მიუხედავად იმისა, რომ საუკუნეების განმავლობაში რომმა დრამატული ცვლილებები განიცადა, ის მნიშვნელოვანი ისტორიული მონუმენტები, რომლებიც ამ ადგილის ძველ დიდებას გვახსენებენ, არსად წასულა — შთამბეჭდავია, როდესაც იქ მოგზაურობისას ხვდები, თუ რამდენად დიდებული იყო მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ძლევამოსილი ქალაქი.

იტალო ჯისმონტი კი იტალიელი არქეოლოგია, რომელმაც წლების წინ გადაწყვიტა, რომ ძველი რომის მინიატურული, ჩახლართული მაკეტი გაეკეთებინა, რომელიც ქალაქის პირვანდელ სახეზე შეძლებისდაგვარად სრულ სურათს მოგვცემდა.

არქეოლოგმა თაბაშირის მაკეტზე მუშაობა 1936 წელს დაიწყო და და მას 36 წლის განმავლობაში დაუღალავად ქმნიდა.

აი, ასე გამოიყურება ჯისმონტის მიერ შექმნილი, დეტალებზე ორიენტირებული მაკეტი, რომელიც ძველი რომის ანტიკურ არქიტექტურას ასახავს:

ფოტო: museociviltaromana

ფოტო: museociviltaromana

ფოტო: museociviltaromana

როგორც უკვე ვთქვით, არქეოლოგი მცირე დეტალებზე იყო ორიენტირებული და ამ შთამბეჭდავ მაკეტს სხვადასხვა რუკის მიხედვით ქმნიდა.

ფოტო: museociviltaromana

ფოტო: museociviltaromana

ფოტო: museociviltaromana

დამთვალიერებლებს კი დღემდე ეძლევათ საშუალება, რომ ქალაქის ისტორიული ადგილების შესახებ საკუთარი ცოდნა გადაამოწმონ.

ფოტო: museociviltaromana

ფოტო: museociviltaromana

ფოტო: museociviltaromana

თქვენ ამოიცანით მაკეტზე რომის კოლიზეუმი?