სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ქრთამის მიცემის ბრალდებით დააკავა გარემოს ზედამხედველობითი დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის ოფიცერი.

გამოძიების მტკიცებით, ოფიცერმა მიმდინარე წლის აგვისტოში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონალური სამმართველოს ოფიცერს შესთავაზა ქრთამი1 800 ლარის ოდენობით, ხოლო წინასწარ 900 ლარი გადასცა. სუს-ის ცნობით, სანაცვლოდ, მეორე ოფიცერს საკონტროლო გამშვებ პუნქტზე მორიგეობისას არ უნდა შეემოწმებინდა უკანონოდ მოპოვებული 48 მ³ ხის მასალით დატვირთული სატვირთო ავტომანქანები.

გამოძიება ქრთამის მიცემის მუხლით მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ვადით 4-დან 7 წლამდე ითვალისწინებს.