ჩერნობილი დასრულდა და არ იცით, რას უყუროთ? – სერიალის შემქმნელი ამ 7 ფილმს გირჩევთ
ფოტო: Liam Daniel/HBO
ჩერნობილის დასრულებამ ფანებში უკმარისობის განცდა შექმნა, თუმცა ამ სიცარიელის ამოსავსებად სერიალის სცენარისტი და პროდიუსერი კრეგ მეზინი თავისი საყვარელი ფილმების სიას გვთავაზობს, რომლებიც, მისი თქმით ჩერნობილის მოვლენების უფრო სიღრმისეულ გაცნობაში დაგვეხმარება.
მეზინმა თავის პირად ტვიტერის გვერდზე 7 ფილმის რეკომენდაცია ჩამოწერა, რომლებიც, მისი თქმით სერიალ ჩერნობილზე მუშაობისთვის შთაგონების წყარო იყო.
1. COME AND SEE
ფოტო: Come and See
Come and See-ს სიუჟეტურად ჩერნობილის კატასტროფასთან საერთო არაფერი აქვს და მეტიც, ტრაგედიამდეა შექმნილი. მიზეზი, რის გამოც მაზინმა ის ამ სიაში შეიყვანა, საბჭოთა ესთეტიკა და თემატიკის სიმძიმეა. ფილმი ნაცისტების მიერ ბელარუსის ოკუპაციას შეეხება.
COME AND SEE საბჭოთა კლასიკაა, რომელიც, ჩემი აზრით, ერთ-ერთი უდიდესი ფილმია ომის თემაზე. ნამუშევარი როგორღაც ახერხებს მაყურებელი ეკრანს მიაჯაჭვოს და არ მისცეს ყურადღების სხვა რამეზე გადატანის მიზეზი. მძიმე სანახავია, თუმცა მნიშვნელოვანი.
2. Chernobyl 3828
ფოტო: Sergei Zabolotnyy
ჩერნობილი 3828 2011 წელს გადაღებული უკრაინული დოკუმენტური ფილმია, რომელიც იმ ლიკვიდატორების შესახებ მოგვითხრობს, რომლებმაც აფეთქების შემდგომ, ჩერნობილის ყველაზე მეტად დაბინძურებული და საშიში ადგილები გაწმინდეს.
შემდეგია Chernobyl 3828, დოკუმენტური ფილმი ბიორობოტებზე... გრძელი და ნელი ბრძოლა სადგურის სახურავის გასაწმენდად. ეს ფილმი პრაქტიკულად ჩემი ბიბლია იყო, ტარაკანოვის თითქმის ყველა ინსტუქცია და სიტყვით გამოსვლა, რომელსაც სერიალის მეოთხე ეპიზოდში ვხვდებით, სიტყვა სიტყვით არის გადმოტანილი მისი ნამდვილი ტექსტებიდან.
3. Chernobyl - The Severe Days...
რუსი რეჟისორის, ვლადიმირ შევჩენკოს 1986 წელს გადაღებული ეს შემაძრწუნებელი ფილმი მოვლენების ეპიცენტრს გვიჩვენებს. თავად რეჟისორისთვის რადიაციისგან მიყენებული ზიანი იმდენად დიდი აღმოჩნდა, რომ ის მოგვიანებით გარდაიცვალა.
Chernobyl - The Severe Days... ვლადიმირ შევჩენკოს დოკუმენტური ფილმი. როგორც 3828, ესეც ლიკვიდაციაზეა კონცენტრირებული... და აქ მაღაროელების შესანიშნავ კადრებს ვხვდებით. პირველად აქ შევამჩნიე ხელით ნაწერი ნიშანი, რომელიც მათ 24/7-ზე მუშაობისკენ მოუწოდებდა.
4. The Voice of Lyumdilla
Voice of ludmila
The Voice of Lyumdilla შვედური დოკუმენტური ფილმია, რომელიც ლუდმილა იგნატენკოს გარშემო ტრიალებს. აქ მაყურებელი მისი თვალით დანახულ კატასტროფას ნახავს და მოისმენს.
The Voice of Lyumdilla - ეს არის შვედური დოკუმენტური ფილმი ლუდმილა იგნატენგოზე, რომელიც არაჩვეულებრივად გადაიღო გუნარ ბერგდაჰლმა. აქ ყველაფერი ლუდმილას (და მისი შვილის!) შესახებაა, თქვენ მოისმენთ ამბებს პირდაპირ მისგან. ის პრიპიატშიც კი ბრუნდება, სადაც ვასილისთან ერთად ცხოვრობდა.
5. Surviving Disaster
ფოტო: BBC
Surviving Disaster 2009 წელს გადაღებული ბიბისის სერიალია, სადაც ერთი ეპიზოდი ჩერნობილის კატასტროფას ეთმობა.
Surviving Disaster - ბიბისის ფილმია, რომელშიც ვალერი ლეგასოვის როლს ეიდ ედმონდსონი თამაშობს. ეს ჩვენი სერიალისგან (ჩერნობილი) რაღაც განსხვავებულ ატმოსფეროს ქმნის, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ შესანიშნავია.
6. Zero Hour
ფოტო: Discovery Channel
2013 წლის ეს ბრიტანული ტელესერიალი ადამიანის გამოისობით მომხდარ ტრაგიკულ კატასტროფებს ეძღვნება. ერთ-ერთი სერია კი, გასაკვირი არ არის, რომ ჩერნობილის მოვლენებს მოგვითხრობს.
Zero Hour დრამატიზებული დოკუმენტური ფილმია, რომელიც Discovery Channel-მა გადაიღო. აღსანიშნავია, თუ როგორ იყენებენ რუსულად მოლაპარაკე მსახიობებს და სუბტიტრებს. მსახიობი, რომელიც დიატლოვს თამაშობს ძალიან კარგია, რაღაცნაირად შეპყრობილი ვარ მისით.
7. Seconds From Disaster
ფოტო: Getty
Seconds From Disaster 2004 წელს დაწყებული ბრიტანულ-ამერიკული ტელეშოუა, რომელიც ასევე ადამიანებისგან გამოწვეულ კატასტროფებს იძიებს.
Seconds From Disaster ესეც მორიგი დრამატიზებული დოკომენტური ფილმია, რომელიც National Geographic-მა გადაიღო. Zero Hour-ზე უფრო გრძელია, მაგრამ უფრო ფართო აუდიტორიაზე გათვლილი.
-
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა
გადახედვა
-
სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა
გადახედვა
-
Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა
გადახედვა
-
ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე
გადახედვა
-
ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით
გადახედვა
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა
გადახედვა
-
რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"? რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"?
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
გადახედვა
-
KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება
გადახედვა
-
გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა
გადახედვა
-
ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში
გადახედვა
-
თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა
გადახედვა
-
საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები? საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები?
გადახედვა
-
კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ
გადახედვა
-
POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
გადახედვა
-
DRI: რუსეთმა, ოკუპირებულმა აფხაზეთმა და ცხინვალმა საქართველოს ძალის გამოუყენებლობის გარანტიები მოსთხოვეს DRI: რუსეთმა, ოკუპირებულმა აფხაზეთმა და ცხინვალმა საქართველოს ძალის გამოუყენებლობის გარანტიები მოსთხოვეს
გადახედვა
-
ეს კონკრეტული მაგალითი ყველასთვის მაქსიმალური სიფრთხილის "წითელი ალამია" — ივანე ჩხაიძე შავი ჭირის შემთხვევაზე ეს კონკრეტული მაგალითი ყველასთვის მაქსიმალური სიფრთხილის "წითელი ალამია" — ივანე ჩხაიძე შავი ჭირის შემთხვევაზე
გადახედვა
-
ფიზიკის დარგში 2026 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი გამოავლინეს ფიზიკის დარგში 2026 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი გამოავლინეს
გადახედვა

კომენტარები