შშმ პირთა მდგომარეობის გასაუმჯობესებლად სახელმწიფოს გაცხადებული ნება ფურცლებზე რჩება — NGO-ები
14 ივნისს საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე აღინიშნება. ამავე თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები განცხადებას ავრცელებენ, სადაც წერია, რომ სახელმწიფოს ფორმალურად გაცხადებული ნება ძირითადად მხოლოდ ფურცელზე რჩება. მათი შეფასებით, შშმ პირთა უფლებრივი მდგომარეობა რეალურად არ იცვლება და ისინი კვლავ დგანან დისკრიმინაციისა და მარგინალიზაციის პრობლემის პირისპირ.
ხელმომწერი ორგანიზაციები მოუწოდებენ სახელმწიფოს, გაატაროს ეფექტიანი პოლიტიკა, რომელიც რეალურად იქნება მიმართული შშმ პირთა უფლებების დაცვისაკენ, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი ინკლუზიისკენ, გადაწყვეტილების მიღებისას რეალური ჩართულობის უზრუნველყოფისაკენ.
არასამთავრობო ორგანიზაცია მიუთითებს იმაზე, რომ სახელმწიფოს მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების ვადა წლიდან წლამდე, პოლიტიკის ერთი დოკუმენტიდან მეორე დოკუმენტამდე იწელება:
"დღემდე არ მომხდარა კონვენციის ფაკულტატური ოქმის რატიფიცირება, რის გამოც შშმ პირებს არ ეძლევათ შესაძლებლობა, უფლების დარღვევის კონკრეტული ფაქტების გამო მიმართონ გაეროს შესაბამის კომიტეტს. კვლავ არ გადადგმულა ეფექტიანი ნაბიჯები სოციალური მოდელის დანერგვისა და სტატისტიკის წარმოების გაუმჯობესების მიმართულებით. კანონმდებლობა და პრაქტიკა ვერ პასუხობს შეზღუდული შესაძლებლობის ცალკეული ჯგუფების საჭიროებებს, რაც გამორიცხავს შშმ ქალებისა და ბავშვების უფლებების ეფექტიან დაცვას. ქვეყანაში მწვავედ დგას შშმ პირთა თანასწორუფლებიანობისა და დისკრიმინაციისგან დაცვის, მართლმსაჯულების, ფიზიკური გარემოსა და ინფორმაციის მისაწვდომობის, რეაბილიტაცია/აბილიტაციის, ინკლუზიური განათლების ხარისხისა და დასაქმების საკითხები. შშმ პირთა ოჯახური ცხოვრების უფლება შესაბამისი სახელმწიფო სერვისების არარსებობის პირობებში სრულად უგულებელყოფილია. აღნიშნული განსაკუთრებით პრობლემურია სახელმწიფო მზრუნველობაში მყოფი პირების შემთხვევაში. შშმ პირთა უფლებების დაცვის მიმართულებით არსებული პრობლემებიდან განსაკუთრებით უნდა გამოიყოს ქვეყანაში არსებული სოციალური დაცვის პოლიტიკა, რომელიც ვერ პასუხობს შშმ პირთა რეალურ საჭიროებებს".
არასამთავრობოები აღნიშნავენ, რომ კვლავ გამოწვევაა საზოგადოების დამოკიდებულება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ და ის სტიგმა, რომელსაც ეს პირები ყოველდღიურ ცხოვრებაში აწყდებიან.
განცხადების თანახმად, სახელმწიფომ 2014-2015 წლებში ქმედუნარიანობის რეფორმა განახორციელა, რომლის ფარგლებშიც სისტემა არსებითად გადაიხედა:
"გაუქმდა მეურვის ცნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ფსიქო-სოციალური საჭიროების მქონე ადამიანებს თავადვე მიეცათ საკუთარი ცხოვრების წარმართვის და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების უფლება".
არასამთავრობოების შეფასებით ეს რეფორმა იშვიათი წინგადადგმული ნაბიჯია შშმ პირთა უფლებების დაცვის კუთხით, თუმცა მისი დიდი ნაწილი დღემდე ფურცელზე რჩება და ხელისუფლება არ დგამს ნაბიჯებს მისი პრაქტიკაში დანერგვისთვის.
ორგანიზაცია წერს დიდი ზომის ფსიქიატრიულ დაწესებულებებში მყოფი პირების უფლებრივი მდგომარეობაზეც:
"ამ ადამიანების მნიშვნელოვანი ნაწილი წლების განმავლობაში იძულებულია, ცხოვრობდეს საზოგადოებისგან შორს, ხშირ შემთხვევაში უმძიმეს და ღირსების შემლახავ პირობებში და არ ჰქონდეს შესაძლებლობა, დაუბრუნდეს საზოგადოებას იმის გამო, რომ სახელმწიფო ვერ სთავაზობს შესაბამისი საცხოვრისის, ასევე, დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშემწყობ სერვისებს".
ზემოაღნიშნული გამოწვევებიდან გამომდინარე, განცხადების ხელმომწერი ორგანიზაციები კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ სახელმწიფოს, გაატაროს ეფექტიანი პოლიტიკა, რომელიც რეალურად იქნება მიმართული შშმ პირთა უფლებების დაცვისაკენ, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი ინკლუზიისკენ, გადაწყვეტილების მიღებისას რეალური ჩართულობის უზრუნველყოფისაკენ.
ხელმომწერი ორგანიზაციები აცხადებენ, რომ:
- მნიშვნელოვანია სახელმწიფომ, შშმ პირთა უფლებების დაცვა, პოლიტიკურ დღის წესრიგში პრიორიტეტად აქციოს;
- მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ კანონმდებლობის ახლებურად გააზრების და გადასინჯვის პროცესი დაიწყოს, ასევე, ჩამოაყალიბოს გაეროს კონვენციის იმპლემენტაციისათვის აუცილებელი ინსტიტუციური ჩარჩო და უზრუნველყოს მისი ეფექტიანი დანერგვა;
- სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს პოლიტიკის შემუშავების პროცესში შშმ პირთა ეფექტიანი ჩართულობა;
- აუცილებელია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა რეალური საჭიროებების ანალიზი და მასზე დაფუძნებული სერვისების შექმნა ან/და განვითარება მთელი ქვეყნის მასშტაბით;
- სახელმწიფომ უნდა გადადგას ნაბიჯები ქმედუნარიანობის რეფორმის ჯეროვანი იმპლემენტაციისთვის და ამ მიზნით, უნდა დაიგეგმოს კონკრეტული, დროში გაწერილი და სათანადო რესურსებით უზრუნველყოფილი საქმიანობები. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა უწყებებმა უზრუნველყონ ყველა შესაბამისი აქტორის ინფორმირება რეფორმის შესახებ;
- უმნიშვნელოვანესია, გონივრულ ვადაში დასრულდეს შშმ პირთა დიდი ზომის დაწესებულებების დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი და აღიკვეთოს ბენეფიციართა უფლებების განგრძობადი და უხეში დარღვევების პრაქტიკა;
- ქვეყანამ უნდა შექმნას ან/და გააუმჯობესოს შესაბამისი სერვისები, შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრებისა და საზოგადოებაში ინტეგრაციისათვის.
ხელმომწერები:
- ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC);
- პლატფორმა ახალი შესაძლებლობებისთვის (PNO);
- პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR);
- თანამშრომლობა თანაბარი უფლებებისთვის (PER);
- გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში - თბილისი (GIP – Tbilisi);
- საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ასოციაცია;
- ხელმისაწვდომი გარემო ყველასათვის;;
- ღია საზოგადოების ფონდი (OSGF);
- კავშირი ქალი და რეალობა;
- ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ (FAD);
- საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაცია;
- სმენისა და მეტყველების დარღვევის მქონე ბავშვთა დახმარების ასოციაცია;
- გადავარჩინოთ ბავშვები (Save the Children);
- პირველი ნაბიჯი საქართველო;
- მთავარანგელოზ გაბრიელისა და პეტრე მოციქულის სახელობის ფონდი;
- ააიპ ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება;
- კობა ნადირაძე (საქართველოს სახალხო დამცველის შშმ პირთა უფლებების კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვისა და იმპლემენტაციის მონიტორინგის საკონსულტაციო საბჭოს წევრი);
- ასოციაცია "ანიკა".
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები