წყალდიდობის საფრთხე ბრიტანეთის ქალაქებს დაცარიელებით ემუქრება
ბრიტანეთის არასამთავრობო გარემოსდაცვითი სააგენტო წყალდიდობებისა და სანაპირო დატბორვებისაგან ქვეყნის დასაცავად დროული სამოქმედო გეგმის შემუშავებას ითხოვს.
ფოტო: Stephen Pond / Getty
ბრიტანეთის ზოგიერთ დასახლებაში მდინარეებთან და სანაპიროებთან ახლოს მაცხოვრებლებს, შესაძლოა, სახლების დატოვება და სხვაგან გადასვლა მოუწიოთ. ამის გამო ქვეყანა, გლობალური ტემპერატურის საშუალოდ 4 გრადუსით მატების საფრთხის გათვალისწინებით, დაუყოვნებლივი ნაბიჯების გადასადგმელად ემზადება.
ორგანიზაციამ, Environment Agency, რამდენიმე თვის წინ განაცხადა, რომ მომავალ წლებში რთული გადაწყვეტილებების მიღება გახდება საჭირო იმაში დასარწმუნებლად, რომ დიდი ბრიტანეთი ისეთ წყალდიდობებსაც გაუმკლავდება, რომელთა შეკავებას მაღალი დამცავი ჯებირები ვერ შეძლებენ.
სააგენტოს თავმჯდომარემ, ემა ჰოუვარდ ბოიდმა, წყალდიდობისა და სანაპირო ცვლილებების წინააღმდეგ საბრძოლველად გრძელვადიანი სტრატეგია დასახა, რომელიც, მისი თქმით, გლობალური ტემპერატურის 4 გრადუსით მატებასათან შემზადების ნაწილია. მსოფლიოს მასშტაბით ტემპერატურა უკვე სწრაფად უახლოვდება 2015 წლის პარიზის შეთანხმებით განსაზღვრულ დასაშვებ ზღვარს - პრე-ინდუსტრიულ დონეთაგან 1.5 გრადუსით დათბობის მაჩვენებელს.
"სანაპირო ზოლი ყოველთვის მოძრაობდა და წყალდიდობებიც გამუდმებით ხდებოდა, თუმცა კლიმატური ცვლილება ამ საფრთხეებს ზრდის და აჩქარებს", - თქვა ჰოვარდ ბოიდმა, - "ჩვენ წყალთან ბრძოლას უფრო და უფრო მაღალი ჯებირების აშენებით ვერ მოვიგებთ. ამიტომ ინგლისში წყალდიდობისაგან და სანაპირო ცვლილებებისაგან დასაცავად ისეთი თანმიმდევრული სტანდარტების განვითარება გვჭირდება, რომელიც საზოგადოებას რისკების უკეთ აღქმასა და სიტუაციასთან ადაპტირებასა და გამკლავებაში დაეხმარება".
სტრატეგიის განმსაზღვრელ ტექსტში ნათქვამია, რომ წყალდიდობისგან დაცვისა და რისკების შეფასებისადმი მიდგომა შესაცვლელია. "ჩვენ ახლავე, დაუყოვნებლივ უნდა ვიმოქმედოთ... და განსხვავებული ხედვა შევიმუშაოთ".
დოკუმენტში ასევე წერია, რომ უკვე მომხდარ წყალდიდობების შედეგებთან გამკლავების სანაცვლოდ, ქვეყანას წინასწარვე სჭირდება კლიმატის "ცვლილებების გამძლე" დასახლებების, საცხოვრისებისა და ბიზნესების შექმნა-განვითარება; და რომ, უბრალოდ, უფრო და უფრო მაღალი დამცავი კედლების აშენება გამოსავალი ვერ იქნება.
სტრატეგია ბუნებრივი ბარიერებისა და მოვარდნილი წყლის დრენაჟირების სისტემების გამართვის აუცილებლობაზე კი ამახვილებს ყურადღებას, თუმცა, ამასთან, საცხოვრებელი სახლებისა და სამეწარმეო სივრცეების გარდაუვალი წყალდიდობებისგან დასაცავად წყლის შემაკავებელი კარების დაყენებისა და ქვის იატაკების დაგების მსგავსი ქმედებების მნიშვნელობასაც უსვამს ხაზს.
სტრატეგიაში ასევე ნათლადაა აღნიშნული, რომ დიდი ბრიტანეთის გარკვეული არეალი, იქ განთავსებული სახლებისა თუ ბიზნესების ჩათვლით, ნებისმიერ შემთხვევაში დაუცველი დარჩება. "მიუხედავად ერთობლივი ძალისხმევისა, ჩვენ ყოველთვის ვერ ავიცილებთ თავიდან წყალდიდობასა და სანაპირო ზოლის ცვლილებებს". მსგავს ტერიტორიებზე პრიორიტეტი ხალხის უსაფრთხოება, ზარალის შემცირება და სწრაფი რეაბილიტაცია იქნება. საბოლოოდ, შეიძლება, ერთადერთი გამოსავალი საშიში ზონებიდან მოსახლეობის ევაკუაცია გახდეს და ასეთ დროს საზოგადოებას ცალკეული ადამიანისა თუ მთლიანი დასახლებებისთვის დახმარების გაწევა მოუწევს.
სამეფო საჰაერო ძალების ვერტმფრენი, Chinook, ლანკასტერში დაზიანებული მდინარის ნაპირის აღდგენაში მონაწილეობს, 2015 წელი.
ფოტო: Mark Nesbit / MoD / Crown Copyright / PA
"გამძლეობა იმასთან შეგუებასაც გულისხმობს, რომ გარკვეულ ადგილებში წყალდიდობასა და სანაპირო ცვლილებებს წინ ვერ აღვუდგებით. შესაბამისად, ჩვენ ახალ საცხოვრებელ პირობებთან უკეთ ადაპტირების უნარი უნდა გამოვიმუშაოთ; ამის მაგალითი შეიძლება იყოს სახლების ისე დაპროექტება, რომ დატბორვის შემდეგ მათი აღდგენა ადვილი გახდეს. ამასთან, პოტენციური საფრთხის ქვეშ მყოფი დასახლებების სახიფათო ზონიდან სწრაფად გაყვანის მეთოდებიც უნდა შევიმუშაოთ".
ბრიტანეთში დაახლოებით 185 კილომეტრის სიგრძის დატბორილი სანაპირო ზოლისა და 1610 მეტრამდე სიგრძის ეროზიის რისკის ქვეშ მყოფი ტერიტორიის დაცვის მცდელობა უკვე უშედეგო ძალისხმევად მიიჩნევა.
ქვეყნის მთავრობის კლიმატური ცვლილების კომიტეტის მრჩეველთა პანელის უკანასკნელი განცხადების თანახმად, 2080-იანი წლებისათვის ინგლისის 1.5 მილიონამდე ნაგებობება, შეიძლება, დატბორვის მნიშვნელოვანი რისკის ქვეშ აღმოჩნდეს.
ჰამბერის ესტუარში წყლის დონის მატება და მდინარის ნაპირებიდან გადმოსვლა 55,000 სახლს უქმნის საფრთხეს. 2013 წელს აღმოსავლეთ სანაპიროს ძლიერმა მოქცევამ ათასობით ადამიანს მიატოვებინა სახლები - ჩრდილოეთის ზღვის სანაპირო ტერიტორიებზე მომატებულმა წყლის დონემ 1953 წლის წყალდიდობების რეკორდი მოხსნა. დევონში, 2014 წელს ადამიანები იძულებულნი გახდნენ, დაეტოვებინათ საცხოვრებლები, ხოლო რკინიგზის საკვანძო მონაკვეთი, რომელიც ამ არეალს ქვეყნის დანარჩენ ნაწილთან აკავშირებდა, შტორმისა და წყალდიდობის შედეგად განადგურდა.
სააგენტოზე დაყრდნობით, მომავალში უფრო მეტი სახლი დადგება საფრთხის წინაშე, რადგან დატბორვის ადგილებში აშენებულ ნაგებობათა რაოდენობა, როგორც ჩანს, მომდევნო 50 წლის განმავლობაში გაორმაგდება.
სააგენტომ მიზნად დაისახა, რომ 2050 წლისთვის ქვეყანა წყალდიდობისა და სანაპირო რისკების მიმართ უვნებელი გახადოს, ხოლო ტერიტორიათა გამძლეობის სტრატეგია მიმართულია საზოგადოების წევრებში იმ უნარების გამომუშავებისაკენ, რომლებიც მათ წყალდიდობისაგან და სანაპირო ცვლილებისაგან გამოწვეულ შემთხვევებთან გამკლავებაში დაეხმარება. სააგენტოსვე თქმით, ტრადიციული ნაპირსამაგრი ჯებირების ასაშენებლად და დატბორვის პროცესის სამართავად წლიურად, საშუალოდ, €1 მილიარდი იქნება საჭირო.
"ნებისმიერი სახის წყალდიდობა საზარელია", - ვკითხულობთ განცხადებაში, - "ეროზია ყველაფერს ანადგურებს. [წყალდიდობა] ჭუჭყიანი, შეუჩერებელი, დამაზიანებელი და ხანდახან სიკვდილის გამოწვევიც კია. ის ხალხს თავიანთი სახლებისა და საქმიანობის მიტოვებას აიძულებს, იწვევს ხანგრძლივ ნერვულ აშლილობებს და ანადგურებს შემოსავლის წყაროებს, ბუნებრივ გარემოსა და სხვა ღირებულ სივრცეებს. საუკეთესო შემთხვევაში, წყალდიდობა და სანაპირო ცვლილება შემაწუხებელი და ცხოვრების წესის ამრევია".
