ანტიდასავლური, პრორუსული, ჰომოფობიური და ქსენოფობიური გზავნილები პატრიოტთა ალიანსის ყრილობაზე
პატრიოტთა ალიანსმა სპორტის სასახლეში ყრილობა გამართა, რომელზეც ტრადიციულად პრორუსული და ანტიდასავლური გზავნილები გააჟღერეს. გარდა ამისა პარტიის ლიდერებმა ჰომოფობიური, ქსენოფობიური და შეურაცხმყოფებლი განცხადებებიც გაავრცელეს.
დავით თარხან-მოურავმა სცენიდან ისევ ისაუბრა სამხედრო მიუმხრებლობისა და რუსეთთან დიალოგის აუცილებლობაზე. ამ განცხადებებს პარტიის მხარდამჭერები ოვაციებით ხდებოდნენ. გარდა ამისა ის აცხადებდა, რომ ოკუპანტი ქვეყანა მხოლოდ რუსეთი არ არის, მან ოკუპაციაში უსაფუძვლოდ დაადანაშაულა თურქეთიც.
"მთელი აჭარა და პლეხანოვი თურქეთია. რატო არ გაწერიათ თურქეთი ოკუპანტია", — ამბობდა ის.
ყრილობაზე თარხან-მოურავი შეურაცხმყოფელად მოიხსენიებდა ოპოზიციურ პარტიებსა და ლგბტ თემსაც.
"მე მინდა მივმართო ნაციონალურ მოძრაობას, იქაც ხომ არის ნორმალური ხალხი, კაცო. რა გინდათ იმ პარტიაში, რომელიც ნახევრად ელგებეტე პარტიაა?", — განაცხადა მან.
თარხან-მოურავმა ჰომოფობიურად მიმართა პარლამენტთან შეკრებილ აქცია #სირცხვილიას მონაწილეებსაც.
"იმ ახალგაზრდებს მინდა ვუთხრა, იმ აქციაზე რა გინდა, სადაც ეს ელგებეტე და გეები დგანან. გამაგებინე რა გინდა იქ", — განაცხადა მან და დაამატა, რომ მათ სურთ რწმენა და დედა ეკლესია და არა ლგბტ თემი.
ყრილობაზე პარტიამ კიდევ რამდენიმე მთავარი მოთხოვნა გააჟღერა. მათ შორისაა: არა ქართულ ოცნებას და "მასთან გარიგებულ ბოკერიას გუნდს" და არა ნაციონალურ მოძრაობას.
პატრიოტთა ალიანსი ამტკიცებდა, რომ რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის ვიზიტი და შემდგომ განვითარებული მოვლენები მმართველმა პარტიამ ევროპულ საქართველოსთან ერთად დადგა. ამის მტკიცებულებად კი მათ ის მოიყვანეს, რომ პროტესტი მონაწილეებს ჰქონდათ ტრანსპარანტები, რომელიც წინასწარ დამზადებული ჰგონიათ.
მათი თქმით, ამ სპექტაკლით ისარგებლა ნაციონალურმა მოძრაობამ და დესტაბილიზაცია მოახდინა. ამიტომ პარტიამ მოითხოვა ქართულმა ოცნებამ დატოვოს ხელისუფლება და დაისაჯოს ბოკერია და სააკაშვილი.
ფოტო: გელა ბოჩიკაშვილი / On.ge
ფოტო: გელა ბოჩიკაშვილი / On.ge
ამავე თემაზე:
ერთადერთი გზაა ურთიერთობის დასალაგებლად — პატრიოტთა ალიანსი ადა მარშანიას მოსკოვში გაშვებას გეგმავს
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
კომენტარები