ირაკლი კირცხალია

14 Apr. 2026, 17:14

პირველ რიგში, ვულოცავ მადიარს და მის გუნდს სერიოზულ გამარჯვებას. მისასალმებელია ის პროცესი, რაც ვნახეთ ჩვენ უნგრეთში. მიუხედავად ბევრი მოლოდინებისა, ზოგადად, როგორც შეიძლებოდა მოვლენები განვითარებულიყო, ძალიან მშვიდ გარემოში ჩაიარა. ყველაზე მთავარი არის, რომ ძალიან კონსტრუქციულად, მიმღებლობა ბატონი ორბანის მხრიდან, და, ეს ასეც იქნებოდა, ამაში ეჭვი არავის ეპარებოდა.

ჩვენ გვინდა დიდი მადლობა გადავუხადოთ ბატონ ორბანს და მის ადმინისტრაციას წლების განმავლობაში ძალიან პროდუქტიული ურთიერთობისთვის, თანამშრომლობისთვის და მეგობრობისთვის ჩვენს ქვეყანასთან.
ჩვენ ასევე, დარწმუნებულები ვართ, რომ ასეთი კონსტრუქციული, მეგობრული და მნიშვნელოვანი ურთიერთობები გაგრძელდება ბატონი მადიარის ხელმძღვანელობით. უკვე უნგრეთში ჩვენ მოვისმინეთ მისი განცხადებებიც.

რა კომენტარიც შემიძლია გავაკეთო მის პირველ განცხადებებზე, — ძალიან კარგი მოსასმენია სუვერენული ქვეყნის წარმომადგენლის მხრიდან, იმიტომ, რომ ჩვენ ყველას კარგად მოგვეხსენება, რომ ევროკავშირში ის გამოწვევა, რომელიც ეხება სუვერენიტეტს. ამ ადამიანის, ამ გამარჯვებული ადამიანის, მომავალი პრემიერმინისტრის ხედვა და დამოკიდებულება იმ ღირებულებების მიმართ, რომელი ღირებულებებიც ძალიან მჭიდროდ გვაკავშირებდა და ასეც გაგრძელდება.

მოვისმინეთ მისი განცხადებები, რომ ის აპირებს, რომ თავისი ქვეყანა განვითარდეს იმ პრაგმატული პოლიტიკით, რომელ პრაგმატულ პოლიტიკასაც წლებია ირჩევს უნგრელი საზოგადოება.

ჩვენ ყოველთვის ვგულშემატკივრობდით უნგრელ ხალხს. უნგრელ ხალხს, რომელსაც წარმოადგენდა ბატონი ორბანი. უნგრელმა ხალხმა მიიღო გადაწყვეტილება და გააკეთა არჩევანი, ჩვენ პატივს ვცემთ უნგრელი ხალხის გადაწყვეტილებას. ჩვენ პატივს ვცემთ ყველა დემოკრატიულ პროცესს, არამხოლოდ უნგრეთში, არამედ ნებისმიერ ქვეყანაში.

ჩვენი საპარლამენტო გუნდიდან წარმომადგენლები, დამკვირვებლები რომლებიც მიწვეულები იყვნენ, ჩავიდნენ უნგრეთში არჩევნებზე დასაკვირვებლად და დააკვირდნენ. ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერდით უნგრელი ხალხის გადაწყვეტილებას. პერსონალურად ბატონ ორბანთან ყველას შეიძლება ჰქონდეს მეგობრული დამოკიდებულება, ერთია მეგობრული დამოკიდებულება და ურთიერთობა და მეორეა, როდესაც პოლიტიკაზე ვსაუბრობთ. კიდევ ერთხელ ვამბობ, ის კურსი, რომელიც იყო სრულ თანხვედრაში ახლადარჩეულმა მომავალმა პრემიერმინისტრმა განაცხადა და ეს არის ასე ვთქვათ, იმ შეკვეთის შესრულება, რაც აქვს უნგრელ ხალხს.

ბატონ ორბანთან მეგობრობა იქნება ყოველთვის დაფასებული, ბატონი ორბანი ყოველთვის დარჩება მეგობრად, ყოველთვის ვეტყვით მადლობას იმ ურთიერთობისთვის, მხარდაჭერისთვის, გვერდით დგომისთვის და იმ პოლიტიკისთვის, რა პოლიტიკაც ჰქონდა თავის ქვეყანას და რომელ პოლიტიკასაც უჭერდა მხარს ჩვენი ქვეყანა და რომელიც მოდიოდა სრულ თანხვედრაში ამ ღირებულებით ბრძოლაში.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. სომეხი მილიარდერი მსოფლიოში ყველაზე მაღალი იესოს ქანდაკების აშენების შემდეგ, ნოეს კიდობანს ააგებს
  2. ამ ქვეყანაში თავი კიდევ ერთხელ მეორეხარისხოვნად ვიგრძენი — ჯეიჰუნ მუჰამედალი შიო III-ის ქადაგებაზე
  3. აშშ-ში ნეონაცისტური ჯგუფის ლიდერ მიხეილ ჩხიკვიშვილს 15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს
  4. ევროკომისიამ პუტინის დანაშაულების შემსწავლელი სპეციალური ტრიბუნალის შექმნის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო
  5. კახა კალაძე ზაარბრიუკენის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გერმანელ ხალხს "სამძიმრის წერილს" უგზავნის

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

რა ტიპის სახდელები ემუქრება პირს სიძულვილის ენის გამოყენებისთვის? — ალექსანდრე დარახველიძის განმარტება

შს მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ სამთავრობო ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხად, რომ…