შიმშილობის პოლიტიკური წონა და ჯანმრთელობით გადახდილი ფასი
ფოტო: Wikimedia Commons
პროტესტის სხვა ფორმებისგან განსხვავებით, შიმშილობას სამიზნე ობიექტზე პირდაპირი ეფექტი არ აქვს. ფიზიკურად პროტესტის გამომთქმელი იტანჯება, და არა ის, ვის მიმართაც პროტესტია გამოცხადებული. ასეთ დროს გაფიცული ადამიანი მიზნის მიღწევის გზაზე თავისი ქმედების მორალური ღირებულების ან საზოგადოებრივი ეთიკის იმედადაა.
შიმშილობის ისტორია
შიმშილობით გაფიცვა თანამედროვე ციფრულ ერაში — როცა ხალხამდე ხმის მიწვდენისა და შენი სატკივარის გაზიარების მეტი შესაძლებლობა გაქვს — ახალ ძალასა და მნიშვნელობას იძენს. თუმცა პოლიტიკური პროტესტის ეს უკიდურესი ფორმა საუკუნოვან ისტორიას ითვლის.
მსგავსი ქმედების აღმწერი ერთ-ერთი პირველი ჩანაწერი უძველეს ინდურ წმინდა წერილებში იძებნება. წყარო მოგვითხრობს გადასახლებული მეფის, რამას ძმის შესახებ, რომელიც მარხვის მუქარით ცდილობდა დაეყოლიებინა ძმა, უკან დაბრუნებულიყო. ამ კონკრეტულ შემთხვევაში შიმშილობა წარუმატებელი აღმოჩნდა, მაგრამ იდეა ნამდვილად შენარჩუნდა. მაგალითად, პრექრისტიანულ ირლანდიაში შიმშილობა სამართლებრივი სისტემის ნაწილსაც კი წარმოადგენდა. თუ ადამიანი თქვენი ქმედებების მსხვერპლად იგრძნობდა თავს და თქვენი სახლის კარის წინ სიკვდილამდე იშიმშილებდა, მისი ვალების გადახდა დაგეკისრებოდათ.
შიმშილობის იდეა, როგორც პოლიტიკური პროტესტის ფორმა, ახალი სიძლიერით უახლოეს წარსულში დამკვიდრდა. კერძოდ, მეოცე საუკუნის დასაწყისის დიდ ბრიტანეთში, როცა საჭმლის მიღებაზე უარი სუფრაჟისტმა ქალებმა თქვეს. 1909 წლის ივლისში, როდესაც ექიმმა ერთ-ერთ დაკავებულ სუფრაჟისტს, მარიონ უოლას-დანლოპს ჰკითხა, სადილად რას მიირთმევდა, მან საპასუხოდ მიუგო, ჩემი გადაწყვეტილების სიმტკიცესო.
ფოტო: Getty
დიდი ალბათობით, განდი ისტორიაში ყველაზე ცნობილი მოშიმშილე გახლავთ; 1980 და 1981 წლებში პატიმრობაში მყოფმა ჩრდილოეთ ირლანდიელმა რესპუბლიკელებმაც თავიანთი პოლიტიკური პოზიციის ხაზგასასმელად პროტესტის ამ უკიდურეს ფორმას მიმართეს.
ფაქტობრივად, მეოცე საუკუნეში შიმშილობა სამართლიანობის ძიების კულტურული ფორმადაც კი დამკვიდრდა.
შიმშილობის პოლიტიკური მნიშვნელობა
მეცნიერი შარმან რასელი აღნიშნავს, რომ პროტესტის ამ ფორმას საჯარო ყურადღება ჟანგბადივით სჭირდება, მაგრამ თუ ის, რის გამოც შიმშილობენ, საზოგადოების მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს, მისდამი ინტერესი მალევე დაიკარგება.
შიმშილობით გაფიცვა გამოუყენებიათ როგორც ძალადობრივ, ასევე არაძალადობრივ მოძრაობებს, ხოლო ცვლილება, რომლის მოთხოვნაც უდევს ხოლმე საფუძვლად ამ ქმედებას, ხან ხორციელდება, ხან კი — ვერ.
მაიკლ ბიგსი, ოქსფორდის უნივერსიტეტის სოციოლოგი, ამბობს, რომ შიმშილობის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული შემთხვევა ირლანდიელი რესპუბლიკელების მიერ ბრიტანეთის სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლისას დაფიქსირდა. თუმცა, ეს წარმატება ძვირადაც დაჯდა - ტომას ეში 1917 წელს დუბლინში საკვების იძულებით მიღებისას გარდაიცვალა, ტერენს მაქსვინმა 1920 წელს ლონდონში სიკვდილამდე იშიმშილა, ხოლო ბობი სენდსი პროტესტის ამ ფორმას ლონგკეშის ციხეში 1981 წელ შეეწირა.
ფოტო: Getty
ამ ადამიანების თავგანწირვას დაუყოვნებლივ არ მოჰყოლია დათმობები ბრიტანეთის სახელმწიფოს მხირდან. სამაგიეროდ, მან ირლანდიელ საზოგადებაზე იქონია მნიშვნელოვანი ზეგავლენა. შედეგად მოსახლეობა ირლანდიურ რესპუბლიკანიზმს მიემხრო. ამასთან, მოშიმშილეებმა ბრიტანული საზოგაოდების ნაწილშიც კი შეარყიეს სახელმწიფოს პოლიტიკის მიმართ მხარდაჭერა.
სუფრაჟისტი ქალების მიერ განხორციელებულმა ამ უკიდურესი პროტესტის ფორმამაც თავის დროზე ბრიტანეთში მედიის ყურადღება მოიპოვა, მხარდამჭერების ერთგულება კი უფრო მეტად განამტკიცა. თუმცა ქალებმა არჩევნებში ხმის უფლება მოგვიანებით მოიპოვეს, რაც, შეიძლება, პირველ მსოფლიო ომში მათ მიერ გაწეულ სამსახურს უფრო მიეწეროს.
რაც შეეხება განდის, ის არაძალადობრივი პროტესტის სიმბოლოდაც კი იქცა და მილიონობით ინდოელის მიერ მისი მეთოდების გამოყენებამ ინდოეთში ბრიტანული მმართველობის დამხობის პროცესში ერთობ ეფექტიანი როლი შეასრულა.
ფოტო: Reuters
შიმშილობის სამედიცინო მხარე
კონკრეტულად რა ემართებათ გაფიცულ მოშიმშილეებს და რას ფიქრობენ ამის შესახებ ექიმები თუ მედიცინის სხვა სპეციალისტები?
2008 წელს სამედიცინო ჟურნალმა, The Lancet, ბრიტანეთის ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად გაფიცული მოშიმშილეებისთვის სპეციალური რეკომენდაციები გამოაქვეყნა.
ამ რეკომენდაციების თანახმად, გაფიცვის დაწყებისას ჯანმრთელობის პრობლემების არმქონე ადამიანებში, "ჩვეულებრივ, ექვსიდან რვა კვირამდე საკვების უკმარისობის გამო გარდაცვალების რისკი ძალიან დაბალია". არაჯანსაღი ადამიანი კი შიმშილობისგან სამ კვირაშიც კი შეიძლება დაიღუპოს.
და თუ მოშიმშილე ყველა სითხის, მათ შორის წყლის, მიღებაზეც უარს აცხადებს, "ამან, შესაძლოა, ფატალური შედეგი შვიდიდან თოთხმეტ დღემდე შუალედში გამოიწვიოს, რადგანაც ორგანიზმის გაუწყლოება ძალიან სწრაფად ხდება, განსაკუთრებით კი წელიწადის ცხელ პერიოდებში".
შიმშილით მოგვრილი აუტანელი ტკივილი რამდენიმე დღეს გრძელდება
კალიფორნიის ჯანმრთელობის გაუმჯობესებაზე ზრუნვის განყოფილების მიერ მასობრივად გაფიცული მოშიმშილეების გამოცდილებაზე დაყრდნობით გამოქვეყნებული კვლევის ანგარიშის თანახმად, მარხვისა თუ შიმშილის დაწყებისას გაჩენილი გაუსაძლისი ტკივილი ჩვეულებრივ ორ ან სამ დღეში ქრება.
შიმშილობის მესამე დღის შემდეგ ორგანიზმი კუნთებში არსებული ცილების გამოყენებას იწყებს, რათა წარმოქმნას გლუკოზა, იგივე შაქარი, რომელიც უჯრედული მეტაბოლიზმისთვისაა საჭირო. ამავე დროს, ისეთი მნიშვნელოვანი ქიმიური ნივთიერების მაჩვენებელი, როგორიცაა კალიუმი, სახიფათოდ დაბლა ეცემა. ორგანიზმი ასევე კარგავს ცხიმებსა და კუნთოვან მასას.
ორი კვირის თავზე გაფიცულ მოშიმშილეებს უკვე ფეხზე დგომა უჭირთ; მათ ასევე ეწყებათ ძლიერი თავბრუსხვევა, მოთენთილობა, სისუსტე, სიცივის შეგრძნება, კარგავენ წონასწორობას და უსუსტდებათ გულისცემა.
ორი ან სამი კვირის შემდეგ წარმოშობილი ვიტამინ B1-ის ნაკლებობა სერიოზულ საფრთხეს აჩენს. კერძოდ, მოშიმშილეებს შეიძლება ისეთი სერიოზული ნევროლოგიური პრობლემები განუვითარდეთ, როგორებიცაა კოგნიტურ უნართა დარღვევა, მხედველობის დაკარგვა და მოტორული უნარების შესუსტება.
ჯანმრთელობის პერმანენტული გაუარესება და სიკვდილი
კვებაზე უარის თქმიდან ერთი თვის ან სხეულის წონის 18%-ის დაკარგვის შემდეგ ორგანიზმში მძიმე და მუდმივი სამედიცინო გართულებები იჩენს თავს. ამ დროს მოშიმშილეს წყლის ყლაპვაც კი უჭირს, შესაძლოა, დაკარგოს სმენა და მხედველობა, უძნელდება სუნთქვა და ორგანოები მწყობრიდან გამოსვლას იწყებს. 45 დღის შემდეგ კი გულის უკმარისობის ან სერიოზული ინფექციის გამო სიკვდილის ძალიან მაღალი ალბათობა დგება.
ფიზიკურ ზიანთან ერთად მოშიმშილეებს ფსიქოლოგიური ცვლილებებიც აღენიშნებათ: ისინი იმპულსურები და აგრესიულები ხდებიან. ჟურნალ Medical Ethics-ის თანახმად, ეს ფაქტორები "აძლიერებს იმის ალბათობას, რომ ისინი შიმშილობას სიკვდილამდე არ შეწყვეტენ".
შიმშილის დასრულების შემდეგაც კი ჭამის დაწყებას მაღალი რისკები ახლავს, რადგანაც ორგანიზმისთვის საკვების მიწოდების მკაცრი შეზღუდვა მის მეტაბოლიზმს სიღრმისეულად ცვლის.
2011 წელს ჟურნალ Gastroenterology Research and Practice-ში გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, რამდენიმე-კვირიანი შიმშილობის შემდეგ პაციენტებმა საკვებ ნივთიერებათა აღდგენა ფრთხილად და ეტაპობრივად უნდა დაიწყონ.
შიმშილობა და სამედიცინო ეთიკა
სამედიცინო ეთიკა, რომელიც მოშიმშილეების იძულებით კვებას ითვალისწინებს, დავის საგანია. კუბაში, გუანტანამოს ყურეში ამერიკის სამხედრო ბაზაზე პატიმრების ნაწილს, რომლებმაც 2005 წელს შიმშილობა დაიწყეს, იძულებით აწოდებდნენ საკვებს, რასაც ჟურნალ American Medical Association-ში კანონის შავი ხვრელი უწოდეს. სტატიაში აღნიშნულია, რომ რადგანაც "გუანტანამოს ყურეში ქმედუნარიან პატიმრებს ბოჭავდნენ და იძულებით კვებავდნენ, ეს არღვევს როგორც ჟენევის კონვენციას, ისე ადამიანის უფლებების საერთაშორისო კანონსა და სამედიცინო ეთიკას".
ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი შიმშილობის შემთხვევა
ირომ ჩანუ შარმილა, რომელსაც მანიპურის რკინის ლედისაც უწოდებენ, მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივად მოშიმშილე ადამიანის სახელით შევიდა. ინდოელ ქალს 500 კვირის განმავლობაში არც საკვები და არც წყალი არ მიუღია, ცოცხალი კი მთავრობის მიერ იძულებით გაკეთებული წვეთოვანის შედეგად დარჩა.
ფოტო: Oinam Anand
ირომმა პროტესტის ამ უკიდურეს ფორმას 2000 წლის 5 ნოემბერს, მას შემდეგ მიმართა, რაც მანიპურში ინდოელმა ჯარისკაცებმა, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 10 უიარაღო მოქალაქე მოკლეს. ინდოეთის შეიარაღებული ძალების სპეციალური უფლებამოსილების აქტი ინდოელ სამხედროებს უფლებას აძლევს, თუ ამის საჭიროებას იგრძნობენ, ადამიანს გაუფრთხილებლად ესროლონ.
ირომი გაფიცვისას სამი დღის განმავლობაში პატიმრობაში იმყოფებოდა. ვინაიდან ინდოეთში თვითმკვლელობის მცდელობა დანაშაულად ითვლება, მისი სიცოცხლის შენარჩუნების მიზნით, მას წვეთოვანი ძალდატანებით დაუმაგრეს. თუმცაღა, როგორც კი ჯანმრთელობა აღიდგინა და საპატიმროდან გაათავისუფლეს, მან გაფიცვა და შიმშილობა განაახლა, რის გამოც, საბოლოოდ, განუსაზღვრელი ვადით დააკავეს.
ირომს 2016 წლის 26 ივლისამდე, შიმშილობის დაწყებიდან სრული 500 კვირის განმავლობაში, არც უჭამია და არც დაულევია. მან მსოფლიო მასშტაბით უდიდესი მხარდაჭერა დაიმსახურა და აზიური ადამიანთა უფლებების დაცვის კომისიისაგან ცხოვრებისეული დამსახურებისთვის ჯილდოც მიიღო.
-
აშშ-მა ახალი თაობის ტანკი წარადგინა — M1E3-ს 6 წლით უფრო ადრე ვიხილავთ აშშ-მა ახალი თაობის ტანკი წარადგინა — M1E3-ს 6 წლით უფრო ადრე ვიხილავთ
გადახედვა
-
10 რამ, რასაც 2016 წელს ვაკეთებდით 10 რამ, რასაც 2016 წელს ვაკეთებდით
გადახედვა
-
ბრუკლინ ბექჰემის ქორწილის დიჯეი "უხერხულ" ცეკვაზე საუბრობს ბრუკლინ ბექჰემის ქორწილის დიჯეი "უხერხულ" ცეკვაზე საუბრობს
გადახედვა
-
Google Translate-ს კონკურენტი გამოუჩნდა? — ChatGPT-ს თარგმნის ცალკე სერვისი დაემატა Google Translate-ს კონკურენტი გამოუჩნდა? — ChatGPT-ს თარგმნის ცალკე სერვისი დაემატა
გადახედვა
-
1-ელი მარტიდან, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში დასაქმება ეზღუდებათ 1-ელი მარტიდან, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში დასაქმება ეზღუდებათ
გადახედვა
-
რატომაა ადამიანის პენისი სხვა პრიმატებისაზე დიდი? — ახალი კვლევა გვპასუხობს რატომაა ადამიანის პენისი სხვა პრიმატებისაზე დიდი? — ახალი კვლევა გვპასუხობს
გადახედვა
-
ანიტა ჰიპერი: EU-ში ტროტუარზე დგომის გამო ხალხის გასამართლება დემოკრატიასთან შეუთავსებელია ანიტა ჰიპერი: EU-ში ტროტუარზე დგომის გამო ხალხის გასამართლება დემოკრატიასთან შეუთავსებელია
გადახედვა
-
5 შეცდომა, რომელიც მშენებლობისას ფულს გაკარგვინებთ 5 შეცდომა, რომელიც მშენებლობისას ფულს გაკარგვინებთ
-
სამხრეთის კარიბჭე: არქიმანდრიტ ნიკოლოზ გეწაძეს, რომელსაც გოგოები სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებდნენ, სავარაუდოდ, მღვდელმოქმედება აღუდგინეს სამხრეთის კარიბჭე: არქიმანდრიტ ნიკოლოზ გეწაძეს, რომელსაც გოგოები სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებდნენ, სავარაუდოდ, მღვდელმოქმედება აღუდგინეს
გადახედვა
-
TI: ტროტუარზე პროტესტის აკრძალვა ადამიანის ერთ-ერთ ძირითად უფლებას — შეკრების თავისუფლებას აუქმებს TI: ტროტუარზე პროტესტის აკრძალვა ადამიანის ერთ-ერთ ძირითად უფლებას — შეკრების თავისუფლებას აუქმებს
გადახედვა
-
ტროტუარზე დგომისთვის 5 მოქალაქეს პატიმრობა შეუფარდეს ტროტუარზე დგომისთვის 5 მოქალაქეს პატიმრობა შეუფარდეს
გადახედვა
-
სეს: Picot-ის ბავშვთა კვების რძის პროდუქტების იმპორტიორი დაჯარიმდა სეს: Picot-ის ბავშვთა კვების რძის პროდუქტების იმპორტიორი დაჯარიმდა
გადახედვა
-
ფუკუშიმის ტრაგედიიდან 15 წლის შემდეგ იაპონია უდიდეს ატომურ ელექტროსადგურს აღადგენს ფუკუშიმის ტრაგედიიდან 15 წლის შემდეგ იაპონია უდიდეს ატომურ ელექტროსადგურს აღადგენს
გადახედვა
-
"უფრო უხარისხო, უფრო ტოქსიკური ნივთიერებები შემოვა" — ზურა სიხარულიძე ფსიქოტროპული მედიკამენტების დანიშვნისთვის კონტროლის გამკაცრებაზე "უფრო უხარისხო, უფრო ტოქსიკური ნივთიერებები შემოვა" — ზურა სიხარულიძე ფსიქოტროპული მედიკამენტების დანიშვნისთვის კონტროლის გამკაცრებაზე
გადახედვა
-
ჯოდი ფოსტერს ბავშვობაში გადაღებებზე თავს ლომი დაესხა ჯოდი ფოსტერს ბავშვობაში გადაღებებზე თავს ლომი დაესხა
გადახედვა
- შსს-ს და თავდაცვის სამინისტროს 4 თანამშრომელს, რომლებმაც შუფუტინსკის მუსიკის გამო რესტორანში იჩხუბეს, 4000-4000-ლარიანი გირაო შეეფარდათ შსს-ს და თავდაცვის სამინისტროს 4 თანამშრომელს, რომლებმაც შუფუტინსკის მუსიკის გამო რესტორანში იჩხუბეს, 4000-4000-ლარიანი გირაო შეეფარდათ
-
ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ განათლების მსგავსად, ჯანდაცვის სფეროშიც საჭიროა რეფორმის გატარება ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ განათლების მსგავსად, ჯანდაცვის სფეროშიც საჭიროა რეფორმის გატარება
გადახედვა
-
როგორი იყო ჩვენთვის ცნობილი უძველესი პანდემია — მეცნიერები მის კვალს სწავლობენ როგორი იყო ჩვენთვის ცნობილი უძველესი პანდემია — მეცნიერები მის კვალს სწავლობენ
გადახედვა
-
"კოსმოსური ვულკანი" — შავი ხვრელი 100 მლნ. წლის შემდეგ ხელახლა გააქტიურდა "კოსმოსური ვულკანი" — შავი ხვრელი 100 მლნ. წლის შემდეგ ხელახლა გააქტიურდა
გადახედვა
-
დღისით მღვდელი, ღამით დიჯეი: პადრე გილერმეს რეივი დღისით მღვდელი, ღამით დიჯეი: პადრე გილერმეს რეივი
გადახედვა
-
ნათია ლაბაძე საქართველოში გემის პირველი ქალი კაპიტანი გახდა ნათია ლაბაძე საქართველოში გემის პირველი ქალი კაპიტანი გახდა
გადახედვა
კომენტარები