პოლონეთისა და უკრაინის საგარეო უწყებები ანტისაოკუპაციო ბრძოლაში აქციას მხარს უჭერენ
ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge
პოლონეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროები თბილისში აქციის მონაწილეებს მხარდაჭერას უცხადებენ. პოლონეთის საგარეო უწყება წერს, რომ გასაგებია ხალხის პროტესტი, რომელიც რუსი დეპუტატების ჩამოსვლას გამოიწვია.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო იზიარებს ქვეყნის ხელისუფლებისა და აქციის მონაწილეების სულისკვეთებას რუსული ოკუპაციის მიმართ.
"უკრაინა ადასტურებს სოლიდარობას ქართველ ხალხთან მათ ბრძოლაში სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის, ადასტურებს მხარდაჭერას საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტებისა და დემოკრატიის შემდგომ განვითარებას", — ნათქვამია უკრაინის საგარეო უწყების პრესსპიკერის განცხადებაში.
20 ივნისის აქცია
მოქალაქეების პროტესტი საქართველოში რუსი დეპუტატების ჩამოსვლას მოჰყვა. მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ფარგლებში, რომელიც 19-22 ივნისს უნდა გამართულიყო, საქართველოში 25 ქვეყნის დელეგაცია ჩამოვიდა, მათ შორის რუსეთის დუმის სამი დეპუტატი. ასამბლეის წაყვანის დროს სერგეი გავრილოვი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე იჯდა, რასაც ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის მხრიდან პროტესტი მოჰყვა. ოპოზიციის წევრები პლენარულ სხდომათა დარბაზში შევიდნენ და თავმჯდომარის ადგილი დაიკავეს, გავრილოვს კი დარბაზში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ. ისინი ამბობდნენ, რომ თავმჯდომარის ადგილას ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატი, რომელმაც აფხაზეთი და ცხინვალი დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარა, არ უნდა იჯდეს.
საბოლოოდ, ასამბლეის სესია შეწყდა და რუსმა დეპუტატებმა ქვეყანა დატოვეს. ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ სხდომა ასამბლეის გენერალურ მდივანს, ბერძენ დეპუტატს უნდა წაეყვანა და ეს პროტოკოლის მიხედვით იყო განსაზღვრული. მათ ისიც ახსენეს, რომ გავრილოვის მხრიდან ეს იყო მიზანმიმართული პროვოკაცია.
გავრილოვის მიერ სკამის დაკავებას საპროტესტო ტალღა მოჰყვა. მოქალაქეებმა ანტისაოკუპაციო აქციები მოაწყეს. დღის ბოლოს კი პარლამენტის წინ შეიკრიბნენ. ოპოზიციის წევრები ითხოვდნენ ირაკლი კობახიძის, ვახტანგ გომელაურისა და გიორგი გახარიას გადადგომას. აქციის მონაწილეების ნაწილმა პარლამენტში შესვლა სცადა და ცენტრალურ გამზირზე მობილიზებულმა სპეცრაზმმა მათი დაშლა დაიწყო.
სამართალდამცავებმა მოქალაქეების წინააღმდეგ რეზინის ტყვიები, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს.
აქციის დაშლის დროს კლინიკებში 240 მოქალაქე გადაიყვანეს, რომელთაგან 80 სამართალდამცავი იყო. დაშავებულებიდან 2-მა თვალი დაკარგა, მათ შორის 18 წლის გოგომ, რომელიც, მისი დის თქმით, უბრალო გამვლელი იყო და აქციაში არ მონაწილეობდა. დაზიანებები მიიღეს 30-ზე მეტმა ჟურნალისტმა, მათ შორის იყვნენ On.ge-ს სამი თანამშრომელი. ამ დროისთვის კლინიკებში მკურნალობას 54 პირი აგრძელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ სხვადასხვა სამართალდარღვევისთვის ჯამში 305 ადამიანი დააკავა. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას გულისხმობს.
-
ჰარვარდის პროფესორის თქმით, შეიმუშავეს ალგორითმი, რომელმაც შეიძლება "უსასრულო მეხსიერება" მოგვცეს ჰარვარდის პროფესორის თქმით, შეიმუშავეს ალგორითმი, რომელმაც შეიძლება "უსასრულო მეხსიერება" მოგვცეს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ქართული ფილმი სუფრით ქვიზი: გამოიცანი ქართული ფილმი სუფრით
-
ინჟინერი Facebook-ის წინააღმდეგ: ცნობილია, რას ვნახავთ "სოციალური ქსელის" სიკველში ინჟინერი Facebook-ის წინააღმდეგ: ცნობილია, რას ვნახავთ "სოციალური ქსელის" სიკველში
გადახედვა
-
ინვესტიცია მომავალში: რატომ არის ახალი მშენებარე ბინები ლისზე ყველაზე მოთხოვნადი? ინვესტიცია მომავალში: რატომ არის ახალი მშენებარე ბინები ლისზე ყველაზე მოთხოვნადი?
-
მაკა ბოჭორიშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სხვადასხვა ქვეყნების სანქციები კიევში იწერებოდა მაკა ბოჭორიშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სხვადასხვა ქვეყნების სანქციები კიევში იწერებოდა
გადახედვა
-
ტერაბანკი ახალ სახელფასე კლიენტებს იპოთეკურ და სამომხმარებლო სესხებზე შეღავათიან პირობებს სთავაზობს ტერაბანკი ახალ სახელფასე კლიენტებს იპოთეკურ და სამომხმარებლო სესხებზე შეღავათიან პირობებს სთავაზობს
-
Euphoria-ს მესამე სეზონის პირველმა ეპიზოდმა მაყურებლებისგან ყველაზე დაბალი შეფასება მიიღო Euphoria-ს მესამე სეზონის პირველმა ეპიზოდმა მაყურებლებისგან ყველაზე დაბალი შეფასება მიიღო
გადახედვა
-
ჰოლივუდი Paramount-ისა და Warner Bros.-ის შერწყმის წინააღმდეგია ჰოლივუდი Paramount-ისა და Warner Bros.-ის შერწყმის წინააღმდეგია
გადახედვა
-
შსს: დააკავეს პირი, რომელმაც ბასრი საგნის გამოყენებით მიუსაფარ ძაღლს დაზიანებები მიაყენა შსს: დააკავეს პირი, რომელმაც ბასრი საგნის გამოყენებით მიუსაფარ ძაღლს დაზიანებები მიაყენა
გადახედვა
-
Coachella 2026: ჯასტინ ბიბერის უღიმღამო გამოსვლა და საბრინა კარპენტერის შთამბეჭდავი შოუ Coachella 2026: ჯასტინ ბიბერის უღიმღამო გამოსვლა და საბრინა კარპენტერის შთამბეჭდავი შოუ
გადახედვა
-
რუბი როუზმა კეტი პერი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა რუბი როუზმა კეტი პერი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა
გადახედვა
-
დონალდ ტრამპი ამბობს, რომ არ აწუხებს ვიქტორ ორბანის მარცხი და მოსწონს მომავალი პრემიერი პეტერ მადიარი დონალდ ტრამპი ამბობს, რომ არ აწუხებს ვიქტორ ორბანის მარცხი და მოსწონს მომავალი პრემიერი პეტერ მადიარი
გადახედვა
-
IPN: სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია IPN: სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
გადახედვა
-
დიუნის მესამე ნაწილში მოქმედება 17 წლის შემდეგ ვითარდება — ფილმი CinemaCon-ზე წარადგინეს დიუნის მესამე ნაწილში მოქმედება 17 წლის შემდეგ ვითარდება — ფილმი CinemaCon-ზე წარადგინეს
გადახედვა
-
18 აპრილიდან, სულხან-საბასა და პავლე ინგოროყვას ქუჩების რეაბილიტაციის გამო, მიმდებარე ქუჩებზე სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება 18 აპრილიდან, სულხან-საბასა და პავლე ინგოროყვას ქუჩების რეაბილიტაციის გამო, მიმდებარე ქუჩებზე სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება
გადახედვა
-
გამოიწერე მერე ბარათით და დაიბრუნე ქეშბექი გამოიწერე მერე ბარათით და დაიბრუნე ქეშბექი
-
LOTR: ნადირობა გოლუმზე — იან მაკკელენი და ელაიჯა ვუდი როლებს უბრუნდებიან LOTR: ნადირობა გოლუმზე — იან მაკკელენი და ელაიჯა ვუდი როლებს უბრუნდებიან
გადახედვა
-
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში, 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში! PSP-ში K-Beauty გათამაშებაში, 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
-
პრემიერის, პრეზიდენტის და პარლამენტის თავმჯდომარის ხელფასები ₾1400-ით იზრდება და ₾16 000 გახდება პრემიერის, პრეზიდენტის და პარლამენტის თავმჯდომარის ხელფასები ₾1400-ით იზრდება და ₾16 000 გახდება
გადახედვა
-
ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსის ფარგლებში დაესწარი ლევან ფავლენიშვილის ლექციას — პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსის ფარგლებში დაესწარი ლევან ფავლენიშვილის ლექციას — პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
-
Ocean’s 11-ის პრიქველი დენი ოუშენის მშობლების შესახებ მოგვითხრობს Ocean’s 11-ის პრიქველი დენი ოუშენის მშობლების შესახებ მოგვითხრობს
გადახედვა
კომენტარები