ლადო ბოჟაძე სახელმწიფო ფარმაცევტული ქარხნის შექმნის ინიციატივით გამოდის
ევროპელი სოციალისტების წევრი, ლადო ბოჟაძე საპარლამენტო პლენარულ სხდომაზე სახელმწიფო ფარმაცევტული ქარხნის შექმნის ინიციატივით გამოვიდა.
როგორც მან განაცხადა, სურს დააყენოს სახელმწიფო ფარმაცევტული საწარმოს შექმნის საკითხი, რომლის მიზანიც მედიკამენტებზე ფასების შემცირება იქნება. ბოჟაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა და პარლამენტი აქტიურად მუშაობენ ფასების რეგულირებაზე და უკვე ათასობით წამალი იყიდება რეფერენტული ფასებით, მედიკამენტების ღირებულება კვლავ ერთ-ერთ მთავარ პრობლემად რჩება მოქალაქეებისთვის.
დეპუტატის შეფასებით, გარე ეკონომიკური ფაქტორები — მათ შორის ელექტროენერგიის ტარიფების ზრდა და საწვავის გაძვირება ახლო აღმოსავლეთში — შესაძლოა დამატებით აისახოს როგორც სურსათის, ისე მედიკამენტების ფასებზე.
"მნიშვნელოვანია, რომ ის გეგმაზომიერი პროგრესი და შედეგები, რომელიც ჩვენ ნამდვილად გვაქვს, რეალურად ხელშესახები გახდეს საქართველოს ყველა მოქალაქისთვის. ამიტომ, გვინდა ამ ტრიბუნიდან კიდევ ერთხელ დავაყენოთ სახელმწიფო ფარმაცევტული ქარხნის შექმნის საკითხი.
მიუხედავად იმისა, რომ მთავრობაც და პარლამენტიც აქტიურად მუშაობთ ფასების დასარეგულირებლად და ათასობით წამალი უკვე რეფერენტული ფასებით იყიდება, ჩვენი მოქალაქეებისთვის ყველაზე პრობლემური მაინც მედიკამენტების ღირებულებაა. ის ფაქტი, რომ გაიზარდა ელექტროენერგიის გადასახადი და იზრდება საწვავის ფასი, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების გამო, სავარაუდოდ, სურსათისა და მედიკამენტების კიდევ უფრო გაძვირებას გამოიწვევ", — აღნიშნა მან.
ბოჟაძის განმარტებით, კერძო სექტორი მილიონობით ლარს ხარჯავს კვლევებში, თუმცა სახელმწიფო საწარმო სხვა მოდელით იმუშავებს.
"სახელმწიფო ქარხანას ბუნებრივია, თანხების დახარჯვა არ დასჭირდება და გამოუშვებს მხოლოდ იმ მედიკამენტებს, რომლებიც ისედაც იქნება უკვე ლიცენზირებული, აპრობირებული მთელს მსოფლიოში", — განაცხადა ბოჟაძემ.
მისივე თქმით, ინიციატივა არ გულისხმობს სახელმწიფო აფთიაქების შექმნას.
"ყველა სააფთიაქო ქსელში იქნება დახლი, სადაც გაიყიდება სახელმწიფოს მიერ გამოშვებული, ლიცენზირებული მედიკამენტები და გაიყიდება მინიმალურ ფასად, რადგან სახელმწიფოს საწარმო არ და ვერ იქნება ორიენტირებული მოგებაზე", — განაცხადა ბოჟაძემ სხდომაზე.
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
-
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება
გადახედვა
კომენტარები