გირჩის ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ არჩევნებზე ხმის მიცემა 16 წლის ადამიანს უნდა შეეძლოს. გარდა ამისა, მისივე თქმით, 18 წლის ადამიანმა პარლამენტში შესვლა უნდა შეძლოს. ამის შესახებ ჯაფარიძე Facebook-ზე წერს და რუსთაველზე აქციის #სირცხვილია ორგანიზატორებს მიმართავს.

"ასაკობრივი ცენზიც თქვენგან, ახალგაზრდებისგან თავის დასაცავად აქვთ შექმნილი — თქვენთან კონკურენციის ეშინიათ. სწორად ეშინიათ. მოითხოვეთ დაწევა, ჩაერთეთ პოლიტიკაში. თქვენ გარეშე არსებული პოლიტიკური კლასი ამ საქმეს ვერ გასწევს და თუ გასწევს, მხოლოდ თქვენი დახმარებით, მაგრამ ეს იქნება ნახევრად გამარჯვება, 4/5-ით საბჭოთა საქართველოსგან მივიღებთ 3/5-ით საბჭოთა საქართველოს", — მიმართავს ჯაფარიძე აქციის ორგანიზატორებსა და სხვა ახალგაზრდებს.