დასავლეთ საქართველოში, ქალაქ ონთან ახლოს 4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ბიძგების ეპიცენტრი ონიდან სამხრეთით ერთ კილომეტრში სოფელ ჟაშქვაში იყო. მიწისძვრა თბილისის დროით 22 საათზე მოხდა. ამის შესახებ ინფორმაცია სეისმური მონიტორინგის ეროვნულმა ცენტრმა რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა.