პიქსარი თავისი ნამუშევრებით ჩვენი გულების გახარებას აგრძელებს და ამჯერად, 2020 წლისთვის, ახალი ანიმაციის გამოშვებას გეგმავს.

Onward — ასე ჰქვია ანიმაციურ ფილმს, რომელიც პიქსარისა და დისნეის კიდევ ერთი ერთობლივი ნამუშევარია.

დღეს კი ძალიან საინტერესო ტრეილერი დაიდო, რომელიც ორი ელფის ისტორიიდან ყველაზე დამაინტრიგებელ დეტალებს გვიმხელს:

ყველაზე მნიშვნელოვან კითხვაზე პასუხის გაგებამდე კი, დარჩა თუ არა სამყაროში მაგია, მომავალი წლის გაზაფხულამდე მოგიწევთ მოთმენა.

ანიმაციის მთავარ პერსონაჟებს კრის პრატი, ოქტავია სპენსერი და ტომ ჰოლანდი ახმოვანებენ.