შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში შემოწმებული 30 ობიექტიდან უსაფრთხოების ნორმები ყველგან დარღვეული აღმოჩნდა. იგივე შედეგით დასრულდა ერთი კვირის წინ, 6 აგვისტოს გამოქვეყნებული მონიტორინგი, რომლის მიხედვითაც, 54 სამშენებლო ობიექტი შეამოწმეს.

სამინისტროს ინფორმაციით, 30 ობიექტიდან 20-ს შეუჩერდა სამშენებლო პროცესი, ხოლო 21 ობიექტი დაჯარიმდა, ჯამში 605 500 ლარის ოდენობით. შემოწმებული ობიექტებიდან ყველას ადმინისტრაციული სახდელის სახით გაფრთხილება დაუწერეს და დარღვევების გამოსასწორებლად 7-დან 14 დღემდე ვადა მისცეს.

სამშენებლო ობიექტების ინსპექტირება 2019 წლის 23 ივლისს დაიწყო. შემოწმების შედეგად გამოვლინდა შემდეგი ძირითადი დარღვევები:

  1. რისკების შეუფასებლობა;
  2. სიმაღლიდან ვარდნის საწინააღმდეგო ინდივიდუალური დაცვის საშუალებების უგულებელყოფა;
  3. დაუცველი ღიობები (ჭები, შურფები, ლიფტის შახტები, კიბის უჯრედები, ნებისმიერი ადგილი, სადაც შესაძლოა ადამიანების ვარდნა);
  4. არასტანდარტული, კუსტარული ხარაჩოები, დაკიდული ხარაჩოები;
  5. ტვირთამწეობაზე გამოუცდელი უსაფრთხოების ბადეები;
  6. ინსტრუქტაჟებისა და სწავლებების უგულებელყოფა;
  7. აღჭურვილობის გაუმართაობა;
  8. შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის არ ყოლა;
  9. მაფრთხილებელი ნიშნების უგულებელყოფა;
  10. ლიფტების ვარდნის ავარიული დამჭერების გაუმართაობა.

სამშენებლო ობიექტების ერთობლივ მონიტორინგს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ზედამხედველობის სააგენტო და თბილისის მუნიციპალიტეტის მერია ახორციელებდა. მონიტორინგის ფარგლებში სულ 86 სამშენებლო ობიექტი შემოწმდა.

შემოწმებული ობიექტებია:

  1. შპს ნიუ გრუპ პლიუსი;
  2. ამხანაგობა სიმაღლე წერეთლი;
  3. შპს იმფაირ ბილდინგ;
  4. შპს პლატინიუმ ვაზისუბანი;
  5. შპს ორჯ ორთაჭალა;
  6. შპს სამშენებლო ინვესტიციები ვერაზე;
  7. შპს ეს დი ჯი;
  8. შპს სან დეველოფმენთი;
  9. შპს თორი;
  10. შპს ბალავარი პროპერტის;
  11. შპს ჯეო ქონსტრაქშენი;
  12. შპს ჰაუსარტ-ლუქსი;
  13. შპს საბურთალო პალასი;
  14. შპს იუნიქსი;
  15. შპს ზ და დ გლობალ ბილდინგ კომპანი;
  16. შპს ქიაჩელი რეზიდენსი;
  17. შპს აგორა;
  18. შპს ქართულ-ესპანური სამშენებლო კომპანია-2017;
  19. შპს კიკვიძე 1;
  20. შპს რესტარტ;
  21. შპს ტჯ ჯგუფი;
  22. შპს ვესადენი;
  23. შპს ევრო გეიმს ტექნოლოჯი ჯორჯია;
  24. შპს ლუქსორ აპარტამენტები;
  25. შპს მწვანე სახლი;
  26. შპს ჯორჯიან ფექიჯინგი;
  27. შპს ემ დე კა+;
  28. შპს სოლოლაკი რაიზ;
  29. შპს დ+დ;
  30. სს ეს ჯგუფი.