
კითხვაზე: ვინ გასცა სპეციალური საშუალებების [რეზინის ტყვიების] გამოყენების ბრძანება, გახარიამ უპასუხა, რომ მისთვის უცნობია, ვინ გასცა ეს ბრძანება.
"მე რომ მცოდნოდა, ჩემთვის ცნობილი რომ ყოფილიყო, რომ ასეთ ბრძანება არსებობდა, ან ვინმემ გასცა, რა თქმა უნდა, მე ამას დაკითხვის დროს, გამოძიებას შევატყობინებდი", — განაცხადა გახარიამ.
გახარიას თქმით, 20 ივნისს, მას შემდეგ, რაც აქციის მონაწილეების დაშლისას რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ გაიგო, რაციით გასცა ბრძანება, რომ რეზინის ტყვიების სროლა მაქსიმალურად შეეწყვიტათ.
"ამის [მას შემდეგ რაც შეიტყო რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ] შემდგომ რეაქცია იყო ბრძანების გაცემა, რომ რეზინის ტყვიების სროლა მაქსიმალურად ყველას შეეწყვიტა. ყველა უკიდურესად, კატეგორიულად იყო გაფრთხილებული, რომ მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათ ან მოქალაქეების სიცოცხლეს პირდაპირი რისკი ემუქრებოდა, პოლიციის კანონის შესაბამისად ემოქმედათ. ეს იყო. ეს ბრძანება მე გადავეცი, გავეცი ჩემს მოადგილეებს," – უპასუხა გიორგი გახარიამ.
მისივე თქმით შესაბამისი ბრძანება რაციის გადასცა, რაზეც საპასუხო დასტური მიიღო, თუმცა ამის შემდგეს "რეზინის ტყვიები მაინც იყო გამოყენებული".
გახარიამ კომისიის სხდომაზე ისიც თქვა, რომ "პოლიციის შესახებ კანონის" შესაბამისად, ყველა პოლიციელს ჰქონდა უფლება რეზინის ტყვიების გამოყენების თვითმოგერიების რეჟიმში — არც ერთ პოლიციელს კანონი არ დაურღვევია. მისივე თქმით, ის პოლიციელებს არაფერს აბრალებს, პასუხისმგებლობას თავის თავზე იღებს, თუმცა ამბობს, რომ რეზინის ტყვიების გამოყენებაზე ბრძანება არ გაუცია.
"ყველა ინტერვიუში, ოფიციალურ ჩვენებაშიც ნათქვამი მაქვს, რომ სრული პასუხისმგებლობა, პოლიტიკური პასუხისმგებლობა, რაც იმ ღამეს მოხდა, არის ჩემზე. რაც შეეხება მცდელობას, მე ვითომ პოლიციელს რამე დავაბრალე — არც ერთ პოლიციელს კანონი არ დაურღვევია. ყველა პოლიციელს "პოლიციის შესახებ კანონის" შესაბამისად, ჰქონდა უფლება რეზინის ტყვიების გამოყენების თვითმოგერიების რეჟიმში. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. თქვენ ცდილობთ, რომ მე პოლიციელებს რამე დავაბრალო. მე პოლიციელებს კი არ ვაბრალებდი რამეს, ყოველთვის ვიცავი და სწორედ ამიტომ ვამბობდი ყოველთვის, რომ ამ ღონისძიებაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა არის სრულად ჩემზე. რაც შეეხება ბრძანებას — ბრძანებასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ გიმეორებთ, რომ აგრესიული და შტურმში გადაზრდილი აქციის დაშლის ბრძანება, რა თქმა უნდა, მე გავეცი. ამას ხომ ვამბობდი და ყოველთვის ვიმეორებ. დიახ, მე გავეცი. პოლიციელებს, რომლებმაც გამოიყენეს ეს რეზინის ტყვიები, მათ "პოლიციის კანონის" შესაბამისად, სრული უფლება ჰქონდათ ამ რეზინის ტყვიების გამოყენების. არავის არანაირი კანონი არ დაურღვევია. ორი სხვადასხვა განზომილება არსებობს - რეზინის ტყვიების გამოყენება მოგერიების რეჟიმში და რეზინის ტყვიების გამოყენება აქციის დაშლის კონტექსტში", – განაცხადა გახარიამ.
"სათამაშოა მაკა გომურის თვალი?"
გიორგი გახარიას რეპლიკა — "იმის მაგივრად, რომ აქ ვისაუბროთ იმაზე, გავრილოვი როგორ აღმოჩნდა საქართველოს პარლამენტის შენობაში..." — კომისიის მდივანმა, სოზარ სუბარმა შეაწყვეტინა.
"ნუ მეჩრები დამამთავრებინე... თუ ეს კომისია არ არის მზად მოისმინოს პასუხები, მე ავდგები და წავალ, როცა მოემზადებით დამიძახეთ და მოვალ...ქალბატონო თავმჯდომარე, მე ჩემი უფლებები მაქვს და ძალიან კარგად ვიცი... სათამაშოდ მომიყვანეთ აქ?", — მიმართა წულუკიანს გახარიამ.
