NASA-ს ერთი ეპოქის მოახლოებული დასასრული
მალე, თუ კოსმოსური მისია მთვარეზე არ დაბრუნდება, დედამიწაზე აღარ დარჩება ადამიანი, რომელმაც სხვა მსოფლიოს ზედაპირზე ფეხი დადგა.
ფოტო: Joan Wong / NASA
1969-1972 წლებში მთვარეზე ფეხი თორმეტმა კაცმა დადგა. ოთხი მათგანი დღემდე ცოცხალია. მას შემდეგ ჩვენს თანამგზავრზე არავინ ყოფილა და უცნობია, როდის შეძლებს ვინმე იქ დაბრუნებას.
ეს ოთხი ასტრონავტი 30 წელს იყვნენ გადაცილებულნი, როდესაც დედამიწის ბუნებრივი თანამგზავრის სანახავად ასი ათასობით კილომეტრი იფრინეს. დღეს, როდესაც მათი ასაკი 80 წელს აღემატება, მათი თმა მთვარის ზედაპირის ფერია. ისინი საზოგადოების წინაშე ჩნდებიან, საუბრობენ და ინტერვიუებს იძლევიან - განსაკუთრებით ახლა, როდესაც ისტორიული აპოლოს მისიების დაწყებიდან 50 წლისთავების აღნიშვნათა სერია დაიწყო. თუმცა მოვა დღე, როცა მთვარეზე მოსიარულეები დაგვტოვებენ და თან ტრანსცენდენტული გამოცდილების მახსოვრობას წაიღებენ, რომლის არსში ბოლომდე ჩაწვდომას ჩვენ ვერასოდეს შევძლებთ.
ყველაზე ახალგაზრდა თაობებისათვის მთვარეზე დაშვების იდეა, რომელიც ხელშესახებობას ხრიალახმიანი შავ-თეთრი კადრებით იძენს, შეიძლება ისეთივე შორეული ჩანდეს, როგორიც თავად მთვარე არის.
მთვარეზე ყოფნა უცნაური გამოცდილებაა.
ოლდრინს, რომელიც ახლა 89 წლის არის, მთვარის ზედაპირიდან არე-მარესთვის თვალის შევლებისას თავბრუ დაეხვა. "როდესაც დედამიწაზე ჰორიზონტს უყურებ, ის ბრტყელი ჩანს; მთვარეზე, რომელიც დედამიწასთან შედარებით პატარა და ურელიეფოა, ჰორიზონტი შენგან ყველა მიმართულებით გამრუდებულია", - წერდა ის თავის 1974 წლის მემუარებში.
ასტრონავტი ბაზ ოლდრინი მოდულის კიბეზე ეშვება, რათა მთვარეზე ფეხი დადგას.
ფოტო: NASA
უჰაერო სივრცისა და ნიადაგის წყალობით, რომელიც ტალკის ფხვნილივით ფხვიერია, ასტრონავტებს მთვარეზე დაკარგვის საშიშროება არასოდეს დამუქრებიათ. "სადაც უნდა წახვიდე, ფეხის კვალს ყველგან ტოვებ", - თქვა გასულ წელს გამართულ ღონისძიებაზე ჩარლი დიუკმა, რომელიც თანამგზავრს 1972 წელს ესტუმრა, - "უბრალოდ, ირგვლივ მიმოიხედავ და უკან დასაბრუნებლად შენს ნაკვალევს მიყვები".
დევიდ სკოტმა, რომელიც 1971 წელს პირველი ადამიანი გახდა, ვინც სხვა მსოფლიოს ზედაპირზე კოსმოსური მოდულით გადაადგილდა, ხელშეუხებელი ლანდშაფტი ფოტოგრაფ ანსელ ადამსის გადაღებულ სურათს მიამსგავსა. "იქ არავითარი ფერი არ იყო, თუმცა განსხვავება ნათელ, კაშკაშა ზედაპირსა და მთების ფერდობებისა და კრატერების შავ ჩრდილებს შორის, სადაც მზის შუქი არ ეცემოდა, თვალშისაცემი გახლდათ", - წერდა ის 2004 წლის მემუარებში. და სუნი! "აღმოჩნდა, რომ მთვარეს რკინისებრი სუნი ჰქონდა, თითქმის დენთის მსგავსი, და დარჩენილი მოგზაურობის განმავლობაში ის მთვარის მოდულში აღწევდა", - იხსენებდა სკოტი.
ეს და კიდევ სხვა გამოცდილებები კარგადაა დოკუმენტირებული - ბუნდოვან ფოტოებსა და ხარვეზიანი ხმის მქონე აუდიო ფაილებში, ფრენის სტენოგრამულ ჩანაწერებში, წიგნებში, დოკუმენტურ და ჰოლივუდურ ფილმებსა და ახალი ამბების უამრავ სტატიებსა და ინტერვიუებში. იმ ოთხ მთვარეზე ნამყოფთაგან, რომლებიც დღემდე ცოცხლები არიან, ერთ-ერთის, ჯეკ შმიტის, ერთი პატარა საოცარი ვიდეო-ჩანაწერი არსებობს, სადაც ის ნასას მისიის საკონტროლო ცენტრს სახლში გამოფრენის წინ მთვარის ცაში თავისი ჩაქუჩის მოსროლის ნების დართვას ემუდარება. შმიტი, რომელიც ახლა 84 წლისაა, პირველი და ერთადერთი მეცნიერი - კერძოდ, გეოლოგი - არის, რომელიც მთვარეს ესტუმრა და სულაც არაა უცნაური, რომ იქ თავისი პროფესიული ხელსაწყოს დატოვების სურვილი გაუჩნდა. "ამას შეხედეთ!" – აღმოხდა მას იმის მერე, რაც საკონტროლო ცენტრიდან თანხმობა მიიღო და ბზრიალით გატყორცნილმა ჩაქუჩმა ვეებერთელა შავ-ნაცრისფერ ფონს წრიულად მოძრავი გაცრეცილი სითეთრის კვალი წამიერად დააჩნია. შმიტმა კაფსულის გარეთ მთლიანობაში 22 საათი გაატარა და დედამიწაზე მთვარის ნიმუშების უდიდესი ნაკრების ჩამოტანაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.
თუმცა ეს ჩანაწერები ისეთი შთამაგონებელი არ არის, როგორც თავად მთვარეზე მოსიარულეთა მონათხრობის მოსმენაა, - ამბობს კოსმოსური შატლის ყოფილი ასტრონავტი, ჩარლი ბოლდენი, რომელიც ობამას პრეზიდენტობის პერიოდში NASA-ს ადმინისტრატორი იყო. მთვარეზე ნამყოფი უკანასკნელი ადამიანი რომ მოკვდება, "ეს იმ დღესავით იქნება, როდესაც მეორე მსოფლიო ომის ან კორეის ომის უკანასკნელ ვეტერანს დავკარგავთ; და ჩვენ ამ დღესთან სახიფათოდ ახლოს ვართ", - ამბობს ბოლდენი, - "და მერე შენ დაკარგავ იმის შესაძლებლობას, მოუსმინო ამ ხალხს და მათი უშუალო გამოცდილების შესახებ პირველწყაროდან შეიტყო".
ფოტო: Joan Wong / Getty
ამის შანსი ბოლდენს, როგორც სამხედრო-საზღვაო ძალებიდან წამოსულ NASA-ს ახალწვეულს, 1980 წელს მიეცა. აპოლოს ასტრონავტები წელიწადში ერთხელ NASA-ს ჰიუსტონის ასტრონავტთა ოფისს ყოველწლიური ფიზიკური შემოწმების გასავლელად სტუმრობდნენ და ახალბედებს მოგონებებს უზიარებდნენ. აპოლოს მთვარეზე დაჯდომის ერთ-ერთი მისიის წევრი, ალან ბენი, რომელიც გასულ წელს 86 წლის ასაკში გარდაიცვალა, წვრთნისას ბოლდენის კლასის ხელმძღვანელი იყო. "მე ყოველდღიურად ვურთიერთობდი ადამიანთან, რომელიც ერთ დროს მთვარეზე სეირნობდა; რომელმაც მაშინ, როცა სხვა ათასი რამის გაკეთება შეეძლო, სიცოცხლის ერთი წელიწადი გაიღო, რათა ასტრონავტობაზე მეოცნებე ცინგლიან ბავშვებს დახმარებოდა", - ამბობს ბოლდენი, - "ეს იმას წააგავდა, საბავშვო ბაღის მასწავლებლები თავიანთ მოსწავლეებს ერთ მწკრივზე, ხელიხელჩაკიდებულებს რომ დაატარებენ, რათა ქუჩებში გადაადგილებისას არავინ დაეკარგოთ".
აპოლოს ასტრონავტების მოგონებები მთვარის ზედაპირის შესახებ უფრო ადვილად შესანახია, ვიდრე ის მოუხელთებელი შემეცნებითი გამოცდილება, რომელსაც ისინი თანამგზავრიდან დედამიწის ყურებისას იღებდნენ. იმ ასტრონავტების გარკვეული ნაწილი, ვისაც დედამიწის ორბიტაზე უმოგზაურია, ამბობს, რომ სახლში დაბრუნებისას ჩვენი პლანეტის აღქმის პერსპექტივა შესამჩნევად ეცვლებათ. ზემოდან, ლურჯ-თეთრად მბრუნავი ეს ბურთი, რომელიც მელნისფერ წყვდიად სივრცეშია ჩამოკიდებული, განსაკუთრებით მყიფე ჩანს - მით უმეტეს, კლიმატის სახიფათო ცვლილების ფონზე. ლოგიკურია, რომ ეს ეფექტი კიდევ უფრო გაძლიერდებოდა მთვარიდან ყურებისას, საიდანაც დედამიწა მბზინვარე შუშის ბურთულად მოჩანს. "ჩვენ ის, როგორც მთლიანობა, კოსმოსიდან დავინახეთ და ეს მთლიანობა კაშკაშა და მშვენიერი იყო; მთვარის ზედაპირიდან დანახული დედამიწა არც თუ ისე დიდი და როგორღაც დაუცველია", - წერს ოლდრინი თავის წიგნში, - "მთელი თავისი არასრულყოფილებით, ეს შესანიშნავი ადგილია როგორც იქიდან ჩამოსასვლელად, ასევე - იქ დასაბრუნებლად".
აპოლოს ასტრონავტები, რომლებმაც მთვარის ზედაპირს ფეხი შეახეს, კაცობრიობის წარმატების მოსიარულე მტკიცებულებები იყვნენ. როგორც ჩანს, ისინი სრულყოფილი შთაგონების წყაროებადაც იქცნენ. როდესაც ადამიანებს სთხოვ, წარმოიდგინონ ისეთი უსიცოცხლო, ჰიპოთეტური სამყარო, სადაც ჩვენ არ ვარსებობთ, ყველაზე ხშირად სწორედ ამ შთაგონებაზე ისმენ - და იმაზე, თუ როგორი დამთრგუნველი იქნებოდა ამის დაკარგვა.
ფოტო: NASA
მსოფლიოში მცხოვრები დაახლოებით 600 მილიონი ადამიანი ოლდრინისა და ნილ არმსტრონგის მიერ ხომალდის კიბეზე დაშვების ცნობილ კადრებს პირდაპირ ეთერში, ტელევიზორით უყურებდა. მათ შორის იყო კოსმოსური შატლის ყოფილი ასტრონავტი, პამელა მელროი, რომელსაც საერთაშორისო კოსმოსის სადგურის აგებაში აქვს მონაწილეობა მიღებული. ის იმ დროს შვიდი წლის გახლდათ და ოჯახთან ერთად ჯერსის სანაპიროზე ისვენებდა. "ჩვენ ყველანი სტარ ტრეკს ვუყურებდით, - მოდით, ასე ვთქვათ, - ასე რომ, ისედაც ნერდების ოჯახი ვიყავით", - ამბობს მელროუ, - "არ მახსოვს, იმ მომენტში რას ვფიქრობდი, მაგრამ ის კი ვიცი, რომ ამ ამბიდან ორ წელიწადში გადავწყვიტე, ასტრონავტი გამოვიდოდი".
მელროის თქმით, მას იმ დღის ეშინია, როდესაც მთვარეზე ნამყოფი აპოლოს უკანასკნელი ასტრონავტი სიცოცხლეს დაასრულებს. "ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მთვარეზე წასული ჩვენი უკანასკნელი წევრის გარდაცვალებამდე გამოჩნდება ვინმე ისეთი, ვინც იქ გაფრენას შეძლებს", - ამბობს ის.
