ადამიანები, რომლებიც წიგნების კითხვას სასკოლო დავალებასავით აღიქვამენ
ბავშვობაში სტივი პიტერსი წიგნების კითხვისთვის ჯილდოდ პიცას იღებდა ხოლმე. ის Pizza Hut-ის მკითხველთა პროგრამაში მონაწილეობის პერიოდს იხსენებს - ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა კითხვის კონკურსში ჩაერთო (აღსანიშნავია, რომ ეს პროგრამა დღესაც არსებობს): "როდესაც პატარა ვიყავი, მთელ დროს კითხვას ვუთმობდი, მაშინაც კი, როცა სკოლისთვის არ ვმეცადინეობდი, ამიტომ პიცის სანაცვლოდ 200 წიგნის წაკითხვის იდეა იდეათა შორის საუკეთესო მეჩვენა". პიტერსი ახლა 31 წლისაა და უელსის ქალაქ სუონსიში ცხოვრობს, თუმცა ბავშვობის წლები აშშ-ში აქვს გატარებული. 2016 წლიდან მან კვლავ დაიწყო კითხვის გამოწვევებში მონაწილეობის მიღება, მაგრამ რადგან ის უკვე ზრდასრულია, ამისთვის პიცით აღარავინ აჯილდოებს. ყოველ იანვარს ის შედის Goodreads-ის გვერდზე და საკუთარ თავს წლის განმავლობაში 50 წიგნის წაკითხვის მიზანს უსახავს. პიტერსს ჯერჯერობით ამ მიზნისთვის ერთხელაც არ მიუღწევია; მისი თქმით, ჩვეულებრივ, სადღაც 45-მდე წიგნის წაკითხვას ახერხებს. ამის მიუხედავად, ის არ ნებდება: "მე ნამდვილად შემიძლია 50 წიგნის წაკითხვა. თან, უბრალოდ, მინდა, რომ საკუთარი თავის გამოცდა გავაგრძელო, რათა რაც შეიძლება მეტი ვიკითხო".
ეჭვგარეშეა, რომ ადამიანები წასაკითხი ტექსტებისთვის განრიგს საკუთარ თავებს იმ დროიდან უდგენდნენ, რაც წიგნები არსებობს. თუმცა წაკითხული წიგნების აღმნუსხველი სოციალური მედია-გვერდი, Goodreads კითხვის წლიური გეგმის დასახვის პრაქტიკის დამამკვიდრებელი, ფაქტობრივად, ინსტიტუციონალურ დონეზე გახდა.
Goodreads-ზე კითხვითი გამოწვევის ფუნქცია 2011 წელს დაემატა და იმავე წელს, ვებგვერდის მონაცემების მიხედვით, მასში 149,716 მომხმარებელი ჩაერთო. წელს კი უკვე 3 მილიონზე მეტმა ადამიანმა დაუდო თავს პირობა, რომ 2019-ის დასასრულამდე საშუალოდ 59 წიგნს წაიკითხავდა (ეს რიცხვი რამდენიმე ამბიციური მკითხველის ხარჯზეა ასეთი მაღალი; სინამდვილეში, მონაწილეთა უმეტესობამ 1-დან 24 წიგნამდე მონიშნა). სხვა ვებგვერდებს, როგორებიცაა Book Riot და PopSugar, წიგნების კითხვის საკუთარი წლიური გამოწვევა აქვთ, Reddit-ზე კი მომხმარებლები წელიწადში 52 წიგნის წაკითხვას ცდილობენ, რაც კვირაში 1 წიგნის დასრულების ტოლფასია.
2018 წელს Goodreads-ის კითხვის გამოწვევაში დასახული მიზნის შესრულება მონაწილეების მხოლოდ 16-მა პროცენტმა შეძლო; შედეგად, მონიშნული წიგნების მხოლოდ 21 პროცენტის წაკითხვა მოხერხდა. ამ გამოწვევის პირველ წლებში სტატისტიკური მონაცემები ზოგჯერ საგრძნობლად მაღალი იყო. მაგალითად, 2011 წელს გამოწვევა მონაწილეთა 29 პროცენტმა შეასრულა, ხოლო 2013 წელს მონაწილეებმა მონიშნული წიგნების 56 პროცენტის წაკითხვა შეძლეს. ამის მიზეზი, შესაძლოა, ის იყოს, რომ გამოწვევის საწყის პერიოდში მონაწილეობას მხოლოდ გაწაფული მკითხველები იღებდნენ, 2015 წლიდან კი Goodreads-მა მომხმარებლებისთვის ამ ფუნქციის რეკლამირება დაიწყო. Goodreads-ის წარმომადგენლის, სუზან სკაივარას განცხადებით, კომპანიას არ აქვს კონკრეტული მონაცემები იმის შესახებ, თუ რა ფაქტორები ზემოქმედებენ გამოწვევის შესრულება-ვერშესრულებაზე. ის ვარაუდების გამოთქმისგან თავს იკავებს და ამბობს, რომ საიტი იმაზე ამჯობინებს ყურადღების გამახვილებას, რომ ადამიანები საერთოდ კითხულობენ.
შესაძლოა, ამის ყველაზე ინტუიტიური მიზეზი ყველზე გავრცელებულიც იყოს: კითხვის პროცესისთვის რაღაც ტიპის სტრუქტურის მინიჭება გვაიძულებს, უფრო მეტი ვიკითხოთ. დონალინ მილერი, კითხვის ჩვევების შესახებ ორი წიგნის ავტორი და საგამომცემლო კომპანიის Scholastic-ის კითხვის ელჩი, მის მიერ 2011 და 2012 წლებში ზრდასრული მკითხველების ჩვევების შესახებ ჩატარებული კვლევის შედეგებს გვიზიარებს. ის შეეცადა გაერკვია, რა აიძულებთ ადამიანებს კითხვის გაგრძელებას მას შემდეგ, რაც სასწავლო დაწესებულებებს ტოვებენ და წიგნების კითხვას აღარავინ ავალებთ. მილერი ამ კითხვაზე შემდეგ პასუხს გვთავაზობს: "ერთადერთი განსხვავება მკითხველსა და არამკითხველ ადამიანს შორის არის ის, რომ მკითხველს მომავალში წასაკითხი წიგნების გეგმა აქვს შედგენილი, ხოლო არამკითხველს - არა". ძალიან მარტივია, რომ ზრდასრულობისას თავსმდატყდარმა პასუხისმგებლობებმა და ნეტფლიქსის მსგავსი კომპანიების მიერ შემოთავაზებულმა მომსახურებამ კითხვას გადაგაჩვიოს. "მომავალში წასაკითხი წიგნების გეგმა" შეიძლება ბიბლიოთეკაში შენთვის საინტერესო წიგნების გადადებას, კითხვისთვის მეტი დროის დათმობის ზოგადი მიზნის დასახვას ანდა ყოველწლიურ გამოწვევაში მონაწილეობის მიღებას გულისხმობდეს.
ბენ გოსბი, 31 წლის ბუღალტერი, რომელიც მასაჩუსტეტის ქალაქ ბევერლიში ცხოვრობს, ამბობს, რომ ბავშვობაში სულ კითხულობდა, მაგრამ ბოლო წლებში შეამჩნია, რომ წიგნებს სულ უფრო ცოტა დროს უთმობდა. ამიტომ მან მიზნად წლის ბოლომდე 25 წიგნის წაკითხვა დაისახა. ეს რიცხვი, მისი თქმით, გეგმას კონკრეტულ ფორმას სძენს, რაც მიზანზე ფოკუსირებას უადვილებს. გობსს მიაჩნია, ამის სანაცვლოდ საკუთარი თავისათვის ყოველდღე ცოტ-ცოტა ხნით კითხვა რომ დაევალებინა, აუცილებლად იპოვიდა გეგმიდან თავის დაძვრენის მიზეზებს. ის დასძენს: "როგორც ბუღალტერი, რიცხვებზე ორიენტირებული ადამიანი ვარ, ამიტომ ამგვარი ტიპის ორგანიზებით და კალენდარულ გეგმაზე დაყრდნობით მოქმედებისგან სიამოვნებას ვიღებ".
კორნელის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროფესორი, ნილ ლუის ჯუნიორი, რომელიც მოტივაციისა და მიზნისაკენ სვლის ფენომენებს სწავლობს, ამბობს, რომ კითხვის ისეთი მიღწევადი მიზნების დასახვას, რომელიც კონკრეტული ადამინის ცხოვრების წესს ითვალისწინებს, მოტივაციის გაზრდა და კითხვასთან დაკავშირებული გამოცდილების გაუმჯობესება შეუძლია. მაგრამ "თუ მიზანი არარეალისტური იქნება, მაშინ დიდი შანსია, რომ მან დემოტივატორადაც იმუშაოს", - აცხადებს ის, - "როცა ადამიანი ასეთ მიზანს ისახავს, ხშირად ავიწყდება იმ მოვალეობათა გათვალისწინება, რომლებსაც ჩვენი დრო და ენერგია მიაქვთ. თუ შენ იმდენს არ კითხულობ, რამდენსაც ისურვებდი, ეს, სავარაუდოდ, იმიტომ ხდება, რომ ამის მაგივრად სხვა საქმეებით ხარ დაკავებული; საკითხავი ისაა, მზად თუ ხარ, შეამცირო სხვა ქმედებებისთვის გამოყოფილი დრო და ის კითხვას დაუთმო."
მართლაც, ზოგიერთი ადამიანისთვის ეს გამოწვევა დემოტივაციის წყაროდ იქცა. სიუ, 50 წლის მასწავლებელი, რომელიც ინგლისის ქალაქ ქროუთორნში ცხოვრობს, Goodread-ს ამ წელს შეუერთდა და მიზნად 20 წიგნის წაკითვა დაისახა. სიუ ჯერჯერობით გამოწვევით მიღებული გამოცდილებით კმაყოფილი ნამდვილად არ არის. საშუალო სკოლიდან მოყოლებული ის თავის წიგნაკში წაკითხული წიგნების სიას ინიშნავდა. ამ ჩანაწერებზე დაყრდნობით კარგად ჩანს, რომ ის ადრე წელიწადში გაცილებით მეტ წიგნს კითხულობდა, ვიდრე - ახლა, როცა რიცხვში გამოსახული მიზანი აქვს განსაზღვრული.
"მე გამოწვევაში 20 წიგნი იმიტომ მივუთითე, რომ ეს რაოდენობა არაფერი იყო იმასთან შედარებით, რამდენსაც ჩვეულებრივ ვკითხულობ ხოლმე", - ამბობს ის, - "მას შემდეგ, რაც ეს გავაკეთე, აღმოვაჩინე, რომ ჩემი კითხვის ტემპი შენელდა. Goodreads-ისგან შეტყობინებებს განუწყვეტლივ ვიღებდი. მწერდნენ, 'შენ ჩამორჩი შენი კითხვის განრიგსო'. ვფიქრობ, ეს ფსიქოლოგიურად სავალდებულო სამუშაოს ემსგავსება და კითხვისგან სიამოვნებას ვეღარ იღებ. ლამის ვინანე, რომ Goodreads-ის გვერდზე საერთოდ შევედი. ეს თავს ისე მაგრძნობინებს, თითქოს უკან, სკოლის მერხთან დავბრუნდი". კითხვის მიზნის დაწესების ფენომენში უცნაურიც სწორედ ესაა - ამ გზით ეს პროცესი, არსებითად, საშინაო დავალებად იქცევა, რომელსაც ადამიანები საკუთარ თავს საკუთარი ნებითვე აძლევენ. საშინაო დავალების მსგავსად, კითხვითმა გამოწვევებმაც, შესაძლოა, უაზროდ დაკავებულობის შეგრძნება გამოიწვიოს მათში, ვისაც განსაზღვრულ მომენტში წიგნებისკენ გული არ მიუწევს. ან პირიქით - შეიძლება, სწავლისა და მიზნის მიღწევის სურვილი გააღვივოს.
თუმცა არც მხოლოდ რიცხვებით თამაშშია საქმე. Goodreads-ის გამოწვევაში მონაწილეთა ფორუმში თუ შეხვალთ, მარტივად აღმოაჩენთ, რომ ძალიან ბევრ მომხმარებელს გარკვეული რაოდენობის წიგნის წაკითხვის გარდა სხვა მიზნებიც ამოძრავებთ. ისინი, როგორც ჩანს, ამ გზით საკუთარი თავის გაუმჯობესებასა და ხედვის ჰორიზონტის გაფართოებაზეც ზრუნავენ. ზოგიერთ მათგანს სურს, რომ მეტი ფერადკანიანი მწერლის წიგნი წაიკითხოს ან მეტ კლასიკურ რომანს გაეცნოს. მაგალითად, ერთი ქალი წერს, რომ სანამ 40 წლის გახდება, 100 ბიოგრაფიული და/ან ავტობიოგრაფიული წიგნის წაკითხვა სურს.
ატლანტაში მცხოვრები 29 წლის ჰელი სტაუზენბერგერიც ამ გვერდის მომხმარებელია. გარდა იმისა, რომ Goodreads-ის კითხვითი გამოწვევის ფარგლებში წელიწადში 52 წიგნის წაკითხვას აპირებს, მას სხვა, გვერდითი მიზანიც აქვს - სტაუზენბერგს უნდა, რომ ამ წელს ფენტეზის ჟანრის მეტ ტექსტს გაეცნოს. ეს რომ გაუადვილდეს, მან ეგრეთწოდებული To be read (TBR) jar - წასაკითხ ტექსტთა ქილა გაამზადა. სტაუზენბერგერი მისი მუშაობის პრინციპსაც გვიხსნის: "ქაღალდის პატარა ფურცლებზე წერ იმ წიგნების სათაურებს, რომლების წაკითხვაც გსურს, შემდეგ ამ ფურცლებს კეცავ და ქილაში ათავსებ. როცა ახალი წიგნის არჩევისთვის მზად ხარ, ქილაშ ხელს ყოფ და რომლის სათაურიც შეგხვდება, იმ წიგნის კითხვას იწყებ".
"TBR ქილა ზოგჯერ სკოლის ზაფხულის არდადეგებზე წასაკითხი წიგნების სიას მაგონებს ხოლმე, იმიტომ, რომ ეს არის რაღაცა, რასაც ჩვენი თავისაგან ვითხოვთ; მაგრამ ის ასევე თამაშსაც ემსგავსება, მუდამ მზარდი წასაკითხი წიგნებიის სიით. ასე რომ, ეს გასართობიც არის", - ურთავს სტაუზენბერგი, - "ეს მიდგომა კითხვას საკუთარი თავის გაუმჯობესებაზე ზრუნვისა და დასვენების შუაში მდგომ პროცესად აქცევს".
მსგავს ზღვარზე მდგომი ქცევა დოკუმენტური ფილმების ყურებაც შეიძლება იყოს - ეს ერთდროულად სახალისოცაა და შემეცნებითიც. მაგრამ კითხვას მსგავსი ტიპის თამაშიზაცია და საშინაო-დავალებიზაცია ახალ საფეხურზე აჰყავს. ალბათ ამის მიზეზი ის არის, რომ საზოგადოება კითხვას ორგანულად დადებით ქმედებად აღიქვამს, მაშინ, როცა სხვა მედია საშაულებები - ფილმები, სატელევიზიო გადაცემები, ინტერნეტი - ხშირად დროის კარგვად მიიჩნევა. ჩიკაგოს ბიზნეს-სკოლის ქცევითი მეცნიერების პროფესორი, აიელეტ ფიშბაქი, რომელიც მიზნებისკენ სწრაფვის ფენომენს სწავლობს, გვიხსნის: "რადგან საზოგადოების უმეტესი ნაწილი ფიქრობს, რომ მედია საშუალებებს ზედმეტი სიხშირით მოიხმარს, ისინი ამ ქცევისთვის დათმობილი დროის შემცირებას ცდილობენ. იმავე ლოგიკით, ბევრი ადამიანისთვის კითხვა სიქველედ აღიქმება და დროის სარგებლიან გატარებასთან ასოცირდება, ამიტომ თქვენ გინდათ, რომ უფრო ხშირად იკითხოთ. მეორე მხრივ, ტელევიზორის ყურება ნაკლადაა მიჩნეული და თქვენც ცდილობთ, ეს უფრო იშვიათად გააკეთოთ ხოლმე".
სკაივარა Goodreads-იდან კითხვის გამოწვევებში მონაწილე ადამიანებს წონაში დაკლების მსურველებს ადარებს. "იმ შემთხვევაშიც კი, თუ ისინი თავიანთ მიზანს ვერ მიაღწევენ, საბოლოოდ, ალბათ მაინც ჩვეულზე მეტ წიგნს წაიკითხავენ", - ამბობს ის, - "ეს იმ შემთხვევას ჰგავს, როცა 10 კილოგრამის მოცილებას გადაწყვეტ და მხოლოდ 7 კილოს დაიკლებ - შენ ხომ მაინც მოგებული რჩები". რა თქმა უნდა, არც კითხვა და არც წონის დაკარგვაა თავისთავად მორალური უპირატესობის მაჩვენებელი; მაგრამ ორივე მათგანი ხშირად საკუთარი თავის გაუმჯობესების გზად მიიჩნევა - თითქოს ადამიანები გაუცნობიერებლად გრძნობენ, რომ ამას უნდა აკეთებდნენ. მაგალითად, საახალწლო რეზოლუციათა სიებში ეს ორი მიზანი ძალიან ხშირად ხვდება ხოლმე.
ნიშანდობლივია, რომ იმ ადამიანების უმეტესობას, ვინც კითხვის გამოწვევებისგან სიამოვნებას იღებს, დასახული მიზნის მიღწევა დიდად არ ადარდებს. მაგალითად, გოსბი ფიქრობს, რომ ის 25 წიგნს ამ წლის ბოლომდე ვერაფრით წაიკითხავს, რადგან როდესაც არამხატვრულ ლიტერატურას ეცნობა, ინფორმაციის უკეთ დამახსოვრების მიზნით ჩეულებრივზე უფრო ნელა კითხულობს ხოლმე. მისივე თქმით, ნამდვილი მიზანი ის არის, რომ კითხვისას სასიამოვნო დრო გაატაროს. მილერი აღნიშნავს, რომ გოსბის მსგავსი ბევრი ადამიანი, "გამოწვევაში მონაწილეობის მიღებით საკუთარი თავის მკითხველთან იდენტიფიცირებას ახდენს" - მაშინაც კი, თუ ისინი დასახულ მიზანს არ აღწევენ. პიტერსმა რამდენიმე წიგნის ერთდროულად კითხვის სტრატეგია შეიმუშავა, რათა როცა რომელიმე მათგანის კითხვა მოწყინდება ან, უბრალოდ, კონკრეტული ჟანრის კითხვის ხასიათზე არ იქნება, სხვა წიგნის გადაშლა შეეძლოს. ის ამბობს, რომ როცა დასახულ მიზანს ვერ ასრულებ, ეს ცოტა იმედგაცრუებულს კი გტოვებს, მაგრამ ამით სამყარო არ დაიქცევა: "იმ დროისათვის, როცა კალენდარი პირველ იანვარს უჩვენებს და Goodreads შეგეკითხებათ, მომავალი წლისთვის რის წაკითხვას ისურვებდით, წინა წლის შეუსრულებელ დაპირებას მსუბუქად შეხედეთ და თქვით, 'შეგვიძლია, კიდევ ვცადოთ'".
-
გადახედვაკახი ბექაური გახარიას "დიქტატორული მიდრეკილების პოლიტიკურ ელემენტს" უწოდებს კახი ბექაური გახარიას "დიქტატორული მიდრეკილების პოლიტიკურ ელემენტს" უწოდებს
- დავით გამყრელიზე: [სუბარზე] გული მწყდება, როგორ დაინგრა მისი პიროვნება, მისგან მხოლოდ კაცუნა დარჩა, რომელიც უბრალოდ ივანიშვილის დავალებებს ასრულებს დავით გამყრელიზე: [სუბარზე] გული მწყდება, როგორ დაინგრა მისი პიროვნება, მისგან მხოლოდ კაცუნა დარჩა, რომელიც უბრალოდ ივანიშვილის დავალებებს ასრულებს
-
გადახედვაირაკლი კობახიძე: 4-ჯერ გაიზარდა ქვეყნის სოციალური ბიუჯეტი და ჯანდაცვის დაფინანსება ირაკლი კობახიძე: 4-ჯერ გაიზარდა ქვეყნის სოციალური ბიუჯეტი და ჯანდაცვის დაფინანსება
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილი: 26 ოქტომბერს ქართული ოცნების დიდი უპირატესობით გამარჯვება მათი [კოლექტიური ნაცმოძრაობის] დასასრულის დასაწყისი იქნება ბიძინა ივანიშვილი: 26 ოქტომბერს ქართული ოცნების დიდი უპირატესობით გამარჯვება მათი [კოლექტიური ნაცმოძრაობის] დასასრულის დასაწყისი იქნება
-
გადახედვაანიკო გლოგოვკი: ქართული ოცნება გადაიზარდა "ქართულ კოშმარში" ანიკო გლოგოვკი: ქართული ოცნება გადაიზარდა "ქართულ კოშმარში"
-
გადახედვაგერმანია, საფრანგეთი და პოლონეთი საქართველოს შესახებ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ გერმანია, საფრანგეთი და პოლონეთი საქართველოს შესახებ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვაშუქრუთელი მოშიმშილე გიორგი ბიწაძე კვლავ შეუძლოდ გახდა, ის საავადმყოფოშია გადაყვანილი შუქრუთელი მოშიმშილე გიორგი ბიწაძე კვლავ შეუძლოდ გახდა, ის საავადმყოფოშია გადაყვანილი
-
გადახედვანახეთ: თვითმფრინავი გრიგალ მილტონში შეფრინდა და კადრები გადაიღო ნახეთ: თვითმფრინავი გრიგალ მილტონში შეფრინდა და კადრები გადაიღო
-
გადახედვაჯანსაღი ცხოვრების წესის არჩევა გვიანი არასდროსაა — რა მოხდება, თუ მოწევას დიდ ასაკში შეწყვეტთ ჯანსაღი ცხოვრების წესის არჩევა გვიანი არასდროსაა — რა მოხდება, თუ მოწევას დიდ ასაკში შეწყვეტთ
-
გადახედვააჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა "ოცნებიდან", დავით ბაციკაძემ ბათუმელების ჟურნალისტს სეპარატისტი და ქვეყნის მტერი უწოდა აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა "ოცნებიდან", დავით ბაციკაძემ ბათუმელების ჟურნალისტს სეპარატისტი და ქვეყნის მტერი უწოდა
-
გადახედვაბათუმის მერმა თავი აარიდა კითხვას — მოუხდის თუ არა ბოდიშს ოსებს ბათუმის მერმა თავი აარიდა კითხვას — მოუხდის თუ არა ბოდიშს ოსებს
-
გადახედვაოლაფ შოლცი: ისრაელს ვაწვდიდით და კვლავაც მივაწვდით იარაღს ოლაფ შოლცი: ისრაელს ვაწვდიდით და კვლავაც მივაწვდით იარაღს
-
გადახედვარომან გოცირიძე: [ივანიშვილს] სანქციები ვერ ასცდება, მის გარემოცვასაც შავი დღე ელის რომან გოცირიძე: [ივანიშვილს] სანქციები ვერ ასცდება, მის გარემოცვასაც შავი დღე ელის
-
გადახედვა11 ოქტომბერს, თბილისში ელექტრომომარაგება ნაწილობრივ შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი 11 ოქტომბერს, თბილისში ელექტრომომარაგება ნაწილობრივ შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
-
გადახედვაეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
-
გადახედვაროგორი იყო ნეანდერტალელების გონებრივი შესაძლებლობები როგორი იყო ნეანდერტალელების გონებრივი შესაძლებლობები
-
გადახედვაევროკომისიამ მოლდოვისთვის 1.8 მილიარდი ევროს დახმარების პაკეტი მიიღო ევროკომისიამ მოლდოვისთვის 1.8 მილიარდი ევროს დახმარების პაკეტი მიიღო
-
გადახედვარიკოთზე სატვირთო მანქანა ამოტრიალდა — შექმნილია საცობი რიკოთზე სატვირთო მანქანა ამოტრიალდა — შექმნილია საცობი
-
გადახედვაგერმანიაში ქართული დანაშაულებრივი დაჯგუფების წინააღმდეგ სპეცოპერაცია ჩატარდა — დაკავებულია 12 პირი გერმანიაში ქართული დანაშაულებრივი დაჯგუფების წინააღმდეგ სპეცოპერაცია ჩატარდა — დაკავებულია 12 პირი
-
გადახედვაკადიროვი ადმინისტრაციული სამართალდამრღვევების ომში გაგზავნას განიხილავს კადიროვი ადმინისტრაციული სამართალდამრღვევების ომში გაგზავნას განიხილავს
-
გადახედვაუკრაინელი ჟურნალისტი რუსეთის ტყვეობაში გარდაიცვალა — რა არის ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი რუსეთის ტყვეობაში გარდაიცვალა — რა არის ცნობილი
კომენტარები