რაზეც წულუკიანმა უპასუხა: "სათამაშოა მაკა გომურის ამოთხრილი თვალი?"
გახარიას თქმით, საგამოძიებო კომისიის წევრები მაკო გომურს ზუსტად ისე იყენებენ, როგორც მას ნაციონალური მოძრაობა იყენებს.
"იმის მაგივრად, რომ ამ მძიმე ღამისა და ამ მძიმე კრიზისის წყარო რა იყო იმაზე საუბრობდეთ, მესაუბრებით ღობეზე და ზუსტად ისე როგორც ნაცები იყენებენ მაკო გომურს, ზუსტად ისე იყენებთ მაკო გომურს. ისეთი შთაბეჭდილება მაქვს, რომ ნაცების კომისიაში ვარ მოსული", – განაცხადა გახარიამ.
წულუკიანმა გახარიას კომპეტენციაც დაუწუნა და უთხრა, რომ მას ძალოვან სტრუქტურაში მუშაობის გამოცდილება არ ჰქონია და არც მაშინდელი სუს-ის უფროსი ვახტანგ გომელაურისთვის მიუმართავს რჩევით, რომლის პროფესიონალიზმის წყალობით “დღეს რომ არავის არ აქვს თვალი დათხრილი”
"არანაირი გამოცდილება არ გქონდათ ძალოვან სტრუქტურაში მუშაობის და, როცა არ გქონდათ ასეთი გამოცდილება, თავში ძალიან ცუდად მომხვდა "სუს-სო უნდა გადაეზღვიაო". მიმართეთ მაინც ერთხელ სუს-ის ხელმძღვანელს, მაშინ ბატონი ვახტანგ გომელაური იყო, თქვენ არ გქონდათ, მაგრამ მას ხომ ჰქონდა სპეცრაზმელად მუშაობის დიდი გამოცდილება?
ეს გამოცდილებაა და კომპეტენტურობაა დღეს რომ არავის არ აქვს თვალი დათხრილი და ამ კაცის თავს ერთი წისქვილის ქვა არ დატრიალებულა, იმდენი აქცია ჩატარდა, მათ შორის [პარლამენტში] შემოჭრის მიზნით," — თქვა წულუკიანმა.
გიორგი გახარიამ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მისთვის არა აქვს მნიშვნელობა გამოძიებას და დევნას დაიწყებენ თუ არა — "იქ არის სადაც არის და აკეთებს იმ საქმეს, რასაც აკეთებდა".
"მაშინ როცა ქვეყნის საყრდენი გმირების — ანწუხელიძის გმირობის გაუფასურებას ცდილობენ, არ შემეძლო აქ არ მოვსულიყავი", — დასძინა მან.
-
SOLO X BEKA PARIS — ქალთა დღის კამპანია საზღვრებს გარეთ SOLO X BEKA PARIS — ქალთა დღის კამპანია საზღვრებს გარეთ
-
ნახეთ: The Testaments-ის პირველი ტრეილერი გამოვიდა ნახეთ: The Testaments-ის პირველი ტრეილერი გამოვიდა
-
მარკვეინ მალინი, რომელიც სენატში "MEGOBARI აქტის" მიღებას ბლოკავდა, ტრამპმა შიდა უსაფრთხოების მდივნად დაასახელა მარკვეინ მალინი, რომელიც სენატში "MEGOBARI აქტის" მიღებას ბლოკავდა, ტრამპმა შიდა უსაფრთხოების მდივნად დაასახელა
გადახედვა
-
ნიკოლოზ სამხარაძე: ვიმედოვნებთ, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში ქართულ-ამერიკული ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება და აყვავდება ნიკოლოზ სამხარაძე: ვიმედოვნებთ, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში ქართულ-ამერიკული ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება და აყვავდება
გადახედვა
-
რა ვიცით აშშ-ის ახალ საბრძოლო დრონებზე, რომლებსაც ირანის წინააღმდეგ იყენებენ რა ვიცით აშშ-ის ახალ საბრძოლო დრონებზე, რომლებსაც ირანის წინააღმდეგ იყენებენ
გადახედვა
-
პროკურატურამ 8 სექტემბერს, კალაძის შტაბთან "პუბლიკას" ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლისთვის 2 პირს ბრალი წარუდგინა პროკურატურამ 8 სექტემბერს, კალაძის შტაბთან "პუბლიკას" ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლისთვის 2 პირს ბრალი წარუდგინა
გადახედვა
-
"გეი რომ არის" — როსალია შეკითხვაზე, რა თვისებას აფასებს კაცში ყველაზე მეტად "გეი რომ არის" — როსალია შეკითხვაზე, რა თვისებას აფასებს კაცში ყველაზე მეტად
გადახედვა
-
200 უკრაინელი სამხედრო რუსეთის ტყვეობიდან სახლში დაბრუნდა 200 უკრაინელი სამხედრო რუსეთის ტყვეობიდან სახლში დაბრუნდა
გადახედვა
-
ილჰამ ალიევი: "ირანმა ტერორისტული აქტი ჩაიდინა აზერბაიჯანის ტერიტორიის, აზერბაიჯანის სახელმწიფოს წინააღმდეგ" ილჰამ ალიევი: "ირანმა ტერორისტული აქტი ჩაიდინა აზერბაიჯანის ტერიტორიის, აზერბაიჯანის სახელმწიფოს წინააღმდეგ"
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის YouTube პროექტი — ფორმაში გრძელდება — უყურეთ მეორე ეპიზოდს საქართველოს ბანკის YouTube პროექტი — ფორმაში გრძელდება — უყურეთ მეორე ეპიზოდს
-
ირანის საგარეო: "ირანი არ ესხმის თავს მეზობელ ქვეყნებს, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ამ ქვეყნის ტერიტორიაზე არიან აქტიურად ჩვენი მოწინააღმდეგეები" ირანის საგარეო: "ირანი არ ესხმის თავს მეზობელ ქვეყნებს, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ამ ქვეყნის ტერიტორიაზე არიან აქტიურად ჩვენი მოწინააღმდეგეები"
გადახედვა
-
ნიკა გვარამია: ამერიკულ წყაროებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ირანს მიზანში აქვს ამოღებული ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი. სადაა მშვიდობის მქადაგებელი ქოცრეჟიმი? ნიკა გვარამია: ამერიკულ წყაროებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ირანს მიზანში აქვს ამოღებული ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი. სადაა მშვიდობის მქადაგებელი ქოცრეჟიმი?
გადახედვა
-
შეიძინე ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევა და დასაჩუქრდი შეიძინე ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევა და დასაჩუქრდი
-
5 გზა, თუ როგორ იცავს ირანი ბალისტიკური რაკეტების არსენალს 5 გზა, თუ როგორ იცავს ირანი ბალისტიკური რაკეტების არსენალს
გადახედვა
-
მოვლენების განვითარების რა სავარაუდო სცენარები არსებობს ირანში? — ინტერვიუ გიორგი კობერიძესთან მოვლენების განვითარების რა სავარაუდო სცენარები არსებობს ირანში? — ინტერვიუ გიორგი კობერიძესთან
გადახედვა
-
MEE: ირანმა შესაძლოა მიზანში ამოიღოს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) ნავთობსადენი, რომელიც ისრაელისთვის ნედლი ნავთობის ერთ-ერთი მთავარი მიმწოდებელია MEE: ირანმა შესაძლოა მიზანში ამოიღოს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) ნავთობსადენი, რომელიც ისრაელისთვის ნედლი ნავთობის ერთ-ერთი მთავარი მიმწოდებელია
გადახედვა
-
აშშ-ის სენატში ჩავარდა რეზოლუცია, რომელიც ირანთან ომში პრეზიდენტ ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვას ისახავდა მიზნად აშშ-ის სენატში ჩავარდა რეზოლუცია, რომელიც ირანთან ომში პრეზიდენტ ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვას ისახავდა მიზნად
გადახედვა
-
ისტერიის დიაგნოზი — როგორ ატყვევებდა მიზოგინიური მედიცინა ქალის სხეულს საუკუნეების განმავლობაში ისტერიის დიაგნოზი — როგორ ატყვევებდა მიზოგინიური მედიცინა ქალის სხეულს საუკუნეების განმავლობაში
გადახედვა
-
11 ქვეყანა პარაოლიმპიურ თამაშებზე რუსი და ბელორუსი ათლეტების ეროვნული დროშით ასპარეზობას ბოიკოტს უცხადებს — საქართველო ბოიკოტს არ უერთდება 11 ქვეყანა პარაოლიმპიურ თამაშებზე რუსი და ბელორუსი ათლეტების ეროვნული დროშით ასპარეზობას ბოიკოტს უცხადებს — საქართველო ბოიკოტს არ უერთდება
გადახედვა
-
აზერბაიჯანში, ნახიჩევანის აერეპორტის ტერიტორიაზე ირანის უპილოტო დრონები ჩამოვარდა და აფეთქდა — შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა აზერბაიჯანში, ნახიჩევანის აერეპორტის ტერიტორიაზე ირანის უპილოტო დრონები ჩამოვარდა და აფეთქდა — შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
PHR: თბილისის საქალაქო სასამართლომ, ნინოწმინდის პანსიონის ყოფილი აღსაზრდელების სასარგებლოდ, სახელმწიფოს კომპენსაციის გადახდა დაავალა PHR: თბილისის საქალაქო სასამართლომ, ნინოწმინდის პანსიონის ყოფილი აღსაზრდელების სასარგებლოდ, სახელმწიფოს კომპენსაციის გადახდა დაავალა
გადახედვა
კომენტარები