მარტინ სკორსეზეს ახალი ფილმი The Irishman, რომელში რობერტ დე ნირო და ალ პაჩინო თამაშობენ ნიუ-იორკის კინოფესტივალს გახსნის.

ნეტფლიქსის ფილმი ლეგენდარული რეჟისორისა და ცნობილი კინოვარსკვლავის რობერტ დე ნიროს მეცხრე კოლაბორაციაა. სცენარის ავტორი სტივ ზეილიენია, რომელმაც ჩარლზ ბრენდტის წიგნის I Heard You Paint Houses-ის ადაპტაცია გააკეთა.

ფილმის მთავარი გმირი ფრენკ შირანია, რომლის როლსაც დე ნირო ასრულებს. ის მშრომელთა გაერთიანების მაღალჩინოსანია, რომელსაც ბუფალინოს კრიმინალურ ოჯახთან საკმაოდ მჭიდრო კავშირი აქვს. 2003 წელს მისი სიკვდილის შემდეგ ბუფალინოს ოჯახმა აღიარა, რომ სწორედ მან მოკლა მისი პარტნიორი, ჯიმი ჰოფა რომელიც იგივე თიმსტერ ჯგუფის ლიდერი იყო, მისი ცხედარს დღემდე ვერ მიაგნეს. ჰოფას როლს კი ალ პაჩინო ასრულებს.

ამ ეტაპზე უცნობია, თუ როდის იქნება ფილმი ნეტფლიქსის სერვისზე ხელმისაწვდომი.