კვიციანი ოჯახში ძალადობაზე: რაც უფრო ერევა სახელმწიფო ოჯახში, მით უფრო მეტი ოჯახი ინგრევა
პატრიოტთა ალიანსის დეპუტატი ემზარ კვიციანი ამბობს, რომ "რაც უფრო მეტად ერევა სახელმწიფო ოჯახში, მით უფრო მეტად ინგრევა ოჯახები". ამის შესახებ მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანას განიხილავენ.
ოჯახში ძალადობაზე საუბრისას კვიციანი აღნიშნავს, რომ ძალადობა ისედაც დასჯადია. მას მიაჩნია, რომ სახელმწიფო წყვილებს განქორწინებაში ხელს უწყობს, რადგან განქორწინების საბუთი ხუთ დღეში გაიცემა. ოჯახების გადარჩენის მაგალითად კი დეპუტატს კომუნისტური წყობა მოაქვს:
"გვახსოვს ძალიან კარგად რამდენი ოჯახი გადაარჩინა მაშინ ჯერ კიდევ კომუნისტურმა წყობამ დანგრევას და განადგურებას. ექვსი თვე ხო ჰქონდათ საფიქრალი, ამის მერე სასამართლო კიდევ ორ თვეს უმატებდა იქნებ შერიგდეთ, იქნებ ბავშვები არ დატოვოთ მშობლების გარეშეო. ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ ოჯახი შენარჩუნებულიყო, ჩვენს ქვეყანაში ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ოჯახი დაინგრეს... რატო არ შეიძლება, რომ ორი თვე ჰქონდეთ საფიქრალად მიცემული? გაცხარებული კავკასიელი ცოლ-ქმარი რომ მივლენ იუსტიციის სახლში, ხუთი დღე ეყოფათ იმათ დასამშვიდებლად?" — განაცხადა კვიციანმა.
პარლამენტის სხდომაზე დღეს, 29 მაისს განიხილავენ კანონპროექტს, რომლის მიხედვით, სკოლები, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები უზრუნველყოფენ საგანმანათლებლო პროგრამებში ქალთა მიმართ ძალადობის ან ოჯახში ძალადობის პრევენციისკენ მიმართული კომპონენტების გათვალისწინებას.
კანონპროექტის თანახმად, ოჯახში ძალადობის ან ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით მიღებულ შეტყობინებაზე, პოლიციის თანამშრომელი შეაფასებს ძალადობის განმეორების რისკებს და რისკის სიმძიმის მიხედვით მიიღებს ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთ გადაწყვეტილებას: გამოსცემს შემაკავებელ ორდერს ან არ გამოსცემს შემაკავებელ ორდერს.
როგორც პროექტშია აღნიშნული, დამცავი ორდერის გამოცემისას, მოძალადისთვის ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე კურსის დანიშვნა იქნება არა მოსამართლის დისკრეცია, არამედ სავალდებულო საკანონმდებლო დანაწესი.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები