მრგვალი ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები თბილისის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე გააკრიტიკა. მისი თქმით, სამუშაოები რამდენიმე თვე ამიმდინარეობს და იქ არსებული მდგომარეობა "კატეგორიულად მიუღებელია".

"არავინ არ მუშაობს არის ერთი-ორი მუშა საწყლად დაათრევენ ამ ქვებს, გადათხრილი გადანგრეულია ყველაფერი, ასე გაგრძელება ჩვენთვის მიუღებელია. ნუ გასაგებია, რომ კომპანიას არ აინტერესებს ქალაქის მთავრობა, მაგრამ თბილისის მოსახლეობა არის მნიშვნელოვანი, თბილისელების ფეხებზე დაკიდების უფლებას არავის არ მივცემ", — განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, ეს კომპანია ვერ გააგრძელებს სამუშაოებს და არ გააგრძელებს და არათუ მერიის, არამედ სახელმწიფო ტენდერებშიც ვერ მიიღებს მონაწილეობას.

"ორი თვის განმავლობაში პატარა ბაღის რეაბილიტაცია ვერ მოვახერხეთ. ვსაუბრობთ ქუჩების და უბნების რეაბილიტაციაზე, არ ვარგა ეს დამოკიდებულება. ასეთ კომპანიებს სჭირდება შესაბამისი პასუხი, მათ არათუ მერიის ტენდერებში, არამედ სახელმწიფო ტენდერებშიც არ უნდა მიიღოს მონაწილეობა, რადგან არის კომპანიები, რომლებიც აზარალებს ქალაქს, აზარალებს მოსახლეობას. ასეთ დამოკიდებულება არის მიუღებელი და იმოქმედეთ დღესვე, რადგან სწრაფად იყოს დასრულებული პროექტი, რონ იქ მისულმა ადამიანმა იამაყოს ამ პროექტით", — განაცხადა კალაძემ.