7 ცხოვრებისეული საიდუმლო, რომლის ამოხსნაც შეუძლებელია
დამეთანხმებით, ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში უამრავი უცნაური და ამოუხსნელი მოვლენა ხდება. სამყაროს შექმნაზე, ზოდიაქოს წაკითხვისას "აუ, ეს ზუსტიაა", უცხოპლანეტელებსა და მოჩვენებებზე არ ვამბობ, უფრო საყოფაცხოვრებო საიდუმლოებებზე შევაჩერებ თქვენს ყურადღებას.
ჩამოთვლილთაგან რამდენიმე საიდუმლო მე თვითონ მიღრღნის ტვინს, დანარჩენებზე კი პატარა გამოკითხვა ჩავატარე და ახლა, ყველა მათგანს წარმოგიდგენთ. იქნებ თქვენ მაინც იცოდეთ პასუხი ან აღმოაჩინოთ, რომ მარტო არ ხართ და სხვასაც აწუხებს ამოუხსნელი შეკითხვები.
1. რატომ რთავენ ტაქსისტები მუსიკას ხმამაღლა, როცა ყურსასმენები გიკეთია?
რამდენიმე დღის წინ ამ სტატიის დაწერის სურვილი სწორედ ტაქსიში ჯდომისას გამიჩნდა. ჩავჯექი მანქანაში, მძღოლს მიმართულება ვუთხარი, ღვედი გადავიჭირე და ყურსასმენები გავიკეთე, ხოლო მძღოლმა, დაძრა თუ არა მანქანა, რადიოს ბოლომდე აუწია და გაუდგა გზას. მე, ისევე როგორც ადამიანების უმრავლესობა, მუსიკას ბოლო ხმაზე ვუწევ ჩემს ტელეფონში, მაგრამ ტაქსის მძღოლები ყოველთვის ახერხებენ მუსიკის ჩართვას იმხელა ხმაზე, რომ მაინც მესმოდეს.
შეიძლება ვიფიქროთ, რომ მათაც ძალიან უყვართ სხვადასხვა ტრეკების მოსმენა და ბოლომდე გასასვლელად ხმამაღლა მოსმენა სჭირდებათ, მაგრამ ამ ვერსიაზე ბოლო შემთხვევისას ვთქვი უარი, რადგან დედამიწის ზურგზე ვერავინ დამარწმუნებს, რომ ჩემს 65-70 წლის მძღოლს აი, ეს "ვეში” ძალიან მაგრად "უსწორებდა":
თან ყოველთვის ასე ხდება და რაღა მაინცდამაინც იმ დროს ირთვება ხოლმე რადიოში მათი საყვარელი სიმღერები, როცა ყურსასმენიანი მგზავრები ვუსხედვართ მანქანაში?
2. რატომ იწყებენ მეზობლის მუშები დილას ხმაურიანი სამუშაოთი და მერე მთელი დღე წყნარად აგრძელებენ, ან რატომ ირჩევენ ბურღის და სხვა ხმაურიანი ინსტრუმენტების გამოსაყენებლად შაბათის ან კვირის დილას?
ხომ შეიძლება, რომ კვირის დღეებში იმუშაონ, დილას გაგვაღვიძონ, რომ არ ჩაგვეძინოს და სამსახურში არ დაგვაგვიანდეს? არა! მაინცდამაინც შაბათს ან კვირა დილას უნდა დაიწყონ ბეტონის თხრა ზედა სართულზე ან კედლის ბურღვა გვერდით ბინაში.
ამავე კატეგორიაში გადიან რადიატორის მჭრელები და ჯართის ჩამბარებლები.
რა დაგიშავეთ? რატომ აკეთებთ ამას?
3. რატომ გვინდება სიგარეტის მოწევა მაშინ, როცა არ გვაქვს?
როცა სიგარეტი გვაქვს, თან ბევრი, სავსე ან თუნდაც ნახევარი კოლოფი, ნიკოტინური შიმშილი საერთოდ არ გვაწუხებს. სიგარეტს თითქოს ავტომატურად ვეწევით და არა იმიტომ, რომ გვინდება. მაგრამ საკმარისია, რომ ბოლო ღერი დარჩეს ან საერთოდ გათავდეს, რომ ეგრევე იღვიძებს მოთხოვნილება, რიგ წრეებში "ლომკას" რომ უწოდებენ, აი, ისეთი.
ვიქექებით უჯრებში, ჩანთებში, ჯიბეებში, გამწარებულები ვეძებთ სადმე გადამალულ ან შემთხვევით დარჩენილ ღერს, რომელმაც უნდა გადაგვარჩინოს. სამწუხაროდ, ათიდან ცხრა შემთხვევაში ვერაფერს ვპოულობთ და ბოლოს გვიწევს აზლაზვნა და მაღაზიაში წაზლაზვნა. თუ გაგვიმართლა და მეგობარი მოდის, იმას დავაბარებთ, მაგრამ რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, სწორედ იმ დროს აგვიანდება მოსვლა - გზაში საცობში გაეჩხირება ან დიდი ხნის უნახავი ნაცნობი შეხვდება და სანამ ჩვენ ვკანკალებთ და წუთები საათებად გვეჩვენება, თვითონ უდრტვინველად სქროლავს ფეისბუქს ტაქსიში ან საუბრობს წარსულსა და მომავალზე ვიღაც არანიკოტინისშიმშილიან ტიპთან.
4. რატომ იწელება გზა, როცა მიდიხარ დასასვენებლად ან სამოგზაუროდ და რატომ მოკლდება იგივე დისტანცია დაბრუნებისას?
ბავშვობაში სოფელში ან ზღვაზე რომ მიდიოდით, გახსოვთ, რამდენ ხანს უნდებოდით გზას? როგორ იღლებოდით? მაგრამ როგორც კი მოვიდოდა ზაფხულის ბოლო და უკან დაბრუნების დრო დადგებოდა, სახლში შეუფერხებლად ბრუნდებოდით.
ძალიან კარგი იქნება, თუ ფიზიკოსები დროისა და სივრცის ამ ცვალებადობას გამოიკვლევენ და ამოხსნიან.
5. როგორ ხდება, რომ როგორც კი სხვა რიგში გადადიხარ სალაროსთან, ეგრევე შენ სადაც იყავი, ის რიგი საოცრად სწრაფად მიიწევს წინ და ბოლოს საერთოდ ქრება?
და თუ უკან გადმოსვლას დააპირებ, ახლა ეს მეორე რიგი მიდის სწრაფად და პირველი ისევ მიიზლაზნება. მგონი ყველა შეთქმულია და სპეციალურად აკეთებენ.
ძალიან გთხოვთ, შეწყვიტოთ!
ამავე კატეგორიაში გადის: კლასში ყველაზე ნაკლებს შენ რომ ხმაურობ, მასწავლებელი გარეთ რომ გაგაგდებს და მერე ყველა ჩუმდება და გაკვეთილის მოსმენას იწყებს.
6. რატომ ხარ ყოველთვის "მახინჯი", როცა "იმას" შემთხვევით ხვდები?
ალბათ თქვენც შეგხვედრიათ თქვენი ექსი ან ქრაში - ანუ გოგო/ბიჭი, რომელიც ძალიან მოგწონთ, სწორედ მაშინ, როცა ნაგვის გადასაყრელად გადიხართ დაძონძილი ტანსაცმლით, ჩუსტებით ჩაბოდიალდებით მაღაზიაში, ნაყინი ჩამოგეწუწებათ ვატიკანის მუზეუმში შესვლამდე და სხვა ასეთ არასასურველ დროს...
ჰოდა, რატომ ხდება ასე? რატომ არ გვხვდებიან მაშინ, როცა კარგად გამოვიყურებით ან კარგ ხასიათზე ვართ? რატომ გვსჯის სამყარო ასე?
7. რატომ "ასხამს" ბილეთში ერთი გუნდი?
"ერთმა გუნდმა გამისხა" არის ერთ-ერთი ყველაზე ხშირად თქმული ფრაზა საქართველოში. ჩამოწერ გუნდებს, თან ყველა "უეჭველს", დადებ ფულს, დაჯდება ერთი, მეორე, მესამე და ერთი თამაში აუცილებლად წაასხამს. თან მნიშვნელობა არ აქვს რამხელა ბილეთი გიწერიათ. 10 გუნდში აუცილებლად წაგისხამთ ერთი და თან არასოდეს არ იცი, რომელი ერთი იქნება. "აუ, აი ამაზე ვფიქრობდი და ნეტა ამომეღო, რა!" - ამოიღებდით და რომელიმე სხვა გაასხამდა, რა პრობლემაა.
ისევე როგორც დანარჩენ 6 საიდუმლოს, ამასაც ვერ ამოვხსნით და არასოდეს გვეცოდინება, რატომ ასხამს "ის" ერთი გუნდი. სამაგიეროდ შეგვიძლია ამ მეტაფიზიკური მოვლენისგან გამოწვეული პრობლემა გადავჭრათ. მაგალითად, ევროპა ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის თამაშებზე თუ 4-ზე მეტი გუნდი გიწერიათ და ერთი გაგისხამთ, აჭარაბეთი დადებული თანხის ნაწილს ან მთელ თანხას უკან დაგიბრუნებთ.
ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის თამაშებზე დადება ამიერიდან უკვე თამამად შეიძლება, თან ყველაზე ერთად.
რაც შეეხება დანარჩენ ექვს საიდუმლოს, მათ ამოხსნასა და გადაჭრაზე ბრიტანელი მეცნიერები უკვე მუშაობენ და შედეგებს მალე შეგატყობინებთ.
კომენტარები