საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, მათ სერვერზე კიბერშეტევა განხორციელდა. მაუწყებელში ამბობენ, რომ ვირუსის გავრცელება თავიდან აირიდეს.

"კიბერთავდასხმის შედეგად, დღეს მაუწყებლის ქსელში მოხდა ვირუსის გავრცელება, რამაც დაშიფრა და გაანადგურა საქართველოს პირველი არხის სერვერებზე არსებული მნიშვნელოვანი ფაილები", — აცხადებენ ტელევიზიაში.

ამ საკითხზე On.ge შინაგან საქმეთა სამინისტროდან ელოდება კომენტარს.