დანგრევის პირას მყოფი ბაღები ჰეიზბარაში, ჩრდილო-აღმოსავლეთ ნორფოლკი.
ფოტო: Graeme Robertson / The Guardian
კლიმატის ცვლილების კომიტეტის თავმჯდომარემ, ლორდმა დებენმა ბრიტანეთის მთავრობას მოუწოდა, 2050 წლისთვის სათბური აირების გამოყოფის ნულამდე შესამცირებლად კანონით დამავალდებულებელი ნაბიჯების გადადგმა დაესახა მიზნად. მისი თქმით, დიდმა ბრიტანეთმა სასწრაფოდ უნდა შეიმუშაოს მოსალოდნელ ცვლილებებთან წინასწარ გამკლავების გეგმა. "გარემოს სააგენტო ზუსტად ამას ცდილობს, როცა წყალდიდობასთან ბრძოლისათვის სტრატეგიას ისახავს, თუმცა ჩვენ ცვლილებებს ფეხს ვერ ავუწყობთ, თუ გამონაბოლქვს ნულამდე არ შევამცირებთ", - განაცხადა მან.
გარემოსდაცვითი ორგანიზაციების საერთაშორისო ქსელის, დედამიწის მეგობრების სამეცნიერო განყოფილების უფროსმა, მაიკ ჩაილდსმა განაცხადა, რომ კანონის მიღება და წყალდიდობის საწინააღმდეგო ნაგებობების აშენება უდაოდ მნიშვნელოვანია, თუმცა პრიორიტეტი გამონაბოლქვების შემცირება უნდა იყოს, რათა კლიმატური ქაოსის ყველაზე ცუდი შედეგების თავიდან აცილება შევძლოთ.
"ჰიდრო-ხლეჩის შეუნელებელი პროცესი, აეროპორტების გაფართოება და გზების მშენებლობა ცხადყოფს, რომ ჩვენი მთავრობა განახლებადი ენერგიის მხარდასაჭერად მნიშვნელოვან ნაბიჯებს არ დგამს", - დასძენს ჩაილდსი.
ბრიტანეთის გარემოს დაცვის მინისტრის, ტერეზ კოფის განცხადებით, მთავრობამ ამ პრობლემის მოსაგვარებლად 6 წლის განმავლობაში უკვე £2.6 მილიარდი გამოყო, რის შედეგადაც 1,500-ზე მეტი პროექტი განხორციელდა და უკეთესად დაცული 300,000 სახლი აშენდა. "თუმცა კლიმატური ცვლილების საფრთხე ნიშნავს, რომ რისკები მუდმივად იზრდება და ქვეყნისა და მოსახლეობის მომზადება მთავრობისათვის პრიორიტეტი უნდა იყოს", - განაცხადა მან და დაამატა, რომ მთავრობა იწყებს მონაცემთა მოძიებას, რათა წყალდიდობისა და სანაპირო ეროზიის რისკებთან დაკავშირებით უკეთ იყოს ინფორმირებული.
-
მთავარია, მათი გადაწყვეტილებები და გადადგმული ნაბიჯები ჯდებოდეს კანონის ფარგლებში — კალაძე ოკუპირებულ აფხაზეთისთვის საწვავის მიწოდებზე მთავარია, მათი გადაწყვეტილებები და გადადგმული ნაბიჯები ჯდებოდეს კანონის ფარგლებში — კალაძე ოკუპირებულ აფხაზეთისთვის საწვავის მიწოდებზე
გადახედვა
-
სამეფო ქორწილი და ახალი ბოროტმოქმედი — იხილეთ ნაწყვეტი Frozen 3-დან სამეფო ქორწილი და ახალი ბოროტმოქმედი — იხილეთ ნაწყვეტი Frozen 3-დან
გადახედვა
-
თიბისი ტექ ტალანტების მხარდამჭერი: საქართველოს ნაკრებმა IOI 2026-ზე 2 მედალი და 2 საპატიო სიგელი მოიპოვა თიბისი ტექ ტალანტების მხარდამჭერი: საქართველოს ნაკრებმა IOI 2026-ზე 2 მედალი და 2 საპატიო სიგელი მოიპოვა
-
ფიგურულ ციგურაობაში II ადგილის მფლობელები ₾0.5 მლნ-ს მიიღებენ — მთავრობა 25-ე ზამთრის ოლიმპიური თამაშების მონაწილეებს ფულად პრიზებს გადასცემს ფიგურულ ციგურაობაში II ადგილის მფლობელები ₾0.5 მლნ-ს მიიღებენ — მთავრობა 25-ე ზამთრის ოლიმპიური თამაშების მონაწილეებს ფულად პრიზებს გადასცემს
გადახედვა
-
იაპონიაში 30 წლის წინ ნაპოვნი ნამარხი ხელახლა შეისწავლეს და მოზაზავრის ძვლები აღმოაჩინეს იაპონიაში 30 წლის წინ ნაპოვნი ნამარხი ხელახლა შეისწავლეს და მოზაზავრის ძვლები აღმოაჩინეს
გადახედვა
-
კაია კალასი: ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქცირებულთა სიას მესამედით გაზრდის კაია კალასი: ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქცირებულთა სიას მესამედით გაზრდის
გადახედვა
-
სააკაშვილი წერს, რომ რუსებმა ივანიშვილს საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ხელშეკრულების პროექტი გამოუგზავნეს სააკაშვილი წერს, რომ რუსებმა ივანიშვილს საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ხელშეკრულების პროექტი გამოუგზავნეს
გადახედვა
-
"რეპსოლი" "სოლიდუსს" საწვავის მიწოდებას უწყვეტს — კომპანია საწვავს ოკუპირებულ აფხაზეთში აწვდიდა "რეპსოლი" "სოლიდუსს" საწვავის მიწოდებას უწყვეტს — კომპანია საწვავს ოკუპირებულ აფხაზეთში აწვდიდა
გადახედვა
-
კრიშტიანუ რონალდუ და ჯორჯინა როდრიგესი საქორწილოდ დემნას სამოსში გამოეწყვნენ — ნახეთ ფოტოები კრიშტიანუ რონალდუ და ჯორჯინა როდრიგესი საქორწილოდ დემნას სამოსში გამოეწყვნენ — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
საქართველო ირანის წინააღმდეგ EU-ს ახალ სანქციებს არ შეუერთდა საქართველო ირანის წინააღმდეგ EU-ს ახალ სანქციებს არ შეუერთდა
გადახედვა
-
"თავისუფლების მოედნის" პოლიტიკური ექსპედიცია, პანკისისა და თუშეთის შემდეგ, ხევსურეთში გრძელდება "თავისუფლების მოედნის" პოლიტიკური ექსპედიცია, პანკისისა და თუშეთის შემდეგ, ხევსურეთში გრძელდება
გადახედვა
-
ბათუმში აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე დააკავეს ბათუმში აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე დააკავეს
გადახედვა
-
ირანში უცხოურ მედიასთან ინტერვიუებზე, შესაძლოა, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყოს ირანში უცხოურ მედიასთან ინტერვიუებზე, შესაძლოა, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყოს
გადახედვა
-
როგორ გადავიდა საინვესტიციო ჯგუფი DMG Group იმპორტიდან ექსპორტზე როგორ გადავიდა საინვესტიციო ჯგუფი DMG Group იმპორტიდან ექსპორტზე
-
დააკავეს კაცი, რომელმაც ნაცნობს $30 000 გამოსძალა, გარანტიად კი უცხო, უვარგისი მიწის ნაკვეთი გადაუფორმა დააკავეს კაცი, რომელმაც ნაცნობს $30 000 გამოსძალა, გარანტიად კი უცხო, უვარგისი მიწის ნაკვეთი გადაუფორმა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალ შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკი პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალ შესაძლებლობებს ქმნის
-
თელავის მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ₾500 000 გამოუყო თელავის მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ₾500 000 გამოუყო
გადახედვა
-
მეტეოროლოგ კობა ფარტენაძეს ბათუმში, ევროპის მოედანზე, კვლავ თავს დაესხნენ მეტეოროლოგ კობა ფარტენაძეს ბათუმში, ევროპის მოედანზე, კვლავ თავს დაესხნენ
გადახედვა
-
გელათის რეაბილიტაციის კომიტეტი: ტაძარში მიმდინარე სამუშაოებზე დეზინფორმაცია ვრცელდება გელათის რეაბილიტაციის კომიტეტი: ტაძარში მიმდინარე სამუშაოებზე დეზინფორმაცია ვრცელდება
გადახედვა
-
NATO-ს გამანადგურებელმა რუმინეთის საჰაერო სივრცეში სავარაუდოდ რუსული დრონი ჩამოაგდო NATO-ს გამანადგურებელმა რუმინეთის საჰაერო სივრცეში სავარაუდოდ რუსული დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
არასრუწლოვანი ბიჭი გოგოს სადარბაზოში შეჰყვა და ფიზიკური შეხება სცადა — პოლიციამ 15 წლამდე ბიჭი დააკავა არასრუწლოვანი ბიჭი გოგოს სადარბაზოში შეჰყვა და ფიზიკური შეხება სცადა — პოლიციამ 15 წლამდე ბიჭი დააკავა
გადახედვა
კომენტარები