ვეფხისტყაოსანი კომიქსად — რუსთაველის გადააზრება სულაკაურის გამომცემლობისგან
ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმმა მხატვარ დავით მაჭავარიანის და სულაკაურის გამომცემლობის ერთობლივ საეტაპო პროექტს — ვეფხისტყაოსნის გრაფიკულ ვერსიას 10 ივლისს უმასპინძლა.
მუზეუმის დროებითი გამოფენების დარბაზში გაიხსნა არტისტის სოლო გამოფენა და გაიმართა გრაფიკული რომანის პრეზენტაცია, რომელსაც დავით მაჭავარიანი თითქმის 4 წლის განმავლობაში ქმნიდა. დამსწრეებს საშუალება ჰქონდათ, შეეძინათ წიგნის პირველი, ლიმიტირებული გამოცემა.
გრაფიკული რომანის 222 გვერდიანი ესკიზების გარდა, ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო დავით მაჭავარიანის ყველა ნამუშევარი, რომელსაც ის 10 წლის განმავლობაში ვეფხისტყაოსნის თემატიკაზე ქმნიდა. მათ შორისაა კლასიკური გამოცემის ილუსტრაციები. 2014 წელს ვეფხისტყაოსნის მიხედვით დავით მაჭავარიანმა შექმნა სამკაულების კოლექცია ზარაფხანასთვის, რომელიც ასევე გამოფენილი იქნება ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის სივრცეში.
გრაფიკული რომანით ვეფხისტყაოსანი სულაკაურის გამომცემლობამ საკუთარი 20 წლის იუბილე აღნიშნა, დავით მაჭავარიანმა კი ვეფხისტყაოსნის თემატიკაზე 10 წლიანი მუშაობის პროცესი დაასრულა.
ხელოვანმა პოემის თითოეული ეპიზოდისა და ლეგენდარული პერსონაჟების უნიკალური, სრულიად ახალი და განსხვავებული სახეები შექმნა. გრაფიკული რომანისთვის ტექსტის ადაპტაციაზე პრემია საბას ლაურეატმა მწერალმა, სალომე ბენიძემ იმუშავა. ტექსტში შენარჩუნებულია აფორიზმები და ზოგიერთ შემთხვევაში რუსთაველის ორიგინალი სტრიქონებიც (ტექსტის 20% ორიგინალ ენაზეა, 80% გათანამედროვებულ, კომიქსზე მორგებულ ენაზე).
მაჭავარიანი გრაფიკული რომანის ერთ გვერდზე დაახლოებით 4-5 დღის განმავლობაში მუშაობდა. დასაწყისი დაახლოებით 4 თვის განმავლობაში იქმნებოდა, ყოფილა ნახატი, რომელსაც 3-4 კვირის მანძილზე მუშაობაც დასჭირვებია. ახალ გამოცემაში 2000-მდე ილუსტრირებული პანელი 222 გვერდზეა გადანაწილებული.
ვეფხისტყაოსნის გრაფიკული ვერსიის უპირველესი აუდიტორია სკოლის მოსწავლეები არიან, რომლებსაც პოემის ორიგინალ ენამდე მისასვლელად კომიქსი შინაარსის უკეთ აღქმაში დაეხმარებათ. ახალი წიგნი უკვე ითარგმნება ინგლისურ და რუსულ ენებზე და უცხოენოვან გამოცემებს მკითხველი შემოდგომაზე უნდა ელოდოს.
ამაზონზე მომხმარებელს მხატვრის მიერ შექმნილი მაისურის შეძენაც შეუძლია, რომელსაც ტარიელის მუზარადი და წარწერა პოემიდან - "ასი ათასსა აჯობებს, თუ გამორჩევით მქმნელია" ამშვენებს.
დავით მაჭავარიანი ბავშვობიდან სხვადასხვა სამხატვრო სტუდიაში სწავლობდა. 1993 წელს ჩააბარა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში - კერამიკის ფაკულტეტზე. გარკვეული პერიოდის შემდეგ გადავიდა მულტიპლიკაციის ფაკულტეტზე და სწავლა იქ განაგრძო.
აკადემიის დასრულებისთანავე გაემგზავრა ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც ითანამშრომლა Cinetic Theatre-თან. პარალელურად, ფილადელფიაში გაიცნო DC Comics-ის რედაქტორი - დენ რასპლერი, რომელმაც მნიშვნელოვანი გავლენა იქონია მხატვრის შემდგომი შემოქმედებითი გზის ჩამოყალიბებაზე.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები