Apple Premium Partner-ის სტატუსით — iSpace-ის ახალი მაღაზია თბილისში

ფოტო: iSpace

25 აპრილს, 14:00 საათზე, Galleria Tbilisi-ში ოფიციალურად იხსნება ახალი iSpace — მაღაზია, რომელიც Apple Premium Partner-ის სტატუსს მიიღებს. მისი ანალოგი საქართველოში არ არსებობს. ეს არის სრულიად განსხვავებული ფორმატის სივრცე, სადაც ერთმანეთთან იდეალურად შერწყმულია ტექნოლოგია, დიზაინი და მომხმარებლის გამოცდილება.
გაცნობებთ, რომ წინასწარი შეკვეთების მიღება უკვე დავიწყეთ.
ახალი iSpace სრულად პასუხობს Apple-ის უმაღლეს სტანდარტებს: ინტერიერი შექმნილია ბრენდის სამშობლოში — ამერიკის ქალაქ კუპერტინოში. კონცეფცია კი უმაღლეს დონეზე განხორციელდა საქართველოში. განათება, განლაგება და დიზაინის მინიმალიზმი აქ არა მხოლოდ ესთეტიკურად მიმზიდველია, არამედ ტექნოლოგიის გაგრძელებად აღიქმევა: ლაკონიური, ფუნქციური და უნაკლოა.
ის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია:
iSpace Apple Premium Partner-ის სტატუსით მომხმარებელს სთავაზობს შესაძლებლობებს, რომლებიც საქართველოს მასშტაბით, ექსკლუზიურად მხოლოდ ამ სივრცეშია ხელმისაწვდომი, ესენია:
• Apple-ის ტექნიკის ყველაზე ფართო არჩევანი თავისუფალი წვდომით — შეგიძლიათ გატესტოთ iPhone 16 Pro-ს კამერა, მოისინჯოთ Apple Watch Ultra 2 ან შექმნათ ესკიზი iPad-ზე — და ეს ყველაფერი შეძენამდე;
• Group Demo ზონა: Apple პროდუქტის ყოველდღიური სასწავლო ტრენინგი მასტერკლასებისთვის, რომელზეც დასწრებაც ნებისმიერ მსურველს შეეძლება;
• SMB ზონა — ბიზნეს მომხმარებლის მომსახურება ადგილზე;
• ავტორიზებული სერვის ცენტრი — მუშაობენ სერტიფიცირებული ინჟინრები, მხოლოდ Apple-ის მიერ მოწოდებული ორიგინალი ნაწილებით. შესაძლებელია, როგორც საგარანტიო, ისე სტანდარტული შეკეთება;
• ექსკლუზიური პირობები იურიდიულ პირებს — ახალი iSpace დაგეხმარებათ Apple მოწყობილობების ინტეგრაციაში თქვენს კორპორატიულ გარემოში, გთავაზობთ შესაბამის სერვისებს და თანამშრომლების გადამზადებას;
• Multi Trade-in და გადახდის მოქნილი მეთოდები — მიიტანეთ თქვენი ნებისმიერი ბრენდის რამდენიმე ძველი მოწყობილობა iSpace-ში და შეფასების შემდეგ მათი ღირებულება დააკლდება თქვენ მიერ შეძენილი ახალი ნივთის ფასს.
და კიდევ:
თქვენ გელოდებათ — დამტენები, ქეისები, დამცავი მინები, სამაჯურები, ყურსასმენები, დინამიკები, უამრავი პერიფერიული მოწყობილობა და აქესესუარი — მხოლოდ ცნობილი ბრენდებისგან!
მხოლოდ აქ და სხვაგან არსად!
iSpace Apple Premium Partner ორიგინალირია იმითაც, რომ ეს მხოლოდ მაღაზია არ გახლავთ. ეს მართლაც უნიკალური Apple სივრცეა, სადაც შეგეძლებათ არა მარტო ტექნიკის გამოცვლა, არამედ საუბარი თანამოაზრეებთან და პროფესიონალური დახმარების მიღება.
iSpace-ის მარკეტინგის ხელმძღვანელის, ლევან თაღიაშვილის აზრით: “ეს არის უდიდესი მიღწევა, არა მხოლოდ iSpace-ისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის... მომხმარებლები შეძლებენ გატესტონ და გამოსცადონ Apple-ის პროდუქცია, მოუსმინონ მასტერკლასებს და მიიღონ ავტორიზებული სერვისი ადგილზე.“
გახსნის ცერემონია გაიმართება ორკესტრის თანხლებით, ხოლო ღონისძიების შემდეგ მომხმარებლებს ელის მრავალფეროვანი ბენეფიტები:
ექსკლუზიური შეთავაზებები მხოლოდ 25-27 აპრილისთვის:
• TBC ბარათით გადახდისას — 15% ქეშბექი (მაქსიმუმ 500 ლარამდე)
• Trade-in ბონუსი — iPhone-ზე დამატებით 400 ლარამდე, MacBook-ზე — 550 ლარამდე
პარტნიორების საჩუქრები:
• Smart Academy — საგანმანათლებლო კურსების ვაუჩერები;
• Aldagi Primo — ფასდაკლება ეკრანის შეცვლაზე;
• Bolt — ტაქსის პრომო კოდი.
არ დაგავიწყდეთ, რომ პირველი 50 მყიდველი — მიიღებს ექსკლუზიურ საჩუქრებს iSpace-ისგან!
წინასწარი შეკვეთები დაწყებილია, არ გამოტოვოთ!
გელოდებით, 25 აპრილს, 14:00 საათზე Galleria Tbilisi-ს, G სართულზე.
კომენტარები