ეს იყო კანონიერი და სამართლიანი — უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატი ივანიშვილისთვის მოქალაქეობის შეწყვეტაზე
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა, შოთა გეწაძემ პარლამენტში სხდომაზე თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა მაშინდელი კანონმდებლობით კანონიერი იყო.
"მოქალაქეობა არ არის ის უფლება, რომ ჩვენ სამართლიანობაზე ვისაუბროთ, ამიტომ სამართლიანი და კანონიერი ერთმანეთს ემთხვეოდა", — განმარტავს გეწაძე.
ქართული ოცნების დეპუტატ დაჩი ბერაიას კითხვაზე, უზენაეს სასამართლოში გადასვლა რეპუტაციას ხომ არ შეულახავდა სასამართლოსა და ინსტიტუტს, "რადგან [ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობაზე] გადაწყვეტილება 2012 წელს საზოგადოებამ უსამართლოდ მიიჩნია", მოსამართლემ უპასუხა, რომ "არა", და დეპუტატს მისი გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძველი განუმარტა:
"ასეთი ვითარება იყო: მოსარჩელე [ბიძინა] ივანიშვილი და მოსარჩელე [ეკა] ხვედელიძე. ორივეს გააჩნდა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობა. მოსარჩელე ხვედელიძეს, ასევე, გააჩნდა საფრანგეთის მოქალაქეობა. შემდეგ მიმართეს საქართველოს პრეზიდენტს, რათა მიენიჭებინა მათთვის საქართველოს მოქალაქეობა. ორივე მოსარჩელის შემთხვევაში, განაცხადში დაფიქსირდა, რომ ორივე არიან რუსეთის მოქალაქეები. პრეზიდენტმა მიანიჭა მოქალაქეობა ორივეს საგამონაკლისო წესით. წლების შემდეგ, 2011 წელს პრეზიდენტმა ორივეს შეუწყვიტა მოქალაქეობა. მოსარჩელე ივანიშვილს, იმ საფუძვლით რომ საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შემდეგ მიიღო საფრანგეთის მოქალაქეობა. მაშინდელი კონსტიტუციური კანონით და ასევე, ორგანული კანონით მოქალაქეობის შესახებ, სადაც ეწერა, თუ საქართველოს მოქალაქე შემდგომში მიიღებს უცხო ქვეყნის მოქალაქეობას, მას შეუწყდება საქართველოს მოქალაქეობა".
მოსამართლე გეწაძემ განიხილა ბიძინა ივანიშვილისა და ეკა ხვედელიძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის საქმე. ივანიშვილის ადვოკატები მაშინ ითხოვდნენ პრეზიდენტის [მიხეილ სააკაშვილის] ბრძანებულების გაუქმებასა და მისთვის მოქალაქეობის აღდგენას.
მოსამართლე შოთა გეწაძემ სასარჩელო მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და დაადგინა, რომ მხოლოდ ეკა ხვედელიძეს უნდა აღუდგეს მოქალაქეობა. ბიძინა ივანიშვილის შემთხვევაში ბრძანებულება ძალაში დარჩა. ივანიშვილისა და მისი ცოლის ადვოკატები მაშინ აცხადებდნენ, რომ შუამდგომლობებზე გადაწყვეტილების წაკითხვისას, მოსამართლე სასამართლო დარბაზში ჩამწერ მოწყობილობას თიშავდა.
ამავე თემაზე:
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
-
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება
გადახედვა
კომენტარები