Coachella 2026: ჯასტინ ბიბერის უღიმღამო გამოსვლა და საბრინა კარპენტერის შთამბეჭდავი შოუ
ფოტო: Getty Images
Coachella მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი მუსიკალური ფესტივალია, რომელიც კალიფორნიის უდაბნოში ყოველწლიურად იმართება. ფესტივალს 2 კვირის განმავლობაში ასობით ათასი ადამიანი ესწრება, კიდევ უფრო მეტი კი მას ინტერნეტის საშუალებით ადევნებს თვალს.
2026 წლის კოაჩელა 10 აპრილს დაიწყო და პირველმა კვირამ თავი არაერთი შესრულებით დაგვამახსოვრა. საბრინა კარპენტერმა მაყურებელს შთამბეჭდავი შოუ შესთავაზა, რომელსაც Sabrinawood უწოდა; ჯასტინ ბიბერმა როგორც ახალი, ისე ძველი ჰიტები შეასრულა; Karol G კი პირველი ლათინურამერიკელი ქალი გახდა, რომელიც ფესტივალის მთავარი სცენის ჰედლაინერად წარდგა. მსმენელს სამახსოვრო პერფორმანსები შესთავაზეს სხვა შემსრულებლებმაც, რომელთა შორის არიან: Slayyyter, PinkPantheress და ედისონ რეი.
Karol G
ფოტო: Christopher Polk
ედისონ რეი
ფოტო: Getty Images
ჯასტინ ბიბერის გამოსვლა — უღიმღამო თუ შესანიშნავი?
შაბათს კოაჩელას მთავარ სცენაზე ჯასტინ ბიბერი წარდგა. ის ფესტივალის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ჰედლაინერი გახდა — გავრცელებული ინფორმაციით, ორკვირიან შოუებში მან $10 მილიონი მიიღო.
იმის გათვალისწინებით, რომ ბიბერს ტურნეების გაუქმების მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, მაყურებელს ნამდვილად გაუმართლა, რომ ის სცენაზე გამოჩნდა.
ეს ფესტივალი ბიბერისთვის პირველი სრული პერფორმანსი იყო 2022 წლის Justice მსოფლიო ტურნეს შემდეგ, რომელიც შუა გზაზე გაუქმდა. აღსანიშნავია, რომ მისი წინა, 2016-2017 წლების Purpose მსოფლიო ტურნეც ნაადრევად, ყოველგვარი განმარტების გარეშე, შეწყდა.
Justice მსოფლიო ტურნე
ფოტო: Getty Images
როდესაც ჯასტინი კოაჩელას ჰედლაინერად გამოაცხადეს, მაშინვე დაიწყო მსჯელობა იმაზე, თუ რამდენად ღირებულ შესრულებას შესთავაზებდა ბიბერი ამ ძვირადღირებული ღონისძიების მაყურებელს. შეასრულებდა თავის ვალდებულებას? მხოლოდ აუცილებელი მინიმუმით შემოიფარგლებოდა? თუ სამახსოვრო გამოსვლას შესთავაზებდა იმ ერთგულ ფანებს, რომლებიც უდაბნოში სპეციალურად მის სანახავად ჩავიდნენ?
ამ კითხვებზე პასუხი აღმოჩნდა: დიახ, დიახ და ასევე — დიახ.
ბიბერს კოაჩელას ჰედლაინერებს შორის ერთ-ერთი ყველაზე უენერგიო და უღიმღამო პერფორმანსი ჰქონდა. უბრალო, ყოველდღიურ სამოსში გამოწყობილი ჯასტინი სცენაზე უმეტესწილად მარტო და უემოციოდ მოძრაობდა. მისი შოუ ძირითადად 2025 წლის ალბომებზე, Swag-სა და Swag 2-ზე იყო აგებული.
ფოტო: Getty Images
მომღერალი მსმენელთან, რომლის ნაწილმაც ჯასტინის სანახავად ათასობით დოლარი გადაიხადა, იშვიათად ამყარებდა კონტაქტს. ამის ნაცვლად, სცენაზე დადგმულ ლეპტოპთან ჯდებოდა, საიდანაც შოუს პირდაპირი გადაცემის მაყურებლებისგან კომენტარები და სიმღერების შეკვეთები მიდიოდა. თავისი 90-წუთიანი გამოსვლის დაახლოებით მესამედი ბიბერმა სცენაზე ჯდომასა და YouTube-ის სქროლვაში გაატარა — ეძებდა მიმებს და თავისივე ძველ ჰიტებს კარაოკე სტილში მღეროდა.
ჯასტინის პერფორმანსი კოაჩელას პომპეზური და სანახაობრივი სტილისგან ძალიან განსხვავდებოდა. ინტერნეტის მომხმარებლებმა ამის საილუსტრაციოდ ჯასტინის შესრულება 2026 წლის მეორე ჰედლაინერის, საბრინა კარპენტერის, პერფორმანსს შეადარეს.
Sabrinawood ძვირადღირებული დეკორაციებითა და მრავალფეროვანი კოსტიუმებით გამოირჩეოდა. საბრინას გამოსვლაში ისეთი მსახიობები მონაწილეობდნენ, როგორებიც არიან სემ ელიოტი, სუზან სარანდონი და უილ ფერელი. სცენას უამრავი მოცეკვავე აფორმებდა, შოუს კულმინაცია კი მანქანის შადრევანში მჯდარი ბედნიერი საბრინა იყო.
ფოტო: Getty Images
საბრინასთან შედარების შედეგად, ბიბერის გამოსვლა არაერთმა მაყურებელმა გააკრიტიკა "სიზარმაცის" გამო.
X-ის ერთ-ერთმა მომხმარებელმა დაწერა: "ქალი არტისტები თავის მაქსიმუმს აკეთებენ: დაფრინავენ სცენაზე, შესანიშნავად მღერიან, უამრავ კოსტიუმსა და ფეიერვერკს გვთავაზობენ. ამ დროს კი ჯასტინ ბიბერი, კოაჩელას ყველაზე ძვირადღირებული შემსრულებელი, უბრალო მაისურით, მაკიაჟის გარეშე ზის, YouTube-ს უყურებს და ამას უტარებენ? როლები რომ შევცვალოთ, ქალ არტისტს საზოგადოება მაშინვე მიწასთან გაასწორებდა".
სხვა მომხმარებელმა კი აღნიშნა: "ფანები ბიბერის ამ საშუალო დონის პერფორმანსს იცავენ და ამბობენ, რომ ის უკვე 32 წლისაა და ნორმალურია, თუ ძველებური ენერგია აღარ აქვს. ამ დროს კი შეხედეთ 36 წლის ლედი გაგას", — რასაც დაურთო ვიდეო გაგას კონცერტიდან:
თუმცა, მიუხედავად ამ ყველაფრისა, ბიბერის გულშემატკივრების დიდი ნაწილი მომღერლის უშუალო პერფორმანსით აღფრთოვანებული დარჩა. სოციალურ ქსელებში ბევრი მათგანი აქებს და მადლობას უხდის მომღერალს ნოსტალგიით სავსე კონცერტისთვის. ისინი აღნიშნავენ, რომ კოაჩელას შესრულებამ აჩვენა, თუ რამდენად ბევრს მიაღწია ჯასტინმა კარიერის განმავლობაში. კრიტიკოსთა ნაწილმა ბიბერს ამ გამოსვლისთვის გენიოსიც კი უწოდა.
ფოტო: Coachella
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე
გადახედვა
-
უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტზე ორი პირი დააკავეს უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტზე ორი პირი დააკავეს
გადახედვა
-
საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ორი პირი გადასცა საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ორი პირი გადასცა
გადახედვა
-
OpenAI-ს "ურჩმა" აგენტმა ავსტრალიის სამთავრობო ვებსაიტი თვითნებურად გატეხა OpenAI-ს "ურჩმა" აგენტმა ავსტრალიის სამთავრობო ვებსაიტი თვითნებურად გატეხა
გადახედვა
-
EU: EU უკრაინაში ომს G20-ზე მაშინაც დაგმობს, თუ პუტინი სამიტს დაესწრება EU: EU უკრაინაში ომს G20-ზე მაშინაც დაგმობს, თუ პუტინი სამიტს დაესწრება
გადახედვა
-
"თბილსერვის ჯგუფის" ავტოპარკს 40-მდე ერთეული ტექნიკა დაემატა "თბილსერვის ჯგუფის" ავტოპარკს 40-მდე ერთეული ტექნიკა დაემატა
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური: რუსთავის მე-17 ციხეში ოჯახის წევრს მსჯავრდებულისთვის ნარკოტიკები შეჰქონდა პენიტენციური სამსახური: რუსთავის მე-17 ციხეში ოჯახის წევრს მსჯავრდებულისთვის ნარკოტიკები შეჰქონდა
გადახედვა
-
საავტომობილო გზების დეპარტამენტი წყალმომარაგების 36 საათით შეწყვეტასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი წყალმომარაგების 36 საათით შეწყვეტასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
ტრამპმა სი ძინპინს სახელმწიფო სადილზე უმასპინძლა — ღონისძებას ცუკერბერგი, მასკი, ალტმანი და ბეზოსი ესწრებოდნენ ტრამპმა სი ძინპინს სახელმწიფო სადილზე უმასპინძლა — ღონისძებას ცუკერბერგი, მასკი, ალტმანი და ბეზოსი ესწრებოდნენ
გადახედვა
-
ნახეთ: ილონ მასკზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის ტრეილერი გამოვიდა ნახეთ: ილონ მასკზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის ტრეილერი გამოვიდა
-
2026 წლის აგვისტოში სებ-ის წმინდა შესყიდვებმა $555.6 მლნ-ს შეადგინა 2026 წლის აგვისტოში სებ-ის წმინდა შესყიდვებმა $555.6 მლნ-ს შეადგინა
გადახედვა
-
ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლისძმამ, ვასილ მხეიძემ და ყოფილმა მოადგილემ, გიორგი ხაინდრავამ ციხე დატოვეს ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლისძმამ, ვასილ მხეიძემ და ყოფილმა მოადგილემ, გიორგი ხაინდრავამ ციხე დატოვეს
გადახედვა
-
ამოღებულია ₾19 000-ის 3 000 კოლოფი უაქციზო სიგარეტი - 2 პირი დააკავეს ამოღებულია ₾19 000-ის 3 000 კოლოფი უაქციზო სიგარეტი - 2 პირი დააკავეს
გადახედვა
-
ტეილორ სვიფტის მუსიკალურ ვიდეოში დაკოტა ჯონსონი და კოლინ ფარელი მონაწილეობენ — ნახეთ თიზერი ტეილორ სვიფტის მუსიკალურ ვიდეოში დაკოტა ჯონსონი და კოლინ ფარელი მონაწილეობენ — ნახეთ თიზერი
გადახედვა
-
სააგენტო: დევდორაკის ხეობაში საფრთხის დონე მინიმალურია სააგენტო: დევდორაკის ხეობაში საფრთხის დონე მინიმალურია
გადახედვა
-
შსს: დევდორაკის ხეობაში საავტომობილო გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა მოიხსნა შსს: დევდორაკის ხეობაში საავტომობილო გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა მოიხსნა
გადახედვა
-
ლუკაშენკომ აშშ-ის წარმომადგენელთან მოლაპარაკებების ფონზე კიდევ 15 პატიმარი შეიწყალა ლუკაშენკომ აშშ-ის წარმომადგენელთან მოლაპარაკებების ფონზე კიდევ 15 პატიმარი შეიწყალა
გადახედვა
-
ასტეროიდთა მადნით დაინტერესებული კომპანია ავტონომიურ აპარატს 2027 წელს გაუშვებს ასტეროიდთა მადნით დაინტერესებული კომპანია ავტონომიურ აპარატს 2027 წელს გაუშვებს
გადახედვა
კომენტარები