იმ პოსტაპოკალიპტური მატარებლის მსგავსად, რომელზეც თავად ეს სერიალია დაფუძნებული, Snowpiercer-ის გამოსვლას გზად არაერთი დაბრკოლება შეხვდა.

სერიალზე მუშაობა თავდაპირველად 2015 წელს დაიწყო, თუმცა სხვადასხვა პრობლემების გამო მალევე შეჩერდა. ახლა კი, რამდენიმე წლის შემდეგ, მდგომარეობა გაუმჯობესდა და Snowpiercer-ის პირველი ტრეილერი ჩვენს წინაშეა.

Snowpiercer სამხრეთ კორეელი რეჟისორის, ჯუნ ჰო ბონგის ამავე სახელწოდების ფილმის მიხედვითაა გადაღებული, თავად ფილმი კი ფრანგული გრაფიკული ნოველის Le Transperceneige-ის მიხედვით გადაიღეს.

სერიალში მოქმედება მატარებელში ვითარდება, რომელიც დედამიწის გარშემო გაუჩერებლად მოძრაობს. მატარებლის გარეთ კი გამყინვარებაა, რომელმაც დედამიწაზე სიცოცხლე პრაქტიკულად სრულად გაანადგურა.