იურიდიულმა კომიტეტმა ბესელიას კანონპროექტზე უარყოფითი დასკვნა დადო და თავის ვერსიას ამზადებს
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ქართული ოცნებიდან წასული დეპუტატების ეკა ბესელიასა და გედევან ფოფხაძის მომზადებულ კანონპროექტზე უარყოფითი დასკვნა დაწერა. კანონპროექტი საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილების აღსრულებას ეხება. ამ გადაწყვეტილებით, არაკონტიტუციურია, როცა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ზოგიერთი საქმეები სააპელაციო სასამართლოში არ საჩივრდება.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის პოზიციით, ეკა ბესელიასა და გედევან ფოფხაძის მიერ მომზადებული კანონპროექტი არათანმიმდევრულია და "სამართლებრივად გაუმართავი ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით".
ეკა ბესელიამ განმარტა, რომ კანონპროექტის პირველ ვერსიაში, რომელსაც პარლამენტმა პირველი მოსმენით პრინციპების დონეზე მხარი დაუჭირა, ყველა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე გასაჩივრების შესაძლებლობა იყო ასახული. მეორე მოსმენის დროს კი იურიდიული კომიტეტის შენიშვნების ნაწილი გაიზიარა და კომპრომისზე წავიდა.
ბესელიას თქმით, მეორე მოსმენისთვის მოამზადეს ვერსია, რომლითაც ყველაფერი არ გასაჩივრდება, მაგრამ შესაძლებელი იქნება გასაჩივრდეს საქმე:
- როცა მოქალაქეს ჩამოართვეს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება;
- დააკისრეს ჯარიმა 5 000 ლარის ფარგლებში;
- სააპელაციო სასამართლოს არ განუხილავს ასეთი საქმე, არის ახალი პრეცედენტი ან განსხვავებული პრაქტიკა დგინდება.
"ცუდი იქნება, თუ მაღალი ინტერესის სფეროში გადავიტანთ სასამართლოს გადატვირთულობას და მოქალაქეებს გასაჩივრებას ავუკრძალავთ", — განაცხადა ბესელიამ.
ბესელიას თქმით, კომიტეტის დასკვნაში წერია, რომ მოქალაქეებმა 5 000 ლარის ზემოთ ჯარიმის შემთხვევაში უნდა შეძლონ გასაჩივრება, რაც უსამართლოა:
"შეჭირვებულ მოქალაქეებს, რომ უთხრა, რომ 5 000 ლარის ფარგლებში ჯარიმა არ არის იმ ოდენობის ჯარიმა, რომ შენ წახვიდე ზემდგომ ინსტანციაში, არის არასამართლიანი და სტანდარტის დაბლა დაწევა".
მისი თქმით, ის ტოვებს პირველი მოსმენის დროს წარდგენილ ვერსიას, რომლითაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ყველა საქმე სააპელაციოში უნდა გასაჩივრდეს.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა უპასუხა ეკა ბესელიას და თქვა, რომ მისი მომზადებული კანონპროექტი არ არის ლოგიკური და თანმიმდევრული. მან თქვა, რომ ეკა ბესელიამ გამოხატა მზაობა გაეთვალისწინებინა კომიტეტის შენიშვნები, თუმცა "მეორე მოსმენისას ისევ ძველი ვერსია წარადგინა".
"ძალიან კარგად ვიცით, რას ნიშნავს ადამიანის უფლებების დაცვა და მომხსენებლის მხრიდან ამაზე მოწოდება არ სჭირდება ადამიანის უფლებათა კომიტეტს, ისინი არ ესწრებოდნენ კომიტეტს და გაწელეს ვადა, რომ თავის დროზე არ აღსრულებულიყო, დაგვეთანხმდნენ და შემდეგ აღმოჩნდა, რომ დათანხმება იყო ფორმალური და შემოგვთავაზეს ვერსია, რომელიც არ შეესაბამება ლეგიტიმურ მიზანს", — თქვა ოხანაშვილმა.
მან ასევე განაცხადა, რომ ეკა ბესელიას პოზიციას ზოგადად, "სამართლებრივ საკითხებში რადიკალურად არ იზიარებს".
"ამას მხარს არ ვუჭერთ და დავაინიცირებთ ახალ პროექტს, რომელიც იქნება სწორი და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან შესაბამისი", — განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
მის გამოსვლას კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორის გედევან ფოფხაძის გაღიზიანება მოჰყვა. მან თქვა, რომ ოხანაშვილმა "პიროვნული შეურაცხყოფა მიაყენა და არაკომპეტენტურობა დააბრალა".
"თქვენ გამოდიხართ არა იმ ადამიანის უფლებებიდან, ვისი უფლებებიც დაიცვა სასამართლომ, არამედ მოსამართლეების უფლებებიდან, რომ უფრო ნაკლები საქმე განიხილო. კიდევ ერთ შეკვეთას უსრულებთ მურუსიძე-ჩინჩალაძესა და მათ კლანს. რაც გინდათ გაიტანეთ და რაც გინდათ გამოიტანეთ, მაგრამ შეკვეთას უსრულებთ მაგ კლანს", — განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
ეკა ბესელიამ დასკვნით სიტყვაში ანრი ოხანაშვილის კომპეტენცია დააყენა ეჭვქვეშ და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების წაკითხვა ურჩია.
"იმდენად უცებ ანერვიულდებით ხოლმე რამდენიმე ადამიანი, როცა სასამართლოს შეეხება საქმე. იმდენად ანგარიშრავლდებულები ხართ იუსტიციის საბჭოს მიმართ, რომ ფიანდაზად ეგებით და გავიწყდებათ, რომ არის მარტივი საკითხები, რომელსაც არ სჭირდება ფიანდაზად გაგება", — თქვა ბესელიამ.
მისი განცხადებით, ანრი ოხანაშვილს არ ესმის საკითხი და როცა გაიცნო "ევროკავშირსა და ევროსაბჭოს ერთმანეთისგან ვერ არჩევდა".
"პირველი, რითაც თავი დამამახსოვრა არის ის, რომ ერთი საათი ვუხსნიდი, ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულება რომ სავალდებულოა. ეს რომ არ იცის გასაგებია, რომ ასევე არ იცის ის სიღმისეული საკითხები, როგორიცაა გასაჩივრების და დასაშვებობის საკითხები.", — თქვა ბესელიამ.
მან იურიდიული კომიტეტი იუსტიციის საბჭოს ფილიალს შეადარა და თქვა, რომ, თუ პარლამენტი მის კანონპროექტს ჩააგდებს "სახეს გამოაჩენს".
"ელემენტარულ საკითხზე ვერ გამოხატავთ პოზიციას, გაკანკალებთ, როგორც კი სასამართლოს ახსენებენ, სახე გიფითრდებათ და სკამებს ებღაუჭებით. დღე და ღამე შეგიძლია უნიავოთ იუსტიციის საბჭოს წევრებს და ჩვენ გავაგრძელებთ მოქალაქეებზე ზრუნავს, რომელიც არის მთავარი ამოსავალი", — თქვა ეკა ბესელიამ დასკვნით სიტყვაში.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები