მაკდონალდს საქართველომ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
ფოტო: მაკდონალდს საქართველო
მაკდონალდს საქართველოს გუნდის წევრების პროფესიულ განვითარებაზე, მათ მოტივაციასა და განათლებაზე ზრუნვა მაკდონალდსის მთავარი ღირებულებაა. ამ ხედვის ფარგლებში, კომპანიამ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა, რაც თანამშრომლებისთვის განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდასა და ახალი კარიერული შესაძლებლობების შექმნას ისახავს მიზნად. მემორანდუმს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში (BTU) ხელი მოაწერეს მაკდონალდს საქართველოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ კაპანაძემ და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (BTU) რექტორმა ნინო ენუქიძემ. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშული პროექტი არა მხოლოდ რესტორნის პერსონალისთვის, არამედ მაკდონალდსში დასაქმებული ყველა თანამშრომლისთვის იქნება ხელმისაწვდომი.
ამ პარტნიორობით საფუძველი ჩაეყარა მასშტაბურ პროექტს, რომელიც ახალგაზრდების კარიერულ მხარდაჭერასა და განათლებაზე აკეთებს აქცენტს.
თანამშრომლობის ფარგლებში, მაკდონალდს საქართველოს გუნდის წევრებს ეძლევათ ექსკლუზიური შესაძლებლობა, მიიღონ ხარისხიანი განათლება BTU-ს ბაზაზე, აიმაღლონ კვალიფიკაცია და დაეუფლონ მათთვის სასურველ თანამედროვე პროფესიებს საინტერესო სფეროებში. აღსანიშნავია, რომ მაკდონალდსის გუნდის დიდ ნაწილს სტუდენტები წარმოადგენენ.
“მნიშვნელოვანია აღვნიშნო, მაკდონალდსში, თანამშრომლებზე ზრუნვა და მათი მოტივაცია უმთავრესი ღირებულებაა. გვჯერა, რომ მხოლოდ ჯანსაღი სამუშაო გარემო საკმარისი არ არის. ჩვენს გუნდს უნდა ჰქონდეს განვითარების რეალური შანსი, რათა თითოეულმა წევრმა საკუთარი პოტენციალი სრულად გამოავლინოს. სწორედ ამიტომ დღეს ხელი მოეწერა მაკდონალდს და BTU-ს უნივერსიტეტს შორის მემორანდუმს, რომლის ფარგლებშიც მაკდონალდსის ყველა თანამშრომელს ექნება წვდომა უნივერსიტეტის სხვადასხვა კურსზე სრულიად უფასოდ. ვიცით, რამდენად რთულია სწავლისა და მუშაობის შეთავსება, ამიტომ ჩვენთან გრაფიკი მაქსიმალურად მოქნილია. ვცდილობთ, სტუდენტებს სწავლაში ხელი არ შეეშალოთ და პირიქით, სამუშაო პროცესი მათთვის დამატებითი გამოცდილება გახდეს. მაკდონალდსისთვის მთავარი ღირებულებაა, შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც თანამშრომლებს, არ მოუწიოთ არჩევანის გაკეთება კარიერასა და განათლებას შორის — ორივე იყოს მხარდაჭერილი ჩვენი მხრიდან. BTU-სთან გაფორმებული მემორანდუმი აძლევს ჩვენს თანამშრომლებს მოტივაციას, დაეუფლონ ახალ ტექნოლოგიებს და სწავლა და მუშაობა ერთმანეთის მხარდამჭერი პროცესები გახდეს. ამ ინიციატივით ჩვენს თანამშრომელს შეეძლებათ საკუთარი ინტერესების შესაბამისი ცოდნა მიიღონ, დაეუფლონ მათთვის სასურველ სფეროს და კარიერულადაც განვითარდნენ. ასევე, BTU აქტიურად ახორციელებს პროექტებს ქალების გაძლიერების მიმართულებით ტექნოლოგიებსა და ინოვაციურ პროექტებში. ჩვენთვის ამ მიმართულების მხარდაჭერა ამ პარტნიორობის მნიშვნელოვანი ნაწილია, რადგან ჩვენს სისტემაში დასაქმებულთა 60% ქალია.” — აღნიშნა ელენე ბაღათურიამ მაკდონალდს საქართველოს მარკეტინგის ხელმძღვანელმა.
პარტნიორობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ქალების ხელშეწყობაა. ვინაიდან, მაკდონალდს საქართველოში დასაქმებულთა 60%-მდე ქალია, კომპანიისთვის პრიორიტეტულია მათი ჩართულობა ტექნოლოგიურ და ინოვაციურ საგანმანათლებლო პროგრამებში. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში (BTU) მიიჩნევენ, რომ მსგავსი კოლაბორაციები კერძო სექტორსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის აუცილებელია ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და კვალიფიციური კადრების მომზადებისთვის. უნივერსიტეტი მზად არის, მაკდონალდსის თანამშრომლებს შესთავაზოს წვდომა უახლეს ტექნოლოგიურ პროგრამებზე.
“დღეს ხელი მოეწერა სტრატეგიული თანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც მიზნად ისახავს მაკდონალდსის გუნდისთვის, თანამშრომლებისთვის, ახალი თაობისთვის ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში არსებული შესაძლებლობების გამოყენებას. ამ გადაწყვეტილებით მივცემთ სტუდენტებს განვითარების, კარიერული წინსვლის საშუალებას ორგანიზაციაში და ისეთ შესაძლებლობებს, რომლებიც საერთაშორისო პარტნიორობის ფორმატში, ჩვენი და სხვადასხვა ტექკომპანიის თანამშრომლობის ფარგლებში არსებობს უნივერსიტეტში (BTU). იმავდროულად, ეს არის შესაძლებლობა ჩვენი სტუდენტებისთვის, ჩვენი აკადემიური გუნდისთვის გააღრმავონ საკუთარი კვლევითი საქმიანობა, მიიღონ მეტი შესაძლებლობა დასაქმების და განვითარების მიმართულებით.” — აღნიშნა ნინო ენუქიძემ, BTU-ს რექტორმა.
მაკდონალდსი რესტორნების წამყვანი გლობალური ქსელია, რომელიც მსოფლიოს 119 ქვეყანაში ოპერირებს. საქართველოში კომპანია 1999 წლიდან ფუნქციონირებს და დღეისთვის ქვეყნის მასშტაბით 28 რესტორანს აერთიანებს.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (BTU) საქართველოში წამყვანი საგანმანათლებლო ჰაბია, რომელიც ორიენტირებულია ინოვაციებზე, მეწარმეობასა და ციფრულ ტრანსფორმაციაზე, რაც სტუდენტებს და პროფესიონალებს გლობალურ ბაზარზე კონკურენტუნარიანობის ამაღლებაში ეხმარება.
-
თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
-
ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას" ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას"
გადახედვა
-
2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა 2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა
გადახედვა
-
ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს
გადახედვა
-
AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ
გადახედვა
-
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
-
სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ
გადახედვა
-
"ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა "ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა
გადახედვა
-
ადამიანის ტვინის გენის ფრაგმენტი ვირუსში აღმოაჩინეს — კვლევა ადამიანის ტვინის გენის ფრაგმენტი ვირუსში აღმოაჩინეს — კვლევა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი და ახალი ინდუსტრიული რევოლუცია — როგორ იცვლება სამყარო? ხელოვნური ინტელექტი და ახალი ინდუსტრიული რევოლუცია — როგორ იცვლება სამყარო?
გადახედვა
-
სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების გაცემის წესი დამტკიცდა სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების გაცემის წესი დამტკიცდა
გადახედვა
-
უკრაინის მასშტაბით ელექტრომომარაგების საავარიო გათიშვა დაიწყო უკრაინის მასშტაბით ელექტრომომარაგების საავარიო გათიშვა დაიწყო
გადახედვა
-
მარია ზახაროვა ნიკოლოზ მჟავანაძეს ურჩევს, კლუნების ფონდ მიმართოს, რომ ლონდონის სანქციებისგან დაიცვან მარია ზახაროვა ნიკოლოზ მჟავანაძეს ურჩევს, კლუნების ფონდ მიმართოს, რომ ლონდონის სანქციებისგან დაიცვან
გადახედვა
-
იოსებ სიგუა: ამ ეტაპზე თანამდებობაზე აღდგენას არ ველოდები, ვისვენებ იოსებ სიგუა: ამ ეტაპზე თანამდებობაზე აღდგენას არ ველოდები, ვისვენებ
გადახედვა
-
ტვინის კონფიდენციალურობა შეიძლება წარსულს ჩაბარდეს — AI "აზრების წაკითხვას" სწავლობს ტვინის კონფიდენციალურობა შეიძლება წარსულს ჩაბარდეს — AI "აზრების წაკითხვას" სწავლობს
გადახედვა
-
10 ფილმი, რომლებსაც ოქტომბერში უნდა უყურო 10 ფილმი, რომლებსაც ოქტომბერში უნდა უყურო
გადახედვა
-
მასწავლებლის ეროვნული პრემია — რამდენს დახარჯავს განათლების სამინისტრო მასწავლებლის დღის ღონისძიებისთვის? მასწავლებლის ეროვნული პრემია — რამდენს დახარჯავს განათლების სამინისტრო მასწავლებლის დღის ღონისძიებისთვის?
გადახედვა
-
მარია ზახაროვა: რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები ყელში ძვალივით ეჩხირება ბევრ არარეგიონულ მოთამაშეს მარია ზახაროვა: რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები ყელში ძვალივით ეჩხირება ბევრ არარეგიონულ მოთამაშეს
გადახედვა
-
თბილისში რამდენიმე კვების ობიექტს დარღვევების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდა თბილისში რამდენიმე კვების ობიექტს დარღვევების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდა
გადახედვა
-
დუაიტ ჰოვარდი პირველად Black Fortress-ის ფორმაში: ისტორიული დებიუტი 10 ოქტომბერს დუაიტ ჰოვარდი პირველად Black Fortress-ის ფორმაში: ისტორიული დებიუტი 10 ოქტომბერს
კომენტარები