ეროვნული ბიბლიოთეკის კარტოგრაფიის მუზეუმი საუკუნეების განმავლობაში შექმნილი საქართველოს რუკებით დაკომპლექტდება
ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის გიორგი კეკელიძის განცხადება:
"ეროვნული ბიბლიოთეკა, პუტინის ინტერპრეტაციის კვალად, ძალიან მალე გახსნის კარტოგრაფიის მუზეუმ-კაბინეტს, სადაც საუკუნეების განმავლობაში შექმნილი საქართველოს რუკები იქნება წარმოდგენილი - მათ შორის პირდაპირ თუ ირიბად რუსეთის მიერ დადასტურებული. ამ კაბინეტის სტუმრები, სხვებთან ერთად, იქნებიან ელჩები საქართველოში და სხვა უცხოელი სტუმრები. ამავდროულად შეიქმნება კაბინეტის ელექტრონული ვერსიაც. ეს ყველაფერი პუტინის კარნახით არ კეთდება. რუკები წლების მანძილზე გროვდებოდა ეროვნულ ბიბლიოთეკაში. უბრალოდ, ახლა მას საერთაშორისო ელფერს შევძენთ.
აუცილებლად უნდა ვიცოდეთ, რომ ყველაზე საშიში და ხანგრძლივად მოქმედი ბომბი იმ სამყაროში, სადაც ვცხოვრობთ, სიტყვაა, ანუ დღევანდელ ენაზე რომ ვთქვათ - საინფორმაციო ომია საფრთხეთა შორის უპირატესი.
შეიძლება ზოგიერთს ამხანაგი პუტინის ვერსიაზე საქართველოს ისტორიის შესახებ, აფხაზეთთან და ოსეთთან დაკავშირებით, გაეცინა კიდეც. გაეცინა და ეთქვა: "რა მობოდა, ეს ხომ ყველამ იცის?"
ვინ ყველამ?!
- უამრავ უცხოელ კოლეგასთან მიწევს შეხვედრა, საქართველოს შესახებ ძალიან, ძალიან ცოტა იციან. რუსული ფულით გამართული პროპაგანდით კი აქტიურად იჟღინთება ყველა კუნჭული;
- სამშვიდობო ლიტერატურულ ფორმატში შევხვედრივარ აფხაზ მწერლებს. მათი ცოდნა ძირითადად ამ ინტერპრეტაციას ეფუძნება, მით უფრო, ახალი თაობის. არადა წლების მერე, როცა ერთმანეთს უნდა დავუბრუნდეთ, ეს "ცოდნა" ძალიან შეგვიშლის ხელს.
- მტერი მზაკვარია და გამოცდილი, ჩვენ - ხან გულუბრყვილოები. მთავარ ამბად მისი გამოსვლიდან კეთილი მეფის როლი ავარჩიეთ და სანქციების აცილების გამო ლამის ვაშა "ურად" გადავაკეთეთ.
ძალიან ცხადად მესმის სანქციის მავნებლობაც და ყოველთვის პრაგმატული პოლიტიკის მომხრე ვარ რაღაც საზღვრამდე. ეს საზღვარი იქ გადის, სადაც ჩვენ, აქეთ სახლ, მიწა და ადამიანებწართმეულმა ხალხმა, თურმე მადლობა უნდა ვუხადოთ პუტინს და რუსულ იმპერიალიზმს მხოლოდ იმის გამო, რომ მათი დეპუტატი არ მოგვეწონა საკუთარ პარლამენტში და ა.შ. "ვორონცოვის კომპლექსი" უნდა დავძლიოთ და კახაბერს კახაბერი დავარქვათ. და უნდა ვიმუშაოთ ბევრი, ძალიან ბევრი. ხშირად ველაპარაკოთ მსოფლიოს, გავიტანოთ ჩვენი დიდი კულტურა, მოვუყვეთ მნიშვნელოვანი ტრადიციების შესახებ, გავხსნათ ქართული ცენტრები, არ გავაყალბებინოთ ისტორია. ეს არის ახლა ჩვენი ბრძოლის ველი".
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები