ბორჯომ-ბაკურიანის გზაზე, დაბა წაღვერის მიმდებარე ტერიტორიაზე კაცი მოკლეს. ადგილობრივების ცნობით, მკვლელობა ბრალდებულმა ცულით ჩაიდინა.

On.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ ბრალდებული მკვლელობიდან რამდენიმე საათში აიყვანეს. გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.