ჰარვარდის პროფესორის თქმით, შეიმუშავეს ალგორითმი, რომელმაც შეიძლება "უსასრულო მეხსიერება" მოგვცეს
ფოტო: Engramme
ჰარვარდის ნეირომეცნიერების პროფესორი, გაბრიელ კრაიმანი, ამბობს, რომ ხელოვნური ინტელექტის (AI) ალგორითმი შეიმუშავა, რომელიც ადამიანებს "სრულყოფილ და უსასრულო მეხსიერებას" ანიჭებს. კრაიმანმა გასულ თვეში სტარტაპი Engramme ჩაუშვა, რომლის მიზანიც ადამიანების კოგნიტიური უნარების გარდამქმნელი ტექნოლოგიების კომერციალიზებაა.
იდეა "დიდი მეხსიერების მოდელების" გამოყენებაში მდგომარეობს. სტარტაპის ვებგვერდზე ვკითხულობთ, რომ ეს ტექნოლოგია ყველა პროფესიას გარდაქმნის, იქნება ეს მედიცინა, სამართალი, ხელოვნება თუ ინჟინერია.
კრაიმანმა პლატფორმა LinkedIn-ზე პოსტი გამოაქვეყნა. პროფესორი აღნიშნავს, რომ სუსტი მეხსიერება ყოველთვის კაცობრიობის ერთ-ერთი უდიდესი პრობლემა იყო, მისი ალგორითმი კი ამის გადაჭრას შეეცდება.
უცნობია, კონკრეტულად რა ტექნოლოგიას გამოიყენებენ ამის მისაღწევად, თუმცა აქამდე ჩატარებულ მსგავს კვლევებში ტვინი-კომპიუტერის ინტერფეისები დატესტეს.
ასევე იხილეთ: ციფრული უკვდავება — თქვენივე ავატარი, რომელმაც შეიძლება სიკვდილის შემდეგ ჩაგანაცვლოთ
Engramme-ის ალგორითმი ადამიანების ციფრული ცხოვრებიდან მოგონებებზე წვდომის პირველი მცდელობა არაა. მაგალითად, StoryFile-ც AI-ზე მომუშავე პლატფორმაა, რომელიც კლიენტებს უკვდავებას ჰპირდება. ამ უკანასკნელის შემთხვევაში კლიენტების ვიდეოებზე ვირტუალურ ავატარებს წვრთნიან.
ასევე: "აცადეთ მკვდრებს სიკვდილი" — Meta-მ ტექნოლოგია დააპატენტა, რომელიც "საფლავიდან დაგაპოსტინებთ"
სხვათა შორის, ეს იდეა ტექნოლოგიური გიგანტებისთვისაც საინტერესოა, მაგალითად, Meta-სთვის. კომპანიამ დეკემბერში პატენტი შექმნა, რომელიც მომხმარებლის აქტივობის სიმულირებას მოახდენდა. ამისთვის ამ ადამიანის პოსტებზე გაწვრთნილი დიდი ენობრივი მოდელები (LLM) გამოიყენეს.
კომენტარები