1972 წელს, მთვარის უკანასკნელი მისიის ეკიპაჟის სახლში დაბრუნების შემდეგ, პრეზიდენტმა რიჩარდ ნიქსონმა სწორად იწინასწარმეტყველა, როცა ეს სიტყვები თქვა: "ამ საუკუნეში ეს, შეიძლება, უკანასკნელი შემთხვევაა, როდესაც ადამიანები მთვარეზე ფეხს აბიჯებენ". თუმცა ამ წარმატების მიღწევის პერიოდში - როცა სამ წელიწად-ნახევარში ექვსჯერ გავფრინდით მთვარემდე - რთული წარმოსადგენი იყო, რომ თანამგზავრზე აღარავინ დაბრუნდებოდა.
ამჟამინდელმა თეთრმა სახლმა NASA-ს 2024 წელს მთვარის ზედაპირზე პილოტირებული ეკიპაჟის გაგზავნა დაავალა და ამისათვის საჭირო თანხის ნაწილის გადახდის თხოვნით კონგრესს მიმართა. მისიის განხორციელება გარანტირებული არ არის და დაბრკოლებებიც უამრავია - დაწყებული ტექნიკური რისკებით და დამთავრებული პოლიტიკური რყევებით. ისიც შეიძლება, რომ მიზანს აშშ-ზე ადრე სხვა ქვეყანამ მიაღწიოს. მთვარის მომდევნო ეკიპაჟი - თუ საერთოდ იარსებებს ის - სავარაუდოდ, აპოლოს ერის ასტრონავტებს, რომლებიც ერთნაირი განათლებისა და სამხედრო ცოდნის მქონე თეთრკანიანი კაცები იყვნენ, არ ემსგავსება. ტრამპის ადმინისტრაცია ამბობს, რომ NASA-ს ახალი, არტემისის პროგრამა, რომელსაც ბერძნულ მითოლოგიაში აპოლოს დის პატივსაცემად შეერჩა ეს სახელი, მთვარის ზედაპირზე პირველ ქალს გაგზავნის.
აპოლო 11-ის ასტრონავტები კენედის კოსმოსური ცენტრისკენ მიდიან, სადაც მთვარისაკენ მიმავალი ხომალდი ასაფრენად ემზადება. 1969 წლის 16 ივლისი.
ფოტო: Associated Press
ბოლდენი იმედოვნებს, რომ ეკიპაჟი ფერადკანიანი და განსხვავებული ეროვნების მქონე წევრებითაც დაკომპლექტდება. მან მთვარეზე პირველ დაჯდომას მისისიპიში უყურა, სადაც სამხედრო-საზღვაო ძალების კორპუსში რეაქტიულ თვითმფრინავის პილოტობაში იწვრთნებოდა. ის მომხდარმა კი აღაფრთოვანა, თუმცა ამ მოვლენას მასში ასტრონავტად გახდომის სურვილი არ დაუბადებია.
"მე სამხრეთში გავიზარდე, სადაც რასობრივი სეგრეგაცია უცხო ხილი არ ყოფილა", - ამბობს ბოლდენი, - "ჩემს წარმოდგენებში ასტრონავტობა პროფესიათა იმ სიაში ვერაფრით ეწერებოდა, რომელშიც სამხრეთ კაროლინადან მყოფი ახალგაზრდა ფერადკანიანი ბიჭი შეძლებდა კარიერის აწყობას".
მან ასტრონავტთა კორპუსს ათი წლის შემდეგ, რონ მაკნეირის დაჟინებული თხოვნის საფუძველზე მიმართა. მაკნეირი NASA-ს 1978 წლის ასტრონავთა გამოსაშვები კლასის ანუ აპოლოს პროგრამის შემდეგ პირველი ახალი ჯგუფის წევრი იყო. ის, ამასთან, მეორე აფრო-ამერიკელი გახდა, რომელიც კოსმოსში გაფრინდა. მაკნეირი ბოლდენის სამსახურში მიღებიდან ექვსი წლის შემდეგ, Challenger-ის უბედური შემთხვევის დროს დაიღუპა.
"მე ჩემი მსგავსი ვინმეს ნახვა მჭირდებოდა", - ამბობს ახლა ბოლდენი.
