8 სექტემბერს მთაწმინდის პარკში ტკბილეულის ფესტივალი გაიმართება. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ტკბილეულის მწარმოებელი კომპანიები და სტარტაპები. პარკის მთავარ მოედანზე 12:00 საათიდან მოსულ სტუმრებს დახვდებათ:

ფოტო: მთაწმინდის პარკი

  • ტკბილეულის მრავალფეროვანი არჩევანი
  • კახა კუხიანიძის კონცერტი
  • ანიმატორებისა და ზღაპრის გმირების წარმოდგენები
  • Candy Studio-ს კონცერტი
  • DJ JIMMY
  • პრიზების გათამაშებები
  • სახალისო შეჯიბრებები
  • სასიამოვნო გარემო
  • და რაც მთავარია, სუფთა ჰაერი

ფოტო: მთაწმინდის პარკი

ტკბილეულის ფესტივალი მთაწმინდის პარკის ორგანიზებით უკვე მეორედ იმართება, რაც კომპანიების პოპულარიზაციას უწყობს ხელს. ფესტივალის სტუმრებს კი სხვადასხვა პროდუქციის გაცნობის და დეგუსტაციის შესაძლებლობას აძლევს.

გაიგეთ მეტი ღონისძიების შესახებ