ფრანგული გამომცემლობა წიგნების თარგმნისთვის ხელოვნურ ინტელექტს გამოიყენებს
ფოტო: Shutterstock
შემოქმედებით პროფესიებში ხელოვნური ინტელექტის (AI) ინტეგრირება უკვე წლებია, ცხარე დისკუსიის თემაა. ამ, ერთი შეხედვით, ინოვაციური ტექნოლოგიის დანერგვას განსაკუთრებული წინააღმდეგობა ლიტერატურულ წრეებში მოჰყვა, მაგრამ ამის მიუხედავად, საგამომცემლო ინდუსტრიაში აქტიურად ცდილობენ, გენერაციული AI სხვადასხვა მიზნით გამოიყენონ.
ამჯერად, ხელოვნური ინტელექტით წიგნების თარგმნის გადაწყვეტილება მიიღო ფრანგულმა გამომცემლობამ Harlequin-მა, რომელიც გლობალური ქსელის ნაწილია. სასიყვარულო ჟანრის რომანების ეს გამომცემელი, თავის მხრივ, საგამომცემლო ინდუსტრიის გიგანტის, HarperCollins-ის, შვილობილი კომპანია გახლავთ.
იანვრის თვეში საფრანგეთის ლიტერატურულ მთარგმნელთა ასოციაციამ (ATLF) და გაერთიანებამ "სისხლსა და ხორცში: ადამიანური თარგმანების მხარდასაჭერად" (En Chair et en Os) ერთობლივი ღია წერილი გაავრცელეს. წერილის თანახმად, "ბოლო კვირების განმავლობაში, ათობით მთარგმნელს, რომლებიც Harlequin-თან რეგულარულად მუშაობდნენ, დაურეკეს და აცნობეს, რომ გამომცემლობა მათთან თანამშრომლობას მიმდინარე კონტრაქტებით ასრულებდა".
წერილითვე ვიგებთ, რომ გამომცემლობა წიგნების თარგმნისთვის ითანამშრომლებს საკომუნიკაციო სააგენტო Fluent Planet-თან, რომელიც, თავის მხრივ, "მანქანური თარგმნის პროგრამას" გამოიყენებს. ამ AI ტექნოლოგიით თარგმნილი ტექსტების გასწორება კი უშტატო კორექტორებს დაევალებათ.
"ეს პრაქტიკა მხოლოდ საგამომცემლო ინდუსტრიაში მომუშავე ადამიანების კი არა, მკითხველების ღალატიცაა", — ნათქვამია წერილში, — "ისინი სრულებით აუფასურებენ მთარგმნელის საქმეს და მხოლოდ უპატივცემულობას გამოხატავენ, როგორც მთარგმნელების, ასევე მკითხველების მიმართ. თავადვე უწყობენ ხელს საგამომცემლო ხარისხის გაუარესების ტენდენციას, რომელიც დამაკმაყოფილებელ დონეს ანიჭებს უპირატესობას. ასე ეკარგებათ ლიტერატორებს საკუთარი კვალიფიციურობა და შემოქმედებითობა, მკითხველები კი ცოცხალ, ადამიანურ ლიტერატურას მოკლებულები ხდებიან".
წერილის გახმაურების შემდეგ, ამბავს გამომცემლობა გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მათი არცერთი წიგნი არ თარგმნილა სრულად მანქანური ტექნოლოგიით. მათი თქმით, გადაწყვეტილება გაყიდვების კლებას უკავშირდება: გამომცემლობის განზრახვით, წიგნების დაბალი ფასის შენარჩუნება თარგმნაზე ფინანსების დაზოგვით უნდა მოხერხდეს.
Fluent Planet-ის სააგენტოს წარმომადგენელი კი ამტკიცებს, რომ მათი მანქანური ტექნოლოგია მხოლოდ "ინსტრუმენტია" და ადამიანური ცოდნის ან რედაქტორის კომპეტენციის ჩანაცვლებას არ ისახავს მიზნად.
ამის მიუხედავად, ფრანგული გამომცემლობის გადაწყვეტილებას მწვავე კრიტიკა მოჰყვა ლიტერატურულ წრეებში. ამერიკელმა მწერალმა ტიფანი მაკდანიელმა კოლეგებს ურჩია, საკუთარ კონტრაქტებში მოითხოვონ პუნქტი, რომელიც გამომცემლებს ხელოვნური ინტელექტის გამოყენების უფლებას არ მისცემს.
"მთარგმნელებიც მწერლები არიან და აუცილებელია, რომ ერთმანეთი დავიცვათ", — აცხადებს მაკდანიელი, — "სასიყვარულო ჟანრი მათი პირველი სამიზნეა, მაგრამ არა — უკანასკნელი".
HarperCollins-ს კი, რომელიც გამომცემლობის მშობელი კორპორაციაა, ბოლო პერიოდში სხვა საკამათო გადაწყვეტილებაც უკავშირდება. კომპანიამ მრავალწლიანი თანამშრომლობა წამოიწყო AI სტუდიასთან და აპირებს, სხვადასხვა წიგნის მიხედვით მოკლე ანიმაციური ვიდეოები შექმნას. სიახლეს კვლავაც კრიტიკით შეხვდა არაერთი მწერალი.
მწერლები AI-ის წინააღმდეგ
ფოტო: iStock / Getty
ხელოვნური ინტელექტის მიერ ხელოვნების სფეროსთვის საფრთხის შექმნის პოტენციალით მწერლებმა ადრეც გამოთქვეს შეშფოთება. რამდენიმე მათგანმა, მათ შორის, ჯორჯ რ.რ. მარტინმა და ჯოდი პიკომ, 2023 წელს ერთობლივი დავაც წამოიწყო ChatGPT-ის შემქმნელი კომპანიის, OpenAI-ის, წინააღმდეგ.
მწერლების თქმით, კომპანია ენის მასშტაბური მოდელების შესაქმნელად უნებართვოდ იყენებს საავტორო მასალებს. ამასთან, 10 ათასზე მეტმა მწერალმა, მათ შორის ჯეიმზ პეტერსონმა და მარგარეტ ეტვუდმა, ხელი მოაწერა ღია წერილს, რომელიც ხელოვნური ინტელექტის ინდუსტრიას მოუწოდებს, სისტემების გასაწვრთნელად მათი ტექსტების გამოყენებამდე ნებართვა აიღონ და სათანადო კომპენსაციაც გადაუხადონ.
ცნობილმა მწერლებმა გამომცემლებს გასულ წელსაც მიმართეს ღია წერილით და თავიანთი უფლებების დაცვა მოითხოვეს. მათ მოთხოვნებს შორისაა, არ გამოიცეს AI-ხელსაწყოებით დაწერილი წიგნები (თუნდაც მალულად, გამოგონილი მწერლის ფსევდონიმით), არ გამოიყენონ AI წიგნებისთვის ყდის თუ სხვა დიზაინის შესაქმნელად, არ ჩაანაცვლონ სრულად ან ნაწილობრივ თანამშრომლები AI-ით და დაიქირაონ მხოლოდ ადამიანები აუდიოწიგნების გასახმოვანებლად. ავტორების თქმით, სამომავლოდ მათი ხელშეკრულებები ამ მოთხოვნებს ასახავს.
"მივექანებით მომავლისკენ, სადაც ჩვენს რომანებს, ბიოგრაფიებს, ლექსებსა თუ მემუარებს — ადამიანური გამოცდილების ამსახველ ტექსტებს — 'დაწერს' ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც, თავისთავად, არ შეუძლია, იცოდეს, რას ნიშნავს ადამიანური გამოცდილება: ტკივილი, შიმშილი ან სიყვარული", — ნათქვამია წერილში, — "AI ისეთ შთაბეჭდილებას კი ტოვებს, რომ ადამიანურობა ესმის, მაგრამ, სინამდვილეში, მხოლოდ ადამიანს შეუძლია მეორე ადამიანთან დალაპარაკება და მისი გაგება. ყოველ ჯერზე, როცა AI-ს სწერენ, ბოტი საპასუხოდ გამოიყენებს ენას, რომელიც ჩვენ მიერ შექმნილი ხელოვნების სინთეზით შეიქმნა. ისე, რომ ჩვენგან არც ნებართვა არ აუღიათ, არც კომპენსაცია არ გადაუხდიათ და არც თავაზიანობისთვის არ გამოუჩენიათ მადლიერება".
ხელმომწერი მწერლების თქმით, მათი ამბები მოიპარეს ხელოვნური ინტელექტის მოდელების გასაწვრთნელად, ეს მოდელები კი, "კაპიტალისტური წინდაუხედავი სიხარბის გამარჯვების შემთხვევაში, მალე დააგენერირებს წიგნებს, რომლებიც წიგნის მაღაზიებში გამოჩნდება".
ეს შიშები უსაფუძვლო არაა: ბოლო პერიოდში რეზონანსულ ამბად იქცა "მწერალ" კორალ ჰარტის შემთხვევა, რომელმაც მხოლოდ გასულ წელს 200-მდე "წიგნი" დააგენერირებინა ხელოვნურ ინტელექტს და მათი 50 ათასამდე ეგზემპლარი გაყიდა, რამაც ექვსნიშნა შემოსავალი მოუტანა.
-
იაპონიამ რუსეთის 9 მოქალაქეს, რუსულ კომპანიებსა და გემებს სანქციები დაუწესა იაპონიამ რუსეთის 9 მოქალაქეს, რუსულ კომპანიებსა და გემებს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
ნამდვილი კადრები თუ AI? — Nikon-ის კონკურსში გამარჯვებულ ვიდეოს ეჭვქვეშ აყენებენ ნამდვილი კადრები თუ AI? — Nikon-ის კონკურსში გამარჯვებულ ვიდეოს ეჭვქვეშ აყენებენ
გადახედვა
-
მომავალ წელს სასკოლო ფორმებისთვის ბიუჯეტიდან ₾15,5 მლნ იქნება გათვალისწინებული მომავალ წელს სასკოლო ფორმებისთვის ბიუჯეტიდან ₾15,5 მლნ იქნება გათვალისწინებული
გადახედვა
-
რა არის ლეტალური ინიექცია და როგორ გადაურჩა მის ორ დოზას სიკვდილმისჯილი ქალი რა არის ლეტალური ინიექცია და როგორ გადაურჩა მის ორ დოზას სიკვდილმისჯილი ქალი
გადახედვა
-
გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი 5 740 000 ლარი იქნება გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი 5 740 000 ლარი იქნება
გადახედვა
-
ოქტომბერში შესაძლოა 26-27°-მდე დათბეს — გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი ოქტომბერში შესაძლოა 26-27°-მდე დათბეს — გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა
-
რა ქონებას ფლობს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი? რა ქონებას ფლობს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი?
გადახედვა
-
შემდეგი პოდკასტი: როგორ ჩნდება ცნობიერება — ტვინის ყველაზე დიდი საიდუმლო შემდეგი პოდკასტი: როგორ ჩნდება ცნობიერება — ტვინის ყველაზე დიდი საიდუმლო
-
ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმა საქართველოში მუშაობა შეაჩერა ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმა საქართველოში მუშაობა შეაჩერა
გადახედვა
-
ევროკომისიამ უკრაინას ფინანსური სტაბილურობისა და რეფორმების მხარდასაჭერად €2.9 მლრდ გამოუყო ევროკომისიამ უკრაინას ფინანსური სტაბილურობისა და რეფორმების მხარდასაჭერად €2.9 მლრდ გამოუყო
გადახედვა
-
ლევან ჟორჟოლიანი: უცხოურ გრანტებზე თანხმობების გაცემის მაჩვენებელი 95%-ია ლევან ჟორჟოლიანი: უცხოურ გრანტებზე თანხმობების გაცემის მაჩვენებელი 95%-ია
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, მათი F-16-ების ნახევარი დიდი ხანია ევროპაშია რემონტის მიზნით ზელენსკის თქმით, მათი F-16-ების ნახევარი დიდი ხანია ევროპაშია რემონტის მიზნით
გადახედვა
-
იტალიის სენატში დოკუმენტური ფილმის "ბუჩამდე იყო აფხაზეთი" ჩვენება და დისკუსია გაიმართა იტალიის სენატში დოკუმენტური ფილმის "ბუჩამდე იყო აფხაზეთი" ჩვენება და დისკუსია გაიმართა
გადახედვა
-
ირაკლი მეგრელიძე WMO-ს ევროპის რეგიონის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს ირაკლი მეგრელიძე WMO-ს ევროპის რეგიონის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს
გადახედვა
-
მაკო არაბული აცხადებს, რომ 7-წლიანი სამსახურის შემდეგ სახალხო დამცველის აპარატიდან რეორგანიზაციის მიზეზით გაათავისუფლეს მაკო არაბული აცხადებს, რომ 7-წლიანი სამსახურის შემდეგ სახალხო დამცველის აპარატიდან რეორგანიზაციის მიზეზით გაათავისუფლეს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი, რომელი სახელი უფრო პოპულარულია ქვიზი: გამოიცანი, რომელი სახელი უფრო პოპულარულია
-
საფრანგეთში 400-ზე მეტი სკოლა დახურულია, სწავლა დისტანციურად მიმდინარეობს — პროტესტის შედეგები საფრანგეთში 400-ზე მეტი სკოლა დახურულია, სწავლა დისტანციურად მიმდინარეობს — პროტესტის შედეგები
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის დეესკალაციის საკანში ყოფნის კადრებს ასაჯაროებს | ვიდეო პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის დეესკალაციის საკანში ყოფნის კადრებს ასაჯაროებს | ვიდეო
გადახედვა
-
თბილისის წიგნის დღეები ბრუნდება — ღონისძიების გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი თბილისის წიგნის დღეები ბრუნდება — ღონისძიების გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი
-
მთავრობა ტაილანდური კონგლომერატის Charoen Pokphand Group-ის ხელმძღვანელს შეხვდა მთავრობა ტაილანდური კონგლომერატის Charoen Pokphand Group-ის ხელმძღვანელს შეხვდა
გადახედვა
კომენტარები