წვიმიან ნიუ-იორკში ღია ცის ქვეშ შეკრებილი ადამიანები ნილ არმსტრონგის მთვარეზე დაბიჯების კადრებს უყურებენ.
ფოტო: Bettmann / Getty
ბოლო დროს ასტრონავტობის მსურველები NASA-სთვის გაგზავნილ სააპლიკაციო ფორმებში მოტივაციად არა მთვარეზე დაჯდომას, არამედ კოსმოსური შატლის მისიებს ასახელებენ. წელს, Pew Research Center-ის სამთავრობო მონაცემების ანალიზის თანახმად, მილენიალთა თაობა აშშ-ში ზრდასრული მოსახლეობის რაოდენობით თაობა X-ს, იმავე Baby Boomer-ებს გადაასწრებს. 1981-1996 წლებში დაბადებული თაობის წევრებისათვის აპოლოს პროგრამა კოსმოსის შესწავლის სფეროში გარდამტეხი მომენტი არ ყოფილა. მათ ის ახსოვთ, კოსმოსური შატლის გაშვების საყურებლად როგორ მიაგორებდნენ მაგიდაზე შემოდგმულ ტლანქ ტელევიზორებს საკლასო ოთახებში მათი მასწავლებლები ან როგორ ხსნიდნენ ლეპტოპებს SpaceX-ის რაკეტის ფრენის პირდაპირი ტრანსლაციის საყურებლად. ისინი ილონ მასკისა და ჯეფ ბეზოსის სახეებს გაცილებით მარტივად იხსენებენ, ვიდრე - ნილ არმსტრონგისა და ბაზ ოლდრინისას.
როდესაც აპოლო 11-ის ასტრონავტები დედამიწაზე დაბრუნდნენ, ისინი ისტორიაში არსებული ყველა სხვა მოგზაურისგან გამორჩეულ ფიგურებად იქცნენ. თუმცა ისინი ამერიკის შეერთებულ შტატებში დაწესებული საზღვრის გადაკვეთის პროცედურას მაინც უნდა დამორჩილებოდნენ, რაც ისტორიაში, შესაძლოა, ყველაზე უცნაური და სასაცილო საბაჟო საბუთის არსებობას ხსნის.
ფორმის იმ გრაფაში, სადაც გამგზავრების ადგილი უნდა ჩაწერილიყო, NASA-მ "მთვარე" მიუთითა. ბაგაჟად "მთვარის ქვები და მთვარის მტვრის ნიმუშები" გაფორმდა. რაც შეეხება იმ ნაწილს, სადაც მოგზაურებს უნდა განეცხადებინათ, მგზავრობისას რაიმე გადამდები ტიპის დაავადებასთან თუ ჰქონდათ შეხება, NASA-მ "დასადგენია" ჩაწერა. მეცნიერებსა და ექიმებს მთვარის გარემო-პირობების ადამიანთა სხეულებზე ზემოქმედების შესახებ წარმოდგენა არ ჰქონდათ, ამიტომ არმსტრონგმა, ოლდრინმა და მაიკლ კოლინსმა კარანტინში ერთი თვე გაატარეს.
ფოტო: NASA / Newsmakers / Getty
ეს საბუთი ახირებული და სულელურია, თუმცა მან ღამის ცაში ბრტყლად გამოკიდებული მანათობელი ციური სხეულის შესახებ არსებულ საუკუნოვან აღქმაში გარდატეხა შეიტანა. ამან მოგზაურებისათვის, რომლებიც დედამიწას არასდროს დატოვებდნენ, ნათელი გახადა, რომ მთვარე რეალური ადგილია, სადაც ადამიანებს წასვლა ნამდვილად შეუძლიათ - და არა მხოლოდ წასვლა, არამედ იქ რაღაცების კეთებაც კი.
ზოგი მეცნიერი ფიქრობდა, რომ მთვარის ზედაპირი რბილი იქნებოდა და ასტრონავტები მასში ჩაეფლობოდნენ, მაგრამ ისინი ნიადაგმა კარგად დაიკავა, ხოლო მტვერი სკაფანდრებს ისე მიეკრა, რომ მისი მოშორების ცდამ ისინი ლამის ჭკუიდან შეშალა. ასტრონავტებმა მცირე დაქანებები გაზომეს და დასათვალიერებლად ზედაპირზე გადაადგილდნენ. მათ გაყინვით გამომშრალი საკვები წყნარად მიირთვეს, თავიანთ საძილე ტომრებში შეძვრნენ და დედამიწიდან არეკლილი მზის სხივების ნათების შესარბილებლად კაფსულაში დარაბები ჩამოწიეს. და როდესაც ისინი წავიდნენ, მათი ფეხის ანაბეჭდები უძრავ რეგოლითებს ათობით ათასი წლით შერჩათ.
აპოლოს ასტრონავტებმა ბინა სხვა მსოფლიოში დაიდეს. ცოტა ხნით კაცობრიობა პლანეტის საზღვრებს მიღმა გავიდა, იმ პლანეტის, რომელიც "მტვრის ნაწილაკად ჩამოჰკიდებია მზის სხივს", - თუ კარლ სეიგანის სიტყვებს დავიხმართ. მთვარეზე მოსიარულეების გარეშე დედამიწელთა იურისდიქცია კვლავ გამოიმწყვდევა ამ ერთი ნაცნობი პლანეტის საზღვრებში, რომელიც მალე, შეიძლება, ერთადაერთ ისეთ ციურ სხეულად იქცეს, სადაც ცოცხალ ადამიანებს ფეხი დაუდგამთ.
-
ირაკლი კობახიძე: განსაკუთრებულად უნდა აღინიშნოს ბიძინა ივანიშვილის ფუნდამენტური როლი ირაკლი კობახიძე: განსაკუთრებულად უნდა აღინიშნოს ბიძინა ივანიშვილის ფუნდამენტური როლი
გადახედვა
-
ქართულ ოცნებაში საკადრო ცვლილებები განხორციელდა ქართულ ოცნებაში საკადრო ცვლილებები განხორციელდა
გადახედვა
-
ევროსკოპი: NATO-ს გენერალური მდივნის ახალი სპეციალური წარმომადგენელი კევინ ჰამილტონი საქართველოში ვიზიტს გეგმავს ევროსკოპი: NATO-ს გენერალური მდივნის ახალი სპეციალური წარმომადგენელი კევინ ჰამილტონი საქართველოში ვიზიტს გეგმავს
გადახედვა
-
OIPA ხელისუფლებას მოუწოდებს, სტერილიზაციისთვის წაყვანილი ცხოველები სათანადო დოკუმენტაციით დაბრუნდნენ თავიანთ პირვანდელ გარემოშიილში OIPA ხელისუფლებას მოუწოდებს, სტერილიზაციისთვის წაყვანილი ცხოველები სათანადო დოკუმენტაციით დაბრუნდნენ თავიანთ პირვანდელ გარემოშიილში
გადახედვა
-
ოანა-სილვია ცოიუ: ჩვენ გვჯერა, რომ ქართველი ხალხი ევროპულ ოცნებასთანაა დაკავშირებული ოანა-სილვია ცოიუ: ჩვენ გვჯერა, რომ ქართველი ხალხი ევროპულ ოცნებასთანაა დაკავშირებული
გადახედვა
-
რა ემართება ჩვენს აზროვნებას, როცა საქმეში ხელოვნურ ინტელექტს ვიყენებთ? — კვლევა რა ემართება ჩვენს აზროვნებას, როცა საქმეში ხელოვნურ ინტელექტს ვიყენებთ? — კვლევა
გადახედვა
-
იდეიდან დასრულებამდე — როგორ მართავს CQM სამშენებლო პროცესებს იდეიდან დასრულებამდე — როგორ მართავს CQM სამშენებლო პროცესებს
-
EBRD-ის, ADB-ისა და საქართველოს ბანკის თანამშრომლობით, რეგიონული კონფერენცია — Digital Trade for Growth in the Middle Corridor: Foundations, Finance and Adoption გაიმართა EBRD-ის, ADB-ისა და საქართველოს ბანკის თანამშრომლობით, რეგიონული კონფერენცია — Digital Trade for Growth in the Middle Corridor: Foundations, Finance and Adoption გაიმართა
-
ირაკლი კობახიძემ მამუკა მდინარაძეს სუს-ის გენერალ–მაიორის უმაღლესი სპეციალური წოდება მიენიჭა ირაკლი კობახიძემ მამუკა მდინარაძეს სუს-ის გენერალ–მაიორის უმაღლესი სპეციალური წოდება მიენიჭა
გადახედვა
-
Voyager 1-ს კიდევ ერთი ინსტრუმენტი გაუთიშეს, რათა მან ენერგია შეინარჩუნოს Voyager 1-ს კიდევ ერთი ინსტრუმენტი გაუთიშეს, რათა მან ენერგია შეინარჩუნოს
