აშშ-ს ვიცე პრეზიდენტმა მაიკ პენსმა ვარშავაში ორდღიანი ვიზიტის დროს სიტყვით გამოსვლისას, რუსეთის მიერ საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციას შეეხო. მაიკ პენსის სიტყვით გამოსვლის აქცენტებზე Reuters წერს:

"ჩვენ ვიცით, რომ ჯერ კიდევ მეტია გასაკეთებელი ბევრ ფრონტზე, ვინაიდან მრავალწლიანი მოლაპარაკებების მიუხედავად, რუსული სამხედრო ძალა საქართველოსა და უკრაინის დიდი ნაწილის ოკუპაციას ისევ აგრძელებს".

მაიკ პენსის თქმით, მოსკოვი ცდილობს ალიანსის დაყოფას, თავისი ნავთობისა და გაზის რეზერვების გამოყენებით. მისივე თქმით, პოლონეთმა ძალიან ძლიერი პოზიცია დაიკავა და სწორედ ამის გამო, აშშ მხარში უნდა ამოუდგეს, რათა ენერგეტიკული დამოუკიდებლობა და უსაფრთხოება უზრუნველყოს.

აშშ-ს ვიცე პრეზიდენტმა, ასევე, ისაუბრა ევროპასა და დანარჩენ მსოფლიოში რუსეთის მიერ არჩევნებში ჩარევის მცდელობებზე და თქვა, რომ საჭიროა "ფხიზლად ყოფნა":

"სამწუხაროდ, გასული შვიდი წლის განმავლობაში, რუსეთის მიერ განხორციელებულ ქმედებების უგულებელყოფა შეუძლებელია, თუკი საერთაშორისო სამართალს პატივს სცემ".

მაიკ პენსი ვარშავაში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა, სადაც წესით შეხვედრები პრეზიდენტ ტრამპს უნდა გაემართა მეორე მსოფლიო ომის 80 წლისთავთან დაკავშირებით. აშშ-ს პრეზიდენტი პოლონეთში ქარიშხალ დორიანის გააქტიურების მიზეზით ვერ ჩავიდა.