საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ჟურნალისტი ნათია აბრამია საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან მართვის ეფექტურობის საკითხებში კონსულტანტად მუშაობს. ამის შესახებ პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში წერია.

"ნათია აბრამია არის მართვის ეფექტურობის სპეციალისტი. ამჟამად ნათია აბრამია კონსულტაციას უწევს პრეზიდენტის ადმინისტრაციას, მოწვეული სპეციალისტის რანგში", — განმარტავს პრესსამსახური.

ნათია აბრამია 10 წელზე მეტია ქმართან, ირაკლი იმნაიშვილთან ერთად BBC-ში მუშაობს. სწორედ იმნაიშვილი წარადგინა რუსთავი 2-ის ახალმა დირექტორმა აღმასრულებელი დირექტორობის კანდიდატად.

2014 წელს, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ სწორედ ნათია აბრამიას ჩართულობით დაკომპლექტდა ტელეკომპანია იმედის საინფორმაციო სამსახური.