ჰოლივუდი Paramount-ისა და Warner Bros.-ის შერწყმის წინააღმდეგია
ფოტო: Getty Images
ფლორენს პიუ, პედრო პასკალი და ჰოლივუდის სხვა წარმომადგენლები Paramount-ისა და Warner Bros.-ის შერწყმის წინააღმდეგ გაერთიანდნენ. ღია წერილს, რომელიც ამ გარიგების ბლოკირებას მოითხოვს, უკვე ინდუსტრიის 2 000-ზე მეტი წარმომადგენელი აწერს ხელს. ახალ ხელმომწერთა შორის არიან ედვარდ ნორტონი და აცუკო ოკაცუკა, ხოლო თავდაპირველ სიაში, რომელიც ორშაბათს, 13 აპრილს გამოქვეყნდა, ფიგურირებდნენ ხოაკინ ფენიქსი, ბენ სტილერი და კრისტენ სტიუარტი.
ხოაკინ ფენიქსი, ბენ სტილერი და კრისტენ სტიუარტი
ფოტო: Getty Images
წერილში, რომელიც New York Times-მა გამოაქვეყნა, ნათქვამია, რომ ხელმომწერები შეშფოთებულნი არიან ამ შერწყმის მხარდაჭერით, რადგან ის პრიორიტეტს ანიჭებს დაინტერესებულ პირთა გავლენიან მცირე ჯგუფს და ზიანს აყენებს საზოგადოებრივ სიკეთეს. მათი განცხადებით, კონკურენცია აუცილებელია ჯანსაღი ეკონომიკისა და დემოკრატიისთვის, შერწყმა კი საფრთხეს უქმნის ინდუსტრიის მთლიანობასა და მრავალფეროვნებას.
"ჩვენ გავხდით იმის მომსწრე, როგორ მკვეთრად იკლო წარმოებული და გამოშვებული ფილმების რაოდენობამ, რასაც თან ახლავს იმ ისტორიების მრავალფეროვნების შეზღუდვა, რომლებიც ფინანსდება და ვრცელდება", — ნათქვამია წერილში — "სულ უფრო ხშირად, მცირე რაოდენობის ძლიერი სუბიექტები წყვეტენ, რა უნდა შეიქმნას და რა პირობებით, რაც შემოქმედებსა და დამოუკიდებელ ბიზნესებს საკუთარი საქმიანობის გასაგრძელებლად ნაკლებ გზას უტოვებს".
Paramount Skydance-მა Warner Bros. Discovery-ის 111 მილიარდ დოლარად ყიდვის განზრახვა თებერვლის ბოლოს დააანონსა, მანამდე იყო Netflix-თან ბრძოლა ისტორიული სტუდიის ფლობისთვის. საპასუხოდ Paramount-მა ვრცელი განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ პატივს სცემს კრეატიული საზოგადოების წუხილს, თუმცა ხაზი გაუსვა პირობას, რომ წარმოებას წელიწადში მინიმუმ 30 მხატვრულ ფილმამდე გაზრდიან, საკულტო ბრენდებს დამოუკიდებელი ხელმძღვანელობით შეინარჩუნებენ და შემოქმედებისთვის უფრო მეტ გზას უზრუნველყოფენ.
ამავე თემაზე: სტრიმინგ გიგანტების გაერთიანება — HBO Max და Paramount+ ერთი პლატფორმა გახდება
ხელმომწერთა ვრცელ სიაში ასევე შედიან ადამ მაკკეი, ბრაიან კრენსტონი, დევიდ ფინჩერი, დენი ვილნევი, ჯეი ჯეი აბრამსი, ჯეინ ფონდა და იორგოს ლანთიმოსი. ჯეინ ფონდამ მარტში გამართულ ოსკარის დაჯილდოებაზე სპეციალური სიმბოლოც გამოიყენა შერწყმის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად. მან Variety-სთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ CNN-ის დამფუძნებელთან, ტედ ტერნერთან ქორწინების გამო, მისთვის ეს საკითხი პირადიცაა. ფონდას თქმით, Paramount-ის შერწყმა განსაკუთრებით პრობლემურია, რადგან ნებართვის მისაღებად კომპანიამ, შესაძლოა, დონალდ ტრამპის მოთხოვნების წინაშე უკან დაიხია, რაც მედიის დამოუკიდებლობას საფრთხეს უქმნის.
-
რა შემთხვევაში შეწყვეტს უკრაინა რუსეთის ნავთობის ობიექტებზე დარტყმებს — ზელენსკის განმარტება რა შემთხვევაში შეწყვეტს უკრაინა რუსეთის ნავთობის ობიექტებზე დარტყმებს — ზელენსკის განმარტება
გადახედვა
-
Yandex-ის აპლიკაცია საქართველოშიც შეფერხებით მუშაობს Yandex-ის აპლიკაცია საქართველოშიც შეფერხებით მუშაობს
გადახედვა
-
უკრაინული დრონების თავდასხმის გამო Yandex-ის აპლიკაციები და სერვისები შეფერხებით მუშაობს უკრაინული დრონების თავდასხმის გამო Yandex-ის აპლიკაციები და სერვისები შეფერხებით მუშაობს
გადახედვა
-
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
გადახედვა
-
გარი კასპაროვი: "ალბათ მომავალ წელს ნობელის პრემიას ჰამასის ბომბების დამამზადებელს გადასცემენ" გარი კასპაროვი: "ალბათ მომავალ წელს ნობელის პრემიას ჰამასის ბომბების დამამზადებელს გადასცემენ"
გადახედვა
-
"დელტა" მის ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს "დელტა" მის ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
ისტორიაში პირველად, კვანტური სპინებით სანტიმეტრის ზომის ობიექტი გადააადგილეს ისტორიაში პირველად, კვანტური სპინებით სანტიმეტრის ზომის ობიექტი გადააადგილეს
გადახედვა
-
რომან გოცირიძე: დაუდგები რუსეთს მუხლებზე? მოგთხოვს ხოხვას რომან გოცირიძე: დაუდგები რუსეთს მუხლებზე? მოგთხოვს ხოხვას
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: არ გჭირდებათ არჩევანის გაკეთება ქართველობასა და ევროპელობას შორის. თქვენ შეგიძლიათ იყოთ ორივე პაველ ჰერჩინსკი: არ გჭირდებათ არჩევანის გაკეთება ქართველობასა და ევროპელობას შორის. თქვენ შეგიძლიათ იყოთ ორივე
გადახედვა
-
ყველამ დაინახა ის, თუ როგორია სინამდვილეში ჩვენი ხელისუფლების ხელწერა — ირაკლი კობახიძე გიორგი დავითაძის საქმეზე ყველამ დაინახა ის, თუ როგორია სინამდვილეში ჩვენი ხელისუფლების ხელწერა — ირაკლი კობახიძე გიორგი დავითაძის საქმეზე
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ევროპის დღეზე ჯგუფ "გამოუვალი მდგომარეობის" მიწვევას გამოეხმაურა ირაკლი კობახიძე ევროპის დღეზე ჯგუფ "გამოუვალი მდგომარეობის" მიწვევას გამოეხმაურა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: უალტერნატივო გადაწყვეტილება მივიღეთ, როდესაც რუსეთის მიმართ სანქციებს არ შევუერთდით ირაკლი კობახიძე: უალტერნატივო გადაწყვეტილება მივიღეთ, როდესაც რუსეთის მიმართ სანქციებს არ შევუერთდით
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ჩვენ უკეთ გვესმის, რა არის დემოკრატია, ადამიანის უფლებები. ევროპაში დაიკარგა ამის სწორი აღქმა ირაკლი კობახიძე: ჩვენ უკეთ გვესმის, რა არის დემოკრატია, ადამიანის უფლებები. ევროპაში დაიკარგა ამის სწორი აღქმა
გადახედვა
-
ღვინო, Coca-Cola, "ნაბეღლავი"... — რუსეთში ქართული წარმოების სასმელების ნაწილის იმპორტი დროებით აკრძალა ღვინო, Coca-Cola, "ნაბეღლავი"... — რუსეთში ქართული წარმოების სასმელების ნაწილის იმპორტი დროებით აკრძალა
გადახედვა
-
ეროვნული ბანკი შპს "ბიტექსჩეინჯის" დაჯარიმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს ეროვნული ბანკი შპს "ბიტექსჩეინჯის" დაჯარიმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
დიდი ბრიტანეთის მთავრობა: შევინარჩუნებთ რუსეთზე ზეწოლას ყველაზე მძიმე სასანქციო რეჟიმით დიდი ბრიტანეთის მთავრობა: შევინარჩუნებთ რუსეთზე ზეწოლას ყველაზე მძიმე სასანქციო რეჟიმით
გადახედვა
-
ტრამპმა რუსული დიზელის იმპორტზე შეთანხმება დააანონსა — ზელენსკის თქმით, ეს პუტინისთვის მიძღვნილი საჩუქარია ტრამპმა რუსული დიზელის იმპორტზე შეთანხმება დააანონსა — ზელენსკის თქმით, ეს პუტინისთვის მიძღვნილი საჩუქარია
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის ადვოკატი პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას გამოეხმაურა გიორგი დავითაძის ადვოკატი პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას გამოეხმაურა
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა
გადახედვა
-
პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
კომენტარები