გადახედვა
-
"გახარია საქართველოსთვის": სასწრაფო წესით ინტერპელაციაზე პარლამენტში ვიბარებთ ჯანდაცვის მინისტრს, სადაც მას მოუწევს კითხვებზე პასუხის გაცემა "გახარია საქართველოსთვის": სასწრაფო წესით ინტერპელაციაზე პარლამენტში ვიბარებთ ჯანდაცვის მინისტრს, სადაც მას მოუწევს კითხვებზე პასუხის გაცემა
გადახედვა
-
ანტისემიტური განცხადებების გამო, პოლონეთში კანიე ვესტის კონცერტი გაუქმდა ანტისემიტური განცხადებების გამო, პოლონეთში კანიე ვესტის კონცერტი გაუქმდა
გადახედვა
-
საქართველომ უნდა გააუქმოს "უცხოური გავლენის" შესახებ კანონი და უზრუნველყოს პოლიციის ანგარიშვალდებულება — მაიკლ ო'ფლაერტის ანგარიში საქართველომ უნდა გააუქმოს "უცხოური გავლენის" შესახებ კანონი და უზრუნველყოს პოლიციის ანგარიშვალდებულება — მაიკლ ო'ფლაერტის ანგარიში
გადახედვა
-
მიხეილ სარჯველაძე: რა ვადაში იქნება ნაპოვნი კონკრეტული პასუხი ჩემთვის შეუძლებელია თქმა მიხეილ სარჯველაძე: რა ვადაში იქნება ნაპოვნი კონკრეტული პასუხი ჩემთვის შეუძლებელია თქმა
გადახედვა
- ახალი კანონპროექტით სახელმწიფო უწყებები ავტომობილების იმპორტისას აქციზს არ გადაიხდიან ახალი კანონპროექტით სახელმწიფო უწყებები ავტომობილების იმპორტისას აქციზს არ გადაიხდიან
-
ომბუდსმენი: მოვუწოდებ შსს-ს, უზრუნველყოს მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარედ მყოფ პირთა მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება ომბუდსმენი: მოვუწოდებ შსს-ს, უზრუნველყოს მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარედ მყოფ პირთა მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება
გადახედვა
-
ეკა ბესელია: მთავარ დაპირებებს უღალატა ქართულმა ოცნებამ! დღეს ისევ პოლიტიზირებული მართლმსაჯულება და ასეულობით პოლიტიკური და უკანონო პატიმარია! ეკა ბესელია: მთავარ დაპირებებს უღალატა ქართულმა ოცნებამ! დღეს ისევ პოლიტიზირებული მართლმსაჯულება და ასეულობით პოლიტიკური და უკანონო პატიმარია!
გადახედვა
-
ბერ ნიკოლოზს 23 აპრილს ჯიქიას სასაფლაოზე დაკრძალავენ ბერ ნიკოლოზს 23 აპრილს ჯიქიას სასაფლაოზე დაკრძალავენ
გადახედვა
-
25 აპრილი — დიდი ფასდაკლების დღე არქი იასამნების პროექტზე: რატომ არის ეს საუკეთესო საინვესტიციო შესაძლებლობა? 25 აპრილი — დიდი ფასდაკლების დღე არქი იასამნების პროექტზე: რატომ არის ეს საუკეთესო საინვესტიციო შესაძლებლობა?
-
ჩარლზ დენსი ბეტმენის გაგრძელებაში ჰარვი დენტის მამის როლს შეასრულებს ჩარლზ დენსი ბეტმენის გაგრძელებაში ჰარვი დენტის მამის როლს შეასრულებს
გადახედვა
-
გატესტე სელფი მეორე ნომრად და გამოცადე გაუმჯობესებული ქსელი გატესტე სელფი მეორე ნომრად და გამოცადე გაუმჯობესებული ქსელი
კომენტარები