ოპოზიციური ალიანსი: დღეს, ქართული ენის დღეს, ქართული ენა კვლავ იდევნება
ოპოზიციური ალიანსი ქართული ენის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ გალის რაიონში მცხოვრები ეთნიკური ქართველების უფლებები კვლავ ირღვევა.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ გალში მცხოვრებ ქართველებს არ აქვთ შესაძლებლობა, განათლება მშობლიურ ენაზე მიიღონ როგორც სკოლებში, ისე საბავშვო ბაღებში.
"დღეს ქართული ენის, ჩვენი დედაენის დღეს, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ქართული ენა კვლავ იდევნება", ხოლო კრემლი "მარიონეტული საოკუპაციო რეჟიმის გამოყენებით, გალში მცხოვრები ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის დათრგუნვას, მისთვის მშობლიურ განათლების შეზღუდვით, ხშირ შემთხვევაში სრული აკრძალვით ცდილობს", — ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, ალიანსი აცხადებს, მკაცრად არის შეზღუდული ქართულენოვანი ლიტერატურის გავრცელება, რის გამოც მოზარდებს ფაქტობრივად არ შეუძლიათ მისაღები გამოცდებისთვის ქართულ ენაზე მომზადება.
ოპოზიციური ალიანსი პასუხისმგებლობას საქართველოს ხელისუფლებას აკისრებს.
"ივანიშვილის რეჟიმი არაფერს აკეთებს გალში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების დასაცავად. მაგალითად, ახლა, როდესაც საქართველოს მოქალაქეებს ელექტროენერგია გაუძვირდათ, ირკვევა, რომ ენგურჰესის გამომუშავებული ელექტროენერგია მთლიანად საოკუპაციო რეჟიმთან მიდის თითქმის მთლიანად უსასყიდლოდ — მაშინ როცა ის მაინცაა შესაძლებელი, მიწოდების წინაპირობად ქართული ენის და ზოგადად, გალში მცხოვრები ეთნიკური ქართველების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესება დადგეს".
მათივე შეფასებით, ხელისუფლების პოლიტიკა "კაპიტულანტურია“ და "რუსეთის ჰიბრიდული ომის იარაღს" წარმოადგენს, გამოსავლად კი ხელისუფლების ცვლილებას ასახელებენ.
"როგორი აღმაშფოთებელიც არ უნდა იყოს, რეჟიმის უმოქმედობა კანონზომიერი და ლოგიკურია იმიტომ, რომ ივანიშვილის რეჟიმი რუსეთის ჰიბრიდული ომის იარაღია და მოსკოვს ძალიან მკაფიოდ დასახული ბნელი მიზანი ამოძრავებს — კრემლის ამოცანა ქართული სახელმწიფოსთვის, ქართველი ხალხისთვის და ქართული ენისთვის ძირის გამოთხრაა — ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ რუსული რეჟიმის კაპიტულანტური პოლიტიკის შედეგად, გალში მცხოვრები ქართველების მდგომარეობა ოდნავადაც არ გაუმჯობესებულა!
საქართველოს სახელმწიფო დამოუკიდებლობა, ქართული ენა და იდენტობა რეალურად რომ დავიცვათ და ქართველი ხალხი რუსული ჩამორჩენილობისა და სიღატაკის ჭაობს გადაურჩეს, უნდა მოხდსს ივანიშვილის რუსული რეჟიმის მშვიდობიანი დემონტაჟი და ქვეყნის ხელისუფლებაში ეროვნული, დემოკრატიული ხელისუფლება უნდა მოვიდეს, რომლის მიზანიც საქართველოს მოქალაქეების სასიცოცხლო ინტერესების სამსახური იქნება", — წერია ოპოზიციური ალიანსის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში.
-
მესტიაში ელექტროენერგიის მოხმარება 22%-ით შემცირდა — ირაკლი კობახიძე მესტიაში ელექტროენერგიის მოხმარება 22%-ით შემცირდა — ირაკლი კობახიძე
გადახედვა
-
გაბრაზებული წიწილა და გაპრანჭული ნიანგი — ნახეთ ცხოველების 12 ყველაზე სასაცილო ფოტო 2026 წლის ფოტოკონკურსიდან გაბრაზებული წიწილა და გაპრანჭული ნიანგი — ნახეთ ცხოველების 12 ყველაზე სასაცილო ფოტო 2026 წლის ფოტოკონკურსიდან
გადახედვა
-
"მაკულატურა იყო" — შალვა პაპუაშვილი აქციებზე ქიმიური საშუალებების გამოყენების შესახებ წარდგენილ კვლევაზე "მაკულატურა იყო" — შალვა პაპუაშვილი აქციებზე ქიმიური საშუალებების გამოყენების შესახებ წარდგენილ კვლევაზე
გადახედვა
-
ნახეთ: ახალი სიმულაცია ჩვენი გალაქტიკის დაბადებას გვიჩვენებს ნახეთ: ახალი სიმულაცია ჩვენი გალაქტიკის დაბადებას გვიჩვენებს
გადახედვა
-
Cadillac-ის რეგიონული გაფართოება გრძელდება — ლეგენდარული ბრენდი მალე საქართველოში შემოვა Cadillac-ის რეგიონული გაფართოება გრძელდება — ლეგენდარული ბრენდი მალე საქართველოში შემოვა
-
პატიმრის თქმით, გეგუთის ციხეში მსჯავრდებულებმა პირი ამოიკერეს პატიმრის თქმით, გეგუთის ციხეში მსჯავრდებულებმა პირი ამოიკერეს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ვარშავაში თბილისობა გაიმართა თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ვარშავაში თბილისობა გაიმართა
-
მზად მომავლისთვის — საბავშვო ანაბრის გახსნა უკვე თიბისი მობაილბანკიდან შეგიძლიათ მზად მომავლისთვის — საბავშვო ანაბრის გახსნა უკვე თიბისი მობაილბანკიდან შეგიძლიათ
-
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებისთვის BSTDB-სგან ფინანსური რესურსი მოიზიდა ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებისთვის BSTDB-სგან ფინანსური რესურსი მოიზიდა
-
ირაკლი კობახიძე: წელს პირველი წელი იქნება, როდესაც "საქართველოს ფოსტა" მოგებაზე გავა ირაკლი კობახიძე: წელს პირველი წელი იქნება, როდესაც "საქართველოს ფოსტა" მოგებაზე გავა
გადახედვა
-
მშენებლობა წლიურად გაძვირდა — მიზეზები მშენებლობა წლიურად გაძვირდა — მიზეზები
გადახედვა
-
თეგეტა ჰოლდინგმა და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს თეგეტა ჰოლდინგმა და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
-
თბილისში, ბინების გაქურდვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს თბილისში, ბინების გაქურდვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
გადახედვა
-
პაატა იმნაძე: თუ მართლა შავი ჭირი იყო რუსეთში, მოუვლიან ადგილზე, ჩვენთვის არავითარი რისკი არაა პაატა იმნაძე: თუ მართლა შავი ჭირი იყო რუსეთში, მოუვლიან ადგილზე, ჩვენთვის არავითარი რისკი არაა
გადახედვა
-
კახა კალაძემ საცობების განმუხტვის მიზნით, გზაჯვარედინებზე ე.წ. Yellow Box-ების მოწყობა დააანონსა კახა კალაძემ საცობების განმუხტვის მიზნით, გზაჯვარედინებზე ე.წ. Yellow Box-ების მოწყობა დააანონსა
გადახედვა
-
"საქართველო ირჩევს ღირსებას და მშვიდობას!" — ირაკლი კირცხალია მარტა კოსის განცხადებაზე "საქართველო ირჩევს ღირსებას და მშვიდობას!" — ირაკლი კირცხალია მარტა კოსის განცხადებაზე
გადახედვა
-
სუს-მა "ურანის" გაყიდვის მცდელობის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავა სუს-მა "ურანის" გაყიდვის მცდელობის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავა
გადახედვა
-
ფრენსის ჰალზენი: ბევრი ნიჭიერი ადამიანი გვერდით დამიდგა და სწორედ ამიტომ ვარ დღეს აქ ფრენსის ჰალზენი: ბევრი ნიჭიერი ადამიანი გვერდით დამიდგა და სწორედ ამიტომ ვარ დღეს აქ
გადახედვა
-
რუსეთში შავი ჭირის სავარაუდო შემთხვევის გამო აშშ საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს, რუსეთში არ იმოგზაურონ რუსეთში შავი ჭირის სავარაუდო შემთხვევის გამო აშშ საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს, რუსეთში არ იმოგზაურონ
გადახედვა
-
დღეს, ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება დღეს, ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება
გადახედვა
-
რუსთავში ახალი ციხე გაიხსნება რუსთავში ახალი ციხე გაიხსნება
გადახედვა
კომენტარები