რუსმა დეპუტატმა, სერგეი გავრილოვმა, რომელმაც დღეს პარლამენტში პარლამენტის თავმჯდომარის ადგილი დაიკავა, სასტუმრო რედისონის შენობა პოლიციის დახმარებით დატოვა. მას გარეთ აქციის მონაწილეები შეძახილებით დახვდნენ.

აქციის მონაწილეები მას სასტუმროს რამდენიმე გასასვლელთან ელოდნენ. მათი მოთხოვნაა რუსულმა დელეგაციამ საქართველო დაუყოვნებლივ დატოვოს.

მას შემდეგ, რაც გავრილოვმა პოლიციის დახმარებით რადისონის მიმდებარე ტერიტორია დატოვა, აქციის მონაწილეებმა მსველობით პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლეს.

დღეს, 20 ივნისს მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრი და რუსი დეპუტატი, სერგეი გავრილოვი პარლამენტში, ირაკლი კობახიძის სავარძელზე დაჯდა. ეს ფაქტი გააპროტესტა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა და პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. საქარველოდან ასამბლეის წევრმა და ღონისძისების ორგანიზატორმა ზაქარია ქუცნაშვილმა თავდაპირველად თქვა, რომ "სადღაც რუსს რომ დავინახავთ, არ უნდა გავნადგურდეთ", მოგვიანებით კი განმარტა, რომ "თუ საჭიროა, პოლიტიკურ პასუხისმგებლობას აიღებს".