ბრიტანეთის პარლამენტის ქვედა პალატამ მკაცრი ბრექსიტის აკრძალვას მხარი დაუჭირა
დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წარმომადგენლობითმა პალატამ მესამე მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომელიც მკაცრ ბრექსიტს, ანუ ევროკავშირიდან შეთანხმების გარეშე გასვლას კრძალავს. ახლა კანონპროექტი განსახილველად ლორდთან პალატას გადაეგზავნა. ზედა პალატის მხარდაჭრის შემდეგ მას დედოფალი მოაწერს ხელს, რის შემდეგაც საბოლოოდ შევა ძალაში.
კანონპროექტის მიხედვით, თუ პრემიერ-მინისტრი 19 ოქტომბრამდე ევროკავშირთან შეთანხმებას ვერ მიაღწევს, მან ბრექსიტის გადავადება 2020 წლის 31 იანვრამდე უნდა მოითხოვოს. პროექტს მხარი 327-მა დეპუტატმა დაუჭირა, მათ შორის იყვნენ ოპოზიციონერები და ჯონსონის წინააღმდეგ წასული თანაპარტიელი კონსერვატორები. კანონპროექტს 299 დეპუტატმა არ დაუჭირა მხარი.
ამავე დროს, პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა უკვე მოითხოვა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების განხილვა და სავარაუდო თარიღად 15 ოქტომბერი დაასახელა.
დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი ოფიციალურად 31 ოქტომბერს უნდა დატოვოს. ბრექსიტამდე ორი თვით ადრე ჯონსონმა გაერთიანებული სამეფოს დედოფალს სთხოვა, რომ პარლამენტს მუშაობა ხუთი კვირით შეეჩერებინა, რაზეც მან თანხმობა მიიღო. ოპოზიციის წევრები მიიჩნევენ, რომ ჯონსონს ევროკავშირის დატოვება შეთანხმების გარეშე სურს და ამის გამო ბრექსიტის პროცესში დეპუტატების ჩართულობას კანონიერად, მაგრამ მაინც ზღუდავს.
სწორედ ამის გამო წარმომადგენლობითი პალატის წევრები დაჩქარებულად და თითქმის უწყვეტად განიხილავენ მკაცრი ბრექსიტის აკრძალვას. 3 სექტემბერს ჯონსონის ხელისუფლება წარმომადგენლობით პალატაში უმრავლესობის გარეშე დარჩა. დეპუტატებმა ხელისუფლებას წაართვეს შესაძლებლობა, რომ წარმომადგენლობითი პალატის დღის წესრიგი განსაზღვროს. ამას მხარი დაუჭირა ზოგიერთმა კონსერვატორმა, რის გამოც ისინი ფრაქციიდან გარიცხეს.